“პროექტი ბიოფერმა” წარმოადგენს უდანახარჯო მცირე სასათბურე მეურნეობის მოწყობის საშუალებას ნებისმიერი სოფლად მცხოვრები ოჯახისთვის მათივე ეზოს ფარგლებში. ვინაიდან სათბურის ძირითადი ხარჯები მის გათბობაზე მოდის, ამიტომ ამ ხარჯების დაზოგვა ხდება ბუნებრივად განახლებადი ენერგიების მეშვეობით. როგორიცაა ქარის, მზის და ბიო-მასის ენერგიები. სწორედ ამ ენერგიების გამოყენებით მიიღწევა ნატურალური პროდუქტის მიღება

რას ნიშნავს ბიოფერმა
ეს არის ახალი პროექტი რომელსაც ვთავაზობთ საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ შევიმუშავეთ საოჯახო სათბურის სისტემა, რომლის მეშვეობითაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეს ეძლევა საშუალება თავისივე ეზო-გარემოში მოაწყოს სასათბურე მეურნეობა, და ფაქტიურად უდანახარჯოთ მოიყვანოს ზამთრის პერიოდში სხვადასხვა პროდუქტები (კიტრი, პომიდორი, სოკო და ასე შემდეგ.) ამისათვის სათბურის გარშემო მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის ქარის, მზის, და ბიოგაზის დანადგარები, და ეს ყველაფერი ერთიანობაში წარმოადგენს ბიოფერმას.საოჯახო სათბური
ამისათვის ვაწარმოებთ სათბურებს, რკინის კარკასით, რომლის საფარად გამოყენებულია 5 ფენიანი სასათბურე ფირი, რომე-ლიც 4-5 წელიწადს ძლებსდა და უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის. სათბურის გამოყენება შესაძლებელია როგორც ეზოსა და გარემოში დასადგმელად , ასევე მსხვილი სასათბურე მეურნეობის საწარმოებლადაც. იგი ადვილად იწყობა და შესაძლებელია შემდგომ მისი გადაადგილებაც. მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება სათბურის გათბობა, ამიტომ ასევე ვაწარმოებთ რამოდენიმე მოწყობილობას:ქარის გენერატორი
(ქარიან ამინდში ტრიალებს და ელენერგიას გამოყოფს) მონტაჟდება სათბურთან ახლოს და ელსადენებით პირდაპირ ათბობს სათბურში მყოფ თბოიზოლირებულ წყლის ავზს ტენების მეშვეობით, ამიტომ რაც მეტი ქარია გარეთ მით მეტად თბება სათბური შიგნით.მზის ვაკუუმ ჰაერის კოლექტორი
ეს მოწყობილობა სიახლეს წარმოადგენს რადგან მისი ანალოგები წყლის გათბობაზე მუშაობენ, ჩვენს შემთხვევაში კი პირდაპირ სათბურის ჰაერი თბება, ზამთარშიც და ღრუბლიან ამინდშიც კი.ბიოგაზის დანადგარი
საქართველოში დანერგა ავთანდილ ბიწაძემ. ჩვენს მიერ 350 ცალია აშენებული მთელ საქართველოში, მეტწილად მიწის ქვეშ მონტაჟდება და მისი საშუალებით ნებისმიერი საყოფაცხორებო ნარჩენიდან გამოიყოფა გაზი, ბიოგაზის დანადგარი დამატებით სტიმულს აძლევს ბიოფერმერს რომ მეტი საქონელი იყოლიოს, ხოლო ბიოგაზის დანადგარიდან გამოყოფილი გაზი კი სათბურში დამონტაჟებულ ღუმელში იწვის და ათბობს სათბურს.
უნივერსალური ღუმელი
მუშაობს შეშაზე, გაზზე, ქვანახშირზე, და ბიოგაზზე. ექსტრენულ სიტუაციაში თუ რაღაც პერიოდით არც ქარია არც შესაბამისი მზის აქტივობა და ბიოგაზიც არასაკმარისია, შესაძლებელი იქნება ტრადიციულად შეშით ან ბუნებრივი გაზით გათბობაზე გადასვლა და ამ პერიოდში მოსავლის გაყინვისგან დაზღვევა
ამ ჩამოთვლილი მოწყობილობების ერთობლიობას წარმოადგენს “პროექტი ბიოფერმა”, მომავალში კი ვგეგმავთ “მინიჰესების” წარმოებასაც, ვინაიდან საქართველოში უხვადაა მდინარეები და იმ შემთხვევებისთვის თუ მოსახლის ეზოსთან ახლოს მდინარეც ჩამოუდის, ბიოფერმის უფასოდ გათბობაში ესეც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ბიოფერმის ღირებულებას მოსახლე 1 დან 2 წელიწადში აინაზღაურებენ სათბურში მოყვანილი მოსავლის და გათბობაზე დაზოგილი თანხებით. ამისათვის უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დავნერგოთ განვადების სისტემა და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებელს.
ჩვენი მიზანია რომ “ბიოენერგიამ” ნაწილობრივ შეითავსოს ბიზნეს ინკუბატორის ფუნქციაც და ნებისმიერი სოფლად მცხოვრებ მოსახლეს მცირე და წარმატებული საოჯახო ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა მიეცეთ თავისივე ეზო-გარემოში. ბიოფერმა განსაკუთრებით მთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს მისცემს საშუალებას თავისივე ეზო-გარემოში შეიქმნან სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ შეამცირებს მათ მიგრაციას.
gt;

გავხსენით ახალი ფორუმი
ხელოვნური კუნძულები (კონცეფცია)
ხელოვნური ფოთოლი გამოიგონეს
ქარის ტურბინის 3d პრეზენტაცია
Festo ლამაზი დეკორაცია თუ მომავლის ტრანსპორტი
კარგი საიტია
ძალიან საინტერესო და სასარგებლო საიტია. მივესალმები ასეთ იდეებს და პროექტებს!
iqneb videobis linkebi gamosworot chedavs da ar irtveba