Menu

რუანდა პარკების გარეშე

September 21, 2015 - მწვანე ტექნოლოგიები
რუანდა პარკების გარეშე

რუანდაში მთლიანად ჩაანაცვლეს პლასტიკური პარკების გამოყენება ბიოდეგრადირებადი ქაღალდის პარკებით. საქმე იმაშია რომ პლასტმასის მოლეკულურ დონეზე დაშლას ღია ბუნებაში 100 წელზე მეტი ჭირდება, და ამ პერიოდის განმავლობაში დიდი ზიქნი მოაქვს როგორც ცხოველთა სამყაროსთვის, ასევე კლიმატური თვალსაზრისიდაც მას წვლილი შეაქვს ბუნებრივი ციკლის დისბალანსში. რუანდაში ეს კანონი 2008 წელს მიიღეს და უკვე გრძნობენ ეკონომიურ სარგებელსაც და ეკოლოგიურ სისუფთავესაც. ვერსად ნახავთ ჩვეულ მიმოფანტულ ცელოფნებს ან გაბინდულ დრენაჟებს.

ქვეყანამ რომელმაც 1994  წელს გენოციდი განიცადა მოახერხა და დასახა სუფთო პროგრამა 2020 წლამდე პლასტმასის გარეშე. და თვლიან რომ სხვა უამრავი პლასტმასის საგნების ჩანაცვლებაც შეიძლება ბიოდეგრადირებადი მასალების გამოყენებით. სხვა ქვეყნებიც ცდილობენ პლასტიკური პაკეტის გამოყენებაზე გადასახადის დაწესებას მაგრამ შიშობენ რომ ეს მცირე მეწარმეობის განვითარებას შეუშლის ხელს.

ერთი შეხედვით არ ჩანს მწვავე პრობლემა, თუმცა იმის გამო რომ არ არსებობს გამართული სისტემა გამოყენებული ცელოფნების მოგროვების მის მეორად მასალად გადასამუშავებლად. ამიტომ ბუნებაში გაფანტული პაკეტების დიდი რაოდენობით დაგროვება, და შემდგომი ზიანი გარდაუვალია.

აქედან გამომდინარე მოუწონეს რუანდას ამ კანონის გამოყენება, რომელსაც ალბათ სხვა ქვეყნებიც გადაიღებენ…