ახალდაბის პროექტი

ახალდაბის პროექტი

2002-2003 წლებში მცხეთის რაიონის სოფელ ახალდაბაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “MERCY CORP” დაკვეთი ბიოენერგიამ ააშენა 9 ცალი 6მ3 ტევადობის საოჯახო ბიოგაზის  დანადგარი.
სამუშაოები შემდეგი ტექნოლოგიით შესრულდა: ბოსლიდან 1-1,4მ მანძილზე ითხრებოდა 4მ დიამეტრის და 3 სიღრმის ორმო. ფსკერის მოსწორების შემდეგ ფსკერის გრუნტზე იყრებოდა 3-5სმ სისქის ხრეშის ფენა, შემდეგ  იფარებოდა 15-20 სმ სისქის ქვებით და ბეტონდებოდა. ფსკერის გაშრობის შემდეგ იწყობოდა ასაწყობ-დასაშლელი ფორმა ცილინდრული კედლის ბეტონისგან ჩამოსასხმელად. გუმბათი კი ასევე ადგილზე ჩამოსხმული ბეტონის სფერული ბლოკებისგან აშენდა. გუმბათს პენოპლასტის ფურცლებისგან უკეთდებოდა თბოიზოლიაცია და შემდეგ გარედან ბათქაშდებოდა. ამის შემდეგ მონტაჟდებოდა შემსვლელ, გამომსვლელი მილები, ლითონის გაზშემკრები, ამრევი.
დანადგარების მშენებლობისას  გლეხების წილი იყო ორმოების ამოთხრა, ბეტონის დასხმა, დამხმარე სამუშაოების შესრულება. სოფლის მხრიდან სამუშაოებს ორგანიზებას უწევდა სოფლის თავკაცი ნოდარ ნადიბაიძე. მის გარდა ბიოდანადგარები აშენდა უშანგი, ვანო, თამაზი, სანდრო, სულიკო დიდებაშვილების ოჯახებში და ქავთარაძე მაროს, პატაშური თემურის და  სერგოს ოჯახებში. მშენებლობისას დასაქმებული იყო ადგილობრივი მუშები ოთარ დიდებაშვილის მეთაურობით. შემდეგ პროექტებში ოთარ დიდებაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბიოგაზის დანადგარების მშენებლობაში თბილისში, თიანეთში, შუა მთაში, ოზურგეთში, ხობში, ჩხოროწყუში და ქობულეთში.
ახალდაბის ბიოგაზის დანადგარები დაკომპლექტდა გადამუშავებული ბიომასის ( ბიოსასუქის) დასაგროვებელი აუზებით. მისი გავსების შემდეგ ის უნდა დაიცალოს შიგთავსის ნაკვეთებში შეტანით. ყველაზე უკეთ ბიოდანადგარს უშანგი დიდებაშვილი უვლის და იყენებს.

_________________________