Menu

სფერული სათბური

სფერული სათბური-ორანჟერეა, ასაწყობ-დასაშლელი

 ეს არის იგივე გეოდეზური გუმბათი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება : სათბურად, ორანჟერეად, აბანოდ, სოკოს ფერმად, ქათმის ფერმად, სათავსოდ, გარაჟად, საქორწილო სეფად, საგამოფენო პავილიონად, და იგივე კარკასზე კედლების დამაგრებით – საცხოვრებელადაც კი.

wpid-wp-1422441958064.png

 24ft_greenhouse_dome_ray_1

image

სფერული კონსტრუქცია არის მჩატე და მყარი როგორც საერთოდ გუმბათია არქიტექტურაში. სხვა ანალოგიურ კონსტრუქციებთან შედარებით იგივე ფართობზე სამჯერ ნაკლები მასალით იწყობა, რის გამოც ცნობილია როგორც იაფი და მყარი კონსტრუქცია.
ასევე გათბობის დანახარჯებიც 30%-ით მცირდება იგივე ფართობზე ნაკლები ზედა მოცულობის გამო.

image  sunrise-domes-geodesic-domes-5   image

შედგება მოკლე სეგმენტებისგან და შესაძლებელია მისი მსუბუქი ავტომობილითაც გადატანა. ასევე შესაძლებელია თვითონვე ადვილად ააწყოთ რამოდენიმე საათის განმავლობაში.

კარკასი დაფარულია პოლიმერული საღებავით რომელიც გრძელვადიანად იცავს ნაგებობას დაჟანგვისგან.

სათბურის შემთხვევაში გამოყენებულია სპეციალური სასათბურე ფირი 4 წლიანი გამძლეობით.
შესაძლებელია იგივე კარკასზე შემდგომში პოლიკარბონატის ან OSB ფანერის ან სხვა სასურველი მასალის გადაკვრაც, შემდგომი დანიშნულების შესაბამისად.
ასევე შესაძლებელია მთლიანად დაშლა და სხვა ადგილზე გადატანაც.

greenhouse_domes

მისი აეროდინამიული ფორმის გამო ძლიერი ქარების შემთხვევაში ნაკლებ დატვირთვას იღებს. კარკასი მთლიანად დიაგონალებისგან შედგება და ამის გამო დიდ სიმძიმეებსაც ადვილად უძლებს.

მათთვის ვინც ამ საკითხსაც აქცევს ყურადღებას, ახასიათებს მშვიდი გარემოს შექმნის პირობები. ვინაიდან სფერული გუმბათის ფორმისაა და გუმბათი გამოიყენება როგორც ძირითად რელიგიებში: ეკლესიებში, მეჩეთებში და ა.შ.. ასევე მომრგვალებული ფორმები ასოცირდება ყველაფერ ბუნებრივთან და კონცეპციურთან: დედამიწაც მრგვალია, მზეც, სხადასხვა ნაყოფებიც, კვერცხიც, ბურთიც -:)  და ა.შ… სხვა და სხვა კულტურებში დიდი ყურადღება ექცევა ამ ფაქტორსაც, ორანჟერეასაც და ზამთრის ბაღსაც.

ჩვენს რეალობაში მისი ძირითადი დანიშნულება სათბურად გამოყენებაა. ვინაიდან თითქმის ყველას აქვს ეზო გარემო და თავისუფალი 30 – 50 კვმ ფართობი, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ სფერული სათბურით ზამთრის პერიოდშიც მნიშვნელოვანი მოსავალი მიიღოთ, კიტრი-პომიდორის თუ სხვა კულტურის მოყვანით. სწორად მოვლის შემთხვევაში 2-3 მოსავლით აინაზღაუროთ გაწეული ხარჯები, და შემდგომ წლობით მოიხმარონ სურვილისამებრ.

ეს არის საშუალება ეზოშივე იქონიოთ საკუთარი ბიზნესი და მოყვანილი მოსავალი, (რაც არც თუ ისე მცირე გამოდის) გაყიდოთ ან თვითონ მოიხმაროთ.

აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ და ვამზადებთ 30 და 50 კვმ ფართობის სფერულ სათბურებს და ორანჟერეებს

Greengeo-bioenergy

ფასები:

30 კვმ -1500 ლარი

50 კვმ – 2500 ლარი

შედის ასაწყობი კარკასი და სასათბურე საფარი, ან ლურჯი წვიმაგამძლე ტენტი

სხვა ზომების შემთხვევაში 1 კვადრატულის ფასია 53 ლარი.

ასევე ფასში შედის მონტაჟიც თბილისის ახლო ტერიტორიებზე

მაგალითისთვის – საშუალოდ 1 კვადრტულ მეტრზე 3 ძირი პომიდორი იანგარიშება. თითო ძირიდან 8 კილომდე მოსავლის მიღება შეიძლება. თუმცა 4 კილოც რო მიიღოთ 4 კგ x 3 ძირზე = 12კგ. 12 კგ x 30 კვმ სათბურის ფართობზე = 360 კგ მოსავალს.

კილოგრამი პომიდორის ფასი ცივ სეზონზე საშუალოდ 3 ლარის შემთხვევაში გამოდის 360 კგ x 3 ლარზე = +-1000 ლარს

გათბობის და მოვლის ხარჯების გათვალისწინებით 500 დან 700 ლარამდე წმინდა მოგების მიღებაა შესაძლებელი, რაც ნიშნავს რომ 2 ან 3 მოსავლით სათბურის თვითღირებულება იქნება ამოღებული, და შემდგომში წლობით სრულ მოგებაზე ამუშავებთ.

სათბურში მოსავლის მოყვანის მეთოდებს ამ ეტაპზე შეგიძლიათ http://agrokavkaz.ge/ ამ საიტიდან გაეცნოთ. უახლოს მომავალში კი ჩვენს http://www.bioenergy.ge -ზე განთავსდება ქართული ვიდეო კურსები კიტრის პომიდორის სალათების და ა. შ.. მოყვანალარი
ასევე განახლდება ფორუმი სადაც მომხმარებლები ერთმანეთს  გაუზიარებენ გამოცდილებებს.

(დიდი სასათბურე კომპლექსის მსურველთათვის, შესაძლებელია რამოდენიმეს ახლოს მიდგმით დაკომპლექტება. რაც საშუალებას მოგცემთ დაკვირვება მოახდინოთ თუ რომელი სათბური მოგცემთ მეტ მოსავალს და შემდგომში ის მეთოდი გამოიყენოთ დანარჩენ სექციებშიც.)

DSC_0552-1440x395

პირველი გეოდეზური სათბურის აწყობა

30 კვმ ზომის გეოსათბურის აწყობის პროცესი

IMG_20150303_152708525 IMG_20150303_160522201_HDR IMG_20150303_173850772_HDR
IMG_20150303_184609175 IMG_20150304_182739550_HDR IMG_20150408_114354568[1]
greengeo ge (Small) rrrr DSC_0552-1440x395

სფერული ორანჟერეის აწყობა (50კვმ ფართობის)

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

(+995) 555 31 01 05

(+995) 551 56 53 55

ან მოგვწერეთ ფორმის მეშვეობით

სახელი (მიუთითეთ)

ელ-ფოსტა (მიუთითედ)

ტელეფონი (თუ გსურთ რომ მალევე გიპასუხოთ)

თქვენი ტექსტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *