ბიოგაზის დანადგარები

*

ბიოდანადგარი თერმოფილური მაღალი წარმადობის

1. ტევადობა 3 კბმ
2. გაზის წარმადობა 9 – 12კბმ/დღეში
3. საქონლის რაოდენობა: 15 სული მსხვილფეხამდე, ან 60 ღორამდე.
3. კომპლექტაცია: 1 რეაქტორი, 2-გაზგოლდერი, ენერგოეფექტური ღუმელი, ამრევი კვანძი, ტუმბო ხსნარის მისაწოდებლად, რეკუპერატორი, მართვის პულტი

 ფასი: 7500 ლარი

თერმოფილური ბიოგაზის დანადგარის ყოველი 1 კუბი მოცულობა ემსახურება 5 სულამდე მსხვილფეხა საქონელს. ყოველი 1 კუბი დანადგარის მოცულობა იძლევა 3 დან 4 კუბამეტრამდე ბიო გაზს დღეღამეში. ღორების ყოლის შემთხვევაში 1 ძროხა ეკვივალენტია 6 ღორის. შესაბამისად საქონლების რაოდენობის მიხედვით იანგარიშება დანადგარის საჭირო მოცულობა. 

ყოველი დამატებითი 1 კუბამეტრი დანადგარის ღირებულებაა 2500 ლარი.

 მონტაჟისთვის საჭირო დრო:  1 – 2 დღე

ჩვენს მიერ მზადდება: 1კბმ – 5 ძროხამდე,  3კბმ – 15 ძროხამდე, და 5კბმ – 25 ძროხამდე დანადგარები.

დიდი ფერმებისთვის დანადგარის კონსტრუქცია ცალკე განიხილება, ფერმერის საჭიროებების შესაბამისად.

3 კბმ ტევადობის დანადგარისგან ზოგადად შესაძლებელია ერთი საშუალო ზომის ოთახის (25 კვმ-მდე) 5 – 6 საათის განმავლობაში გათბობა.

უფრუ ზუსტი მონაცემებისთვის გადმოიწერეთ კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სახლისთვის საჭირო რაოდენობის საქონელისა, და ბიოდანადგარის ზომების დადგენაში.
გაითვალისწინეთ რომ 1 კბმ ბიოგაზი შეიცავს 6000 კილოკალორიას, დენის მიღებისთვის კი ელ-გენერატორში(დვიჟოკშზე) მიერთებით 1 კუბამეტრით მიიღება 6.5 კვტ დენი 1 სთ-ს განმავლობაში.

მეტ წილად საქართველოში, ზამთრის განმავლობაში სახლის მხოლოდ ერთ ოთახს ათბობენ ხოლმე. ამიტომ შესაძლებელია შეშის ყოველწლიურად შეძენის მაგივრობა 3 კბმ ტევადობის თერმოფილურმა ბიოგაზის დანადგარმა გასწიოს. საბედნიეროდ დენი დღესდღეობით ყველგან არის, მაგრამ ფასიანია. ელ-გენარატორით კი შეიძლება ბიოგაზის დენად გამოყენებაც.

საერთო ინფორმაცია ბიოგაზის დანადგარზე

უფასო გაზის მიღება შეუძლია ნებისმიერ სოფლად მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც თუნდაც 2-3 სული საქონელი მაინც ყავს. ბიოგაზის დანადგარი მონტაჟდება საქონლის სადგომ ბოსელთან ახლოს, და 15-20 წლის განმავლობაში უფასოდ გამოიმუშავებს ბიოგაზს. რომელიც ისევე იწვის როგორც  ჩვეულებრივი გაზი მისი 70% ეფექტურობით. (მათი კალორიულობის და სიმძლავრეების შედარება ზოგადად იგივეა რაც 93 და 75 ბენზინის მარკების).  გაზქურაზე იწვის ჩვეულებრივი ლურჯი ალით.

რა არის ბიოგაზი

ბიოგაზის ენერგია არის ნებისმიერ ორგანულ ნივთიერებაში: ფოთოლში, ბალახში, პირუტყვის ნარჩენებსა თუ ნეშომპალაში. ”გაზს, რომელიც წარმოიქმნება ბიომასაში მეთანის დუღილის შედეგად, ბიოგაზი ეწოდება. ბიომასის ლპობა ხდება მეთანოგენების კლასის ბაქტერიების გავლენით. ბიოგაზს სხვანაირად ჭაობის გაზსაც უწოდებენ. ბიოგაზი შედგება: CH4 50-75%, CO2 25-50%, N2 0-10%, H2S 0-3%, O2 0-2%. ასევე ორგანული ნარჩენებისაგან: ბალახი, ფოთლები, წიწვები, ფეკალური მასა და ა.შ.”      (მეტი ინფორმაციისთვის http://ka.wikipedia.org/wiki/ბიოგაზი)

ეს ენერგია ბიოგაზის დანადგარის მეშვეობით ჩვეულებრივი გაზის სახით მიიღება. ამ დანადგარს სხვადასხვა ქვეყნები მასიურად იყენებე, ძირითადად სოფლის მეურნეობაში.

მას გაჩნია მთელი რიგი უპირატესობები:

  • იზოგება ხარჯები რაც შეშისა თუ გაზის ბალონის ყიდვას ჭირდება,
  • გადამუშავებით მიღებული მასა სასუქად გამოიყენება, რაც თავის მხრივ ასევე ხარჯების ეკონომიაა, და ეკოლოგიურია როგორც უნიტრატო სასუქი.
  • შესაძლებელია ამ გაზით ელექტრო-ენერიის მიღება ჩვეულებრივი ბენზო-გენერატორის(დვიჟოკის) მეშვეობით.

აგერეთვე ის ფაქტორიც რომ ერთხელ აშენებული ბიოგაზის დანადგარი 10 – 20 წელიწადს დამოუკიდებლად მუშაობს და უსასყიდლოდ გაზს იძლევა, მომგებიანს ხდის სოფლად მცხოვრები მოსახლისთვის.

სამშენებლო ფსიქოფილური ტიპის ბიოგაზის დანადგარები

არსებობს მრავალი ტიპის ბიოგაზის დანადგარი მათ შორის ყველაზე უფრო გავრცელებული სამშენებლო ტიპის დანადგარია მისი წარმადობისა და დამზადების სიმარტივის გამო. ასეთი დანადგარი საქონლის სადგომთან ახლოს შენდება ღრმად მიწაში, რაც საშუალებას იძლევა რომ საქონლის სადგომში მყოფი ნარჩენები თვითდინებით ჩაედინოს დანადგარში. მისი მეშვეობით წყდება ის არასასიამოვნო ჰიგიენური პირობების პრობლემაც, რომელიც ნარჩენების გარეთ დაყრით არის ხოლმე გამოწვეული: სუნი, მწერები, და ა.შ. საშუალოდ მარტივი ტიპის დანადგარი 9 – 11 თვემდე მუშაობს წელიწადში, იმის მიხედვით თუ როგორი კლიმატის რეგიონშია დამონტაჟებული.

biogazi2.jpg

დანადგარის მოცულობა და წარმადობა დამოკიდებულია საქონლის რაოდენობაზე. დანადგარის 1 კუბამეტრიდან მოცულობიდან ყოველდღე საშუალოდ 0.4კბმ ბიოგაზი მიიღება. საშუალოდ 1 სულ მსხვილფეხა საქონელზე დანადგარის მოცულობის 1 კუბამეტრი იანგარიშება.  მარტივი ტიპის ბიოგაზის დანადგარი ბოსლიდან 1-1.5 მეტრში მიწაში შენდება ბეტონისგან სამშენებლო ცილინდრული ფორმის გამოყენებით. მისი მინიმალური მოცულობა არის 5-6 მეტრ/კუბი და საჭიროა მინიმუ 2-3 ძროხის ყოლა. ის დღეში 1.8-2.4 მეტრკუბ გაზს გამოიმუშავებს, რაც სავსებით საკმარისია ერთი მსხვილი ოჯახისთვის. ჩვენ ვაშენებთ მინიმუმ 6 მეტრ/კუბი მოცულობის დანადგარებს, შესაბამისად რამდენი საქონელიც არის საშუალოდ იმის მიხედვით იზრდება მოცულობაც.

გამოცდილება

ჩვენი ორგანიზაცია ”ბიოენერგია” 2000 წლიდან აშენებს ბიგაზის დანადგარებს,  და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე 300 მდე მარტივი და მსხვილი ბიოგაზის დანადგარი გვაქვს აშენებული.

რას გთავაზობთ

ჩვენ ვაშენებთ სხვადასხვა სიმძლავრეების ფსიქოფილურ, მეზოფილურ, და თერმოფილურ ბიოდანადგარებს ოჯახებისთვის და მსხვილი ფერმებისთვის. მონტაჟის დრო სიმძლავრის მიხედვით ერთი კვირიდან ერთ თვემდეა.

1. ფსიქოფილური რეჟიმის 15-25 გრადუსზე მომუშავე მიწისქვეშა დანადგარი, და ყოველი 1 კუბამეტრიდან გამოიმუშავებს 0.4 მეტრ/კუბი გაზს. სავსებით საკმარისია ერთი მსხვილი ოჯახის სამზარეულოსთვის, სტანდარტული 6 კუბიანი დანადგარის შემთხვევაში.

dzroxa2.jpg

2. მეზოფილური მაღალწარმადობიანი დანადგარი 25-40 გრადუსზე მომუშავეს, რომელიც 1 კუბამეტრიდან გამოიმუშავებს 1.3 მეტრ/კუბი გაზს. მუშაობს მთელი წელი უწყვეტად რეგიონის მიუხედავად. საკმარისია მსხვილი ოჯახის სამზარეულოსთვის, სააბაზანოს ცხელი წყლისთვის, ელ-ენერგიისთვის(დვიჯოკით) ან საოჯახო სათბურისთვის.

  • ფასი: 1 კუბამეტრი 1000 ლარი
  • რენტაბელობა:    1 წელიწადი

მეზოფილური დანადგარის აღჭურვილობა:

  • აუზისშიდა და ხსნარის მიმღები ამრევებით
  • გათბობის სისტემა ტემპერატურის რეგულატორით
  • ელ-გენერატორ (დვიჯოკი) – ბიოგაზზე მომუშავე, 1კვტ სიმძლავრით
  • მზის კოლექტორი შიდა გათბობის სისტემისთვის
  • მინისათბურით დანადგარში ტემპერატურის დასაცავად

რენტაბელობა და ღირებულების ამოღება მეზოფილურ დანადგარზე

გაზის წარმადობა .       8 მეტრკუბი/დღეში .       240 მეტრკუბი/თვეში .       2880 მეტრკუბი/წელიწადში
მიღებული ბიოგაზის –
ბალონის გაზის რაოდენობაზე შედარება
(პროპანის 70%)
0.6 ბალონი/დღეში .       18 ბალონი/თვეში .       216 ბალონი/წელიწადში
ბიოგაზით სარგებლის ღირებულება
გაზის ბალონის ფასის მიხედვით
(25 ლარი 1 ბალონი)
15 ლარი/დღეში
(25 x 0.6)
450 ლარი/თვეში
(15 x 30)
5400 ლარი/წელიწადში
(450 x 12)
ბიოდანადგარის ღირებულების
ანაზღაურების ვადა
1  წელიწადი

თქვენი შეძენილი ბიოგაზის დანადგარის ღირებულების 15% უსასყიდლოდ დააფინანსებს ორგანიზაციას „ენერგოკრედიტი“,


მსხვილი ფერმებისთვის

bigbio

biobiogas

ჩვენ ასევე ვამზადებთ თერმოფილური რეჟიმის მაღალი წარმადობის 50-56 გრადუსზე მომუშავე დანადგარებსაც. ეს არის მიწისზედა თანამედროვე კონსტრუქცია მაქსიმალური წარმადობის და სრული ავტომატიზირებით.

ძირითადად მაღალსულადობიან ფერმებისთვის 50 კბმ და მეტი ზომებით. . მისი ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად და ძირითადად ფერმის სახეობის მიხედვით (ღორი, ცხვარი, ძროხა, ფრინველი). აღჭურვილი ბიოგაზის ბალონებში დასატვირთი სადგურით – გაზზე მომუშავე ავტოტრანსპორტისთვის, და მაღალძაბვიანი ბიოგაზ-გენერატორით დენის მისაღებად.

ვიდეო – რეპორტაჟი ბიზნესკურიერში ჩვენს შესახებ



სურათების გალერეა

მოგვწერეთ თქვენი აზრი

სახელი (მიუთითეთ)

ელ-ფოსტა (მიუთითედ)

ტელეფონი (თუ გსურთ რომ მალევე გიპასუხოთ)

თქვენი ტექსტი

p

td style=”border: 1px solid #098f13;”