პროექტი ბიოფერმა

“პროექტი ბიოფერმა” წარმოადგენს უდანახარჯო მცირე სასათბურე მეურნეობის მოწყობის საშუალებას ნებისმიერი სოფლადმცხოვრები ოჯახისთვის მათივე ეზოს ფარგლებში. ვინაიდან სათბურის ძირითადი ხარჯები მის გათბობაზე მოდის, ამიტომ ამ ხარჯების დაზოგვა ხდება ბუნებრივად განახლებადი ენერგიების მეშვეობით. როგორიცაა ქარის, მზის და ბიო-მასის ენერგიები. სწორედ ამ ენერგიების გამოყენებით მიიღწევა ნატურალური პროდუქტის მიღება

biosaTburi

რას ნიშნავს ბიოფერმა
ეს არის ახალი პროექტი რომელსაც ვთავაზობთ საქართველოს სოფლადმცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ შევიმუშავეთ საოჯახო სათბურის სისტემა, რომლის მეშვეობითაც სოფლადმცხოვრებ მოსახლეს ეძლევა საშუალება თავისივე ეზო-გარემოში მოაწყოს სასათბურე მეურნეობა, და ფაქტიურად უდანახარჯოთ გაზარდოს ზამთრის პერიოდში სხვადასხვა პროდუქტები (კიტრი, პომიდორი, სოკო და ასე შემდეგ.) ამისათვის სათბურის გარშემო მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის ქარის, მზის, და ბიოგაზის დანადგარები, და ეს ყველაფერი ერთიანობაში წარმოადგენს ბიოფერმას.

საოჯახო სათბური
ამისათვის ვაწარმოებთ სათბურებს, რკინის კარკასით, რომლის საფარად გამოყენებულია 5 ფენიანი სასათბურე ფირი, რომე-ლიც 4-5 წელიწადს ძლებსდა და უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის. სათბურის გამოყენება შესაძლებელია როგორც ეზოსა და გარემოში დასადგმელად , ასევე მსხვილი სასათბურე მეურნეობის საწარმოებლადაც. იგი ადვილად იწყობა და შესაძლებელია შემდგომ მისი გადაადგილებაც. მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება სათბურის გათბობა, ამიტომ ასევე ვაწარმოებთ რამოდენიმე მოწყობილობას:

ქარის გენერატორი
(ქარიან ამინდში ტრიალებს და ელენერგიას გამოყოფს) მონტაჟდება სათბურთან ახლოს და ელსადენებით პირდაპირ ათბობს სათბურში მყოფ თბოიზოლირებულ წყლის ავზს ტენების მეშვეობით, ამიტომ რაც მეტი ქარია გარეთ მით მეტად თბება სათბური შიგნით.

მზის ვაკუუმ ჰაერის კოლექტორი
ეს მოწყობილობა სიახლეს წარმოადგენსრადგან მისი ანალაგები წყლის გათბობაზე მუშაობენ, ჩვენს შემთხვევაში კი პირდაპირ სათბურის ჰაერი თბება, ზამთარშიც და ღრუბლიან ამინდშიც კი.

ბიოგაზის დანადგარი
საქართველოში დანერგა ავთანდილ ბიწაძემ. იგი ჩვენს მიერ 350 ცალი აშენდა მთელ საქართველოში, მეტწილად მიწის ქვეშ მონტაჟდება და მისი საშუალე-ბით ნებისმიერი საყოფაცხორებო ნარჩენიდან გამოიყოფა გაზი, ბიოგაზის დანადგარი ცალკე კიდე სტიმულს აძლევს ბიოფერმერს რო მეტი საქონელი იყოლიოს, ხოლო ბიოგაზის დანადგარიდან გამოყოფილი გაზი კი სათბურში დამონტაჟებულ ღუმელში იწვის და ათბობს სათბურს.

უნივერსალური ღუმელი
მუშაობს შეშაზე, გაზზე, ქვანახშირზე, და ბიოგაზზე. ექსტრენულ სიტუაციაში თუ რაღაც პერიოდით არც ქარია არც შესაბამისი მზის აქტივობა და ბიოგაზიც არასაკმარისი, შესაძლებელი იქნება ტრადიციულად შეშით ან ბუნებრივი გაზით გათბობაზე გადასვლა და ამ პერიოდში მოსავლის გაყინვისგან დაზღვევა

ამ ჩამოთვლილი მოწყობილობების ერთობლიობას წარმოადგენს “პროექტი ბიოფერმა”, მომავალში კი ვგეგმავთ “მინიჰესების” წარმოებასაც, ვინაიდან საქართველოში უხვადაა მდინარეები და იმ შემთხვევებისთვის თუ მოსახლის ეზოსთან ახლოს მდინარეც ჩამოუდის, ბიოფერმის უფასოდ გათბობაში ესეც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ბიოფერმის ღირებულებას მოსახლე 1 დან 2 წელიწადში აინაზღაურებენ სათბურში მოყვანილი მოსავლის და გათბობაზე დაზოგილი თანხებით

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დავნერგოთ განვადების სისტემა და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებელს.

ჩვენი მიზანია რომ “ბიოენერგიამ” ნაწილობრივ შეითავსოს ბიზნეს ინკუბატორის ფუნქციაც და ნებისმიერი სოფლად მცხოვრებ მოსახლეს მცირე და წარმატებული საოჯახო ბიზნესის ქონის შესაძლებლობა მიეცეთ თავისივე ეზო-გარემოში.

საერთო ჯამში ბიოფერმა არის მცირე ფერმერული მეურნეობის მოწყობის კომპლექსურ გადაწყვეტილებას. მისი დანიშნულებაა მოსავლის მოყვანისას სათბურის გათბობაზე გაწეული ხარჯების დაზოგვა, უფასოდ ბუნებრივად განახლებადი ენერგიების გამოყენების მეშვეობით, როგორებიცაა ქარის, მზის და ბიომასის ენერგიები.  დამატებით გამოყენებულია კომბინირებული ღუმელი რომელიც ერთდროულად რამოდენიმე საწვავზე მუშაობს(შეშა, ბუნებრივი გაზი, ბიოგაზი, ქვანახშირი, ნახმარი საბურავები) და ძირითადად სათბურის ღამის პერიოდში გათბობას უზრუნველყოფს.

რეალურად თქვენ დაზოგავთ ხარჯებს და არ მოგიწევთ სათბურის გასათბობად ელ-ენერგიის ან გაზის შესყიდვა, რაც მოსავლის მოყვანის ძირითად ხარჯს წამოადგენს.

ბიოსათბურში შესაძლებელია როგორც კიტრის, პამიდორის, მწვანილის, ყვავილების და სხვა კულტურების მოყვანა, ასევე სოკოს და მცირე სათევზე მეურნეობის მოწყობაც.

ბიოფერმა დაკომპლექტებულია სხვადასხვა მოწყობილობებით:

ასაწყობი სათბური

მინი სათბურის მეშვეობით შესაძლებელია კიტრის, პამიდორის, მწვანილის, ყვავილების, სოკოს, და სათევზე მეურნეობების გაზრდა და წარმოება.

უფრო ვრცლად….

_____________________________

ქარის გენერატორები

ქარის გენერატორით გამომუშავებული ელ-ენერგია სადენით მიეწოდება სათბურის ქვეშ მოთავსებულ თერმოიზოლირებულ წყლის აუზის გასათბობ ტენებს, შემდგომ ხდება ამ გამთბარი წყლის ცირკულირება სათბურში დამონტაჟებული მილგაყვანილობების მეშვეობით.

უფრო ვრცლად ….

_______________________

ბიოგაზის დანადგარი

ბიოგაზის დანადგარში გამოყოფილი მეთანი მილით მიერთებულია კომბინირებულ ღუმელზე, და მისი მეშვეობით ხდება სათბურის გათბობა
ასევე შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში ბიოგაზზე ელ-გენერატორის (დვიჯოკის) მუშაობაც დენის მისაღებად.

დამატებით სასარგებლო პროდუქტის სახით ბიოდანადგარი გამოყოფს გადამუშავებულ ბიომასას რომელიც გაჯერებულია აზოტით და სასუქად მიეწოდება სათბურში მზარდ მცენარეებს რაც 10-15%-ით მეტად ზრდის მოსავლიანობას. ამისათვის საჭიროა  საქონლის ყოლაც რაც თავის მხრივ დამატებითი შემოსავლის წყაროცაა: ძროხა, ცხვარი, თხა, ღორი, ქათამი, კურდღელი და ა. შ.

უფრო ვრცლად ….

________________

კომბინირებული ღუმელი


ბიოღუმელი არის ორმაგი ეფექტურობის რაც იმას ნიშნავს რომ მასში ნამწვი აირები შიდა კამერის გარშემო ცირკულირებს და სითბოს ენერგიას მთლიანად ხარჯავს. შემდგომ გაედინება საკვამლიდან, რაც საწვავი მასალის 50% ეკონომიურად წვის საშუალებას იძლევა.
სათბურის შემთხვევაში დამწვარი შეშა თუ ბიოგაზი რომელიც შეიცავს ნახშიროჟანგს, პირდაპირ შეედინება სათბურში რომლითაც თბება სათბური, და ასევე კვამლში მყოფი ნახშიროჟანგი სასარგებლოა მცენარის ზრდისთვის.

უფრო ვრცლად ….

___________________

მზის ვაკუუმ კოლექტორი

solarbio

მზის ვაკუუმ კოლექტორი მუშაობს ზმთარ-ზაფხულ და მასში გამთბარი ჰაერი პირდაპირ მიეწოდება სათბურს მთელი დრის განმავლობაში, ან გამთბარი წყალი მიეწოდება სათბურის ქვეშ მყოფ თერმოიზოლირებულ წყლის ავზს, რომლითაც ასევე დამატებით ხდება სათბურის გათბობა

საკონტაქტო ფორმა

სახელი (მიუთითეთ)

ელ-ფოსტა (მიუთითედ)

ტელეფონი (თუ გსურთ რომ მალევე გიპასუხოთ)

თქვენი ტექსტი