სათბურის გამოყენება


რაც დრო გადის ბუნება უფრო ჭირვეულია, ზამთარი ცივი და გრძელია, ძლიერი ქარები ხეებს გლეჯენ, სახლებს სახურავებს ხდიან. გაზაფხული უფრო ცივი, ძლიერ წვიმიანია და მიწის დამუშავების საშუალებას არ იძლევა, შემდეგ უცებ დგება ცხელი, გვალვიანი ზაფხული. გვიან დამუშავებული მიწა სრულ მოსავალს ვერ იძლევა. ამას ემატება ხშირი სეტყვა და ისედაც სათუო მოსავალი სანატრელი ხდება. გამოსავალი სათბურშია. მას სულ უფრო მეტი ფერმერი იშენებს და მეურნეობას რენტაბელურს ხდის.
თურქეთის სათბურის ბოსტნეულს ჩვენი ბაზრები აქვს დაპყრობილი. ჩინეთში სათბურში მარცვლეულიც მოყავთ. იქ სათბურების ზღვაა. ჩინელები ზამთარში სათბურს მზის ენერგიით ათბობენ. ასეთი 380 ათასი ცალი აქვთ ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც ჩვენსავით ზამთარი იცის.
სათბურის პირობების დაცვა აუცილებელია მაქსიმალური მოსავლისთვის. თურქეთში გავრცელებული გვირაბის ტიპის მაღალი სათბური ჭერში მოთავსებული ფანჯრით ჩვეთან არ გამოდგება. იქ უფრო ცხელა. სათბურს გათბობა ნაკლები უნდა, ბუღი მაღლა ადის და მცენარე აღარ წუხდება. ჩვენთან უფრო ცივა, გათბობა მეტია საჭირო რაც ხარჯის 70%-ს აღწევს. ამიტომ კონსტრუქცია თურქულისგან განსხვავებული უნდა იყოს.
სათბურის კონსტრუქცია განსაზღვრავს სათბურის ფასს, გათბობის ხარჯს, თოვლისა და ქარისადმი მდგრადობას. ამ პირობებს აკმაყოფილებს ჩვენი კონსტრუქციის ასაწყობი სათბური ბიო 554. მისი აწყობა ფერმერსაც შეუძლია. სათბურის დახრილი გვერდებით გუმბათზე თოვლი ნაკლებად ჩერდება. ქარისადმი მდგრადობა გაზრდილია და გადახურვის ფართობიც შემცირებულია რაც 5%-თ ამცირებს საწვავის ხარჯს, ორივე გვერდის მთელ სიგრძეზე დაბლა მოთავსებულია ასახვევი ფანჯარა. ზამთარში ის გერმეტიულად იხურება. მცენარეების სწრაფი ზრდისათვის სათბურს აქვს ნახშირორჯანგის წყაროები

 

image001

ფოტო1. ბორჯომის რ-ის დაბა წაღვერში ორგანიზაცია Mercy Corps -ს დაკვეთის აშენებული 200მ2 ფართის სათბური ბიო554. ბიოენერგია 2016წ

 

image003

ფოტო 2. ბიო554-ის აწყობილი კარკასი დახრილი გვერდებით.

 

image005

ფოტო 3. მონტაჟდება ასახვევი ფანჯრის გერმეტიზაციის ქვედა ნაწილი

 

image007

ფოტო 4. ბიო554-ის აწყობილ კარკასზე მონტაჟდება ასახვევი ფანჯრის გერმეტიზაციის გვერდები

 

image009

ფოტო 5. ბიო554-ის კარკასზე დამონტაჟებულია ფირის სამაგრები. მიმდინარეობს ფირის გადაკვრა.

 

image011

ფოტო 6. სათბურში მონტაჟდება ჰაერის ბოილერის მქონე შეშის ღუმელი

 

image013

ფოტო 7.  ბიო554-ზე  მთავრდება სათბურის მთელ სიგრძეზე  ასახვევი ფანჯრის  მონტაჟი

 

image015

ფოტო 8. მიმდინარეობს მორწყვის სისტემის მონტაჟი: დაყენებულია წყლის ბაკი, ტუმბო, ფილტრები, მონტაჟდება მართვის პულტი.

 

ბიო554-ის კონსტრუქციის ფასები შემდეგია:
1. კარკასის დამზადება გადასახური ფირის ჩათვლით ——————————- 60ლ/მ2/.
2. სათბურის ადგილზე მონტაჟი ჯდება მიწის და ბეტონის სამუშაოების გარდა – 11ლ/მ2.
3. მორწყვის სისტემა ადგილზე მონტაჟის ჩათვლით———————————–6 ლ/მ2
4. შეშაზე ან გამომწვარ ზეთზე მომუშავე გათბობის ღუმელი ჰაერის ბოილერით–32ლ/მ2
ფასები არ შეიცავს დღგ-ს და სატრანსპორტო ხარჯს.
შეკვეთები მიიღება 50-300 მ2 სათბურზე დამკვეთის ზომების მიხედვით. თანხები გადმორიცხვით. დაგვიკავშირდით: მობ 599 152705, 555 727315, 557 480954
ასევე შეგვიძლია დაგიმზადოთ მცირე მიწიანი და მაღალმთიანი რაიონებისთვის 30-100მ2 ფართის სფერული სათბური. ის გამოირჩევა მეტი მდგრადობით და ენერგოეფექტურობით.
info@bioenergy.ge
მისამართი: თბილისი. მუხიანი. I მიკროსთან. გობრომიძის ჩიხი #11