Menu

სათბურები

ენერგოეფექტური სათბურები

რეპორტაჟი ჩვენს შესახებ აჭარის ტელევიზიის გადაცემიდან აგრორჩევები  – 19.04.2015

.

ჩვენ ვამზადებთ სათბურებს რომელიც გამოსადეგია როგორც ეზოსა თუ გარემოში დასადგმელად ასევე მსხვილი სასათბურე მეურნეობის საწარმოებლადაც. სათბური ადვილად იწყობა და შესაძლებელია მისი შემდგომში გადაადგილებაც. გამოსადეგია როგორც მცენარეების გასაზრდელად, ასევე სოკოს მოსაყვანად და სხვა საწარმოო თუ საცხოვრებელი დანიშნულებებისთვის. სათბურის კარკასი წარმოადგენს რკინის ასაწყობ კონსტრუქციას და საფარად გამოყენებულია სასათბურე ფირი რომელიც 3-4 წელს ძლებს.

საწარმო სათბური

საგარეჯოს სათბური

[Gallery not found]

ფასი: 55 ლარი/კვ.მეტრი

ასევე ვამზადებთ პოლიკარბონატის მასალისგანაც რომელიც 30-35 წელს ძლებს(მასალის შემომტანის ფასებში).

სექციის ზომები: 3,2 მ – 5,4მ – 3 მ სექციების მიხედვით შესაძლებელია სასურველი ფართობის აწყობა

ტელეფონი:

(+995) 599 15 27 05


სათბურის ადგილზე მონტაჟის ფოტორეპორტაჟი თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითსი გელა დადუნაშვილის  მეურნეობიდან.

ასაწყობ დასაშლელი სათბურის ძირითადი ნაწილებია:1.გუმბათის ფერმა, 2-ფეხი, 3-გრძივი მილი, 4- ფუნდამენტის მილი, 5-ფირის დამჭერი მილი, 6-კარები, 7- ფანჯრები, 8-ფირი. ყველა ეს ნაწილები საწარმოში მზადდება და ფერმერს მიეწოდება. ამ ნაწილებისგან სათბურის აწყობა ფერმერს მოკლე დროში შეუძლია ჭანჭიკებით. უკეთესია თუ აწყობა წარმოების სპეციალისტების მონაწილეობით მოხდება.

image001

სურ.1 სათბურის ძირითადი ნაწილი გუმბათის ფერმაა. ის სპეციალური სამარჯვით მზადდება და ამიტომ ყველა ერთმანეთის იდენტურია.

image002

სურ.2 სათბურის დასამონტაჟებელი ადგილის მონიშვნის შემდეგ გუმბათის ფერმას ფეხებთან და გამრბჯენებთან ჭანჭიკებით აერთებენ.

image003

სურ.3 შემდეგი ოპერაცია არის გუმბათის ფერმების ერთმანეთთან გრძივი მილებით დაკავშირება

image004

სურ.4 საკვანძო ადგილია გუმბათის ფერმის ფეხებთან მიერთება, ფეხებზე გრძივი მილის დამაგრება, გუმბათისა და  ფეხების

image005

დამაკავშირებელი გამრბჯენი მილის დამაგრება. სათბურის მდგრადობისთვის ფეხები დახრილათ მონატაჟდებიან.  სურ.5 ყველა  ფერმის ფეხებთან და გრძივ მილებთან მონტაჟის შემდეგ სათბურის კარკასი ძირითადად აწყობილია.

image006

სურ.6  კარკასი ტორეცზე შემდეგ იწყობა კარები, ხოლო ფეხების შემაერთებელ გრძივ მილებზე ფანჯრები.

image007

სურ.7 ყველა ფეხზე ფუნდამენტში დასაბეტონებელი მილია მიერთებული. კარკასის მთლიანად აწყობის შემდეგ ყველა ფეხთან ითხრება ორმო, რომელშიც შემდეგ ბეტონი ჩაისხმება.

image008

სურ.8 პირველად სათბურის კუთხის ფეხისთვის ამოითხრება ორმო. ყველა ფეხისთვის ორმოს ამოთხრის შემდეგ ორმოებში ჩაყენდება აწყობილი კარკასის ყველა ფეხი. კარკასი გასწორდება და ფეხები

image009

დაბეტონდება. არ დაგავიწყდეთ ყველა ფეხის ძირში ბრტყელი ქვის დადება, რათა წლების განმავლობაში მიწაში არ ჩაიწიოს ფეხმა.  სურ.9 კარკასის დაბეტონების შემდეგ მასზე გადაიფინება სათბურის ფირი. ის ცელოფანი არ არის, რომელიც მხოლოდ 3-4 თვე ძლებს. ეს ფირი არის 5 ფენოვანი, მეტად მტკიცე, არ იკეთაბს ცვარს, გამძლეა ულტრაიისფერი სხივებისთვის, სათბურში შეღწეულ სითბოს კარგად იჭერს და 4 წელს ძლებს.

image010

სურ10. სათბურის ფირი კარკასზე ერთი-ორი დღე უნდა იყოს გადაშლილი საბოლოოდ დამაგრებამდე, რათა ყველა ნაოჭი გასწორდეს და ფირი კარგად დამაგრდეს.

image011

სურ11. ამის შემდეგ ფირი სპეციალური დამჭერებით მაგრდება სათბურის კარკასზე და სათბური მზადაა ექსპლოატაციისათვის. ცხადია რომ თქვენ უკვე გაქვთ განსაზღვრული სათბურის გათბობის საშუალებები. ხოლო თუ გჭირდებათ ამ საკითხის გადაწყვეტაც მოგვმართეთ გათბობის ღუმელებისთვის: გაზზე, შეშაზე, ნახშირზე, საბურავებზე მომუშავე ღუმელები, მზით გამთბობელი, ქარის გენერატორით წყლის გამაცხელებლები, სხვადასხვა სიმძლავრის თბური ტუმბოები. ჩვენ ასევე დაგეხმარებით სათბურში წვეთოვანი სისტემების მოწყობისათვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ წყლის მცირე რაოდენობით სისტემატიურად მორწყათ სათბურის მცენარეები. სათბური არის აუცილებელი  სოფლად მეურნეობის მომგებიანად და გარანტირებულად წამართვისთვის. თან დანახარჯებს პირველივე მოსავალზე ინაზღაურებს.

[Gallery not found]

დანამატი მოდულის სახით შესაძლებელია დამონტაჟდეს შიდა მოძრავი ფირის კონსტრუქციაც გასათბობი ფართობის შესამცირებლად, რაც უზრუნველყოფს ძირიდან მხოლოდ ჩითილის სიმაღლემდე მოცულობის გათბობას, მთელი სათბურის მოცულობის გათბობის ნაცვლად. რაც თავისთავად სათბურის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და მოსავლის მოყვანაც იაფი დაჯდება. გამომდინარე იქიდან რომ სათბური მოითხოვს მუდმივ ტემპერატურას, მისი გათბობისთვის სხვადასხვა მეთოდებს და დამატებით მოწყობილობებს გთავაზობთ: სათბურის გათბობა მზის, ქარის, და ბიოგაზის მეშვეობით

 

1. ბიოგაზის დანადგარი

2. ქარის გენერატორი:

ქარის გენერატორი მონტაჟდება სათბურის გარეთ, ის ელ-სადენებითაა დაკავშირებული სათბურის გათბობის სისტემასთან, და მის მიერ გამომუშავებული ელ-ენერგიის ხარჯზე ტენების მეშვეობით თბება თბოიზოლირებული წყლის ავზი. რომელიც შემდგომ სითბოს სათბურს გადასცემს.

3. მაღალეფექტური შეშის ღუმელი

ღუმელი  წვავს 2-ჯერ უფრო ნაკლებ შეშას სტანდარტულებთან შედარებით, რაც კვამლის გარეთ გასვლამდე წვის კამერაში  ცირკულირებით მიიღწევა.

3. მზის ვაკუუმ კოლექტორი (ზამთარშიც მომუშავე) ვამზადებთ მზით წყლის გათბობის სისტემებსაც ვაკუუმ მილების გამოყენებით. ეს მოწყობილობა ზამთარშიც და ღრუბლიან ამინდშიც უზრუნველყოფს წყლის გათბობას. რაც შემდგომში სათბურის გასათბობად გამოიყენება.

4. მარტივი მზის კოლექტორი (სათბურზე მიბმული)

satburi_da_mzis_koleqtori

კონსტრუქცია მარტივია და ბევრად იაფი მზის კოლექტორის დამზადებასთან შედარებით და იგივე ან მეტ ეფექტს იძლევა ფართობის შესაბამისად, რადგან გამოყენებულია იგივე სასათბურე იაფი ფირი სათბურის სამხრეთ კედლის გასწვრივ(შესაძლოა სეტყვადამცავი ბადეც ზემოდან), და მის შიგნით გრუნტზე დაფენილი პენოპლასტი(იმისთვის რომ სითბო არ შთანთქას გრუნტმა), ხოლო პენოპლასტზე შავი მატოვი საღებავით დაფარული ფოლადის 0,5მმ ფურცელი. მზე აცხელებს ფოლადის ფურცელს და ის კი ჰაერს, რომელიც სათბურში თვითდინებით გაედინება. ამით იზრდება ტემპერატურა სათბურში დამატებითი სამხრეთ ფართობის სიგანის შესაბამისად. შესაძლოა პენოპლასტის ადგილას დაბალი ორმოს ამოღება და წყლის რეზერვუარის ჩადგმაც სითბოს აკუმულირებისთვის, მისი ღამით გამოყენების მიზნით . თუ დაინტერესდებით შეგვატყობინეთ ტელეფონით ან  საკონტაქტო ფორმის მეშვეობით

*

სახელი (მიუთითეთ)

ელ-ფოსტა (მიუთითედ)

ტელეფონი (თუ გსურთ რომ მალევე გიპასუხოთ)

თქვენი ტექსტი


*
მისამრთი: ქ. თბილისი, გურამიშვილის 84ა (სარაჯიშვილის მეტროს წინ,  წისქვილის გვერდით).

ტელეფონი:

(+995) 599 15 27 05

(+995) 555 31 01 05 

0322 65 53 31

ელ-ფოსტა: info@bioenergy.ge

54 thoughts on “სათბურები

ნინო

ძალიან მომეწონა ყველაფერი . ვერც კი წარმოვიდგენიდი რომ ამდენ საინტერესო ინფორმაციას მოვიპოვებდი. მიხარია და წარმატებებს გისურვებთ. არასდროს დამიტოვებია კომენტარი არანაირ საკითხზე, მაგრამ თქვენ შემთხვევაში არ შემეძლო აღფრთოვანება არ გამომეხატა. მიხარია რომ დღევანდელ დუხჭირ პერიოდში არიან ადამიანები რომლებიც ასეთი სერიოზული საქმით არიან დაკავებულები . უბრალოდ გისურვებდით რომ უფრო ცნობადები გამხდარიყავით.

Reply
მამუკა

ძალიან მინდა გავაკეთო, მაგარია, წარმატებებს გისურვებთ!

Reply
შორენა

მაინტერესებს რა დაჯდება 100კვ.მ-ზე სათბურის მოწყობა გაზზე გათბობის და წვეთოვანი მორწყვის დამონტაჟებით?

Reply
მურმან

shevidzen 200 kvadraul satburs qaris da mzis gatbobit ,wvetovani srwkavi sistemit ,kotnebit ganvadebit

Reply
გიორგი

მარტო 4კვტ გენერატორი რა გირს

Reply
გიორგი

მაინტერესებს რა დამიჯდება 120კვ.მ-ზე, სათბურის მოწყობა გაზზე, თავის წვეთოვანი მორწყვის სისტემა
რომ დამონტაჟდეს?

Reply
ნონა

ძალიან მაინტერესებს საორიენტაციო ხარჯები მაღალმთიან ზონაში 200 კვ.მ. სათბურის მოსაწყობად გათბობით და წვეთოვანი მორწყვის სისტემითურთ

Reply
გიორგი

საინტერესო და საქართველოსთვის საჭირო საქმიანობაა იმედი მაქვს თქვენთან ვითანამშრომლებ ახლო მომავალში.დაინტერესებული ვარ სოფლის მეურნეობით.წარმატებებს გისურვებთ.

Reply
გიორგი

საინტერესო და საქართველოსთვის საჭირო საქმიანობაა იმედი მაქვს თქვენთან ვითანამშრომლებ ახლო მომავალში.დაინტერესებული ვარ სოფლის მეურნეობით.წარმატებებს გისურვებთ.

Reply
თეა

მაინტერესებს 20 მეტრი სიგრზის სათბური ტქვენი აწყობიტ რა დაგვიჯდება,

Reply
ზაზა

მაინტრესებს რა ჯდება შეშის ენერგოეფექტური ღუმელი ”ბიოენერგია”

Reply
ლელა

200 კვ მეტრი თაგოვანი სათბური რა დაჯდება. მარტო სათბური. მომწერეთ

Reply
Giorgi

თუ შეიძლება მომწერეთ 100 კვ.მ ზე რა დამიჯდება სათბურის გაკეტება მორწყვის სისტემასთან ერთად

Reply
tengo

sarckavi sistemas tu amontajebt?

Reply
zaza

mainteresebs ra dajdema 100 kvadratze satburis mockebuleba da sakontakto nomeri

Reply
ირაკლი

აქ ნაჩვენები სათბურის გასაკეთებლად ვის დავუკავშირდე ხომ არ იცით კოორდინატები მომწერეთ და დაგიკავშირდებით.

Reply
dimitri

mainteresebs ra dajdema 100 kvadratze satburi mzis energiit gatboba da sarwavi mowyobilobebit???

Reply
დავითი

მაინტერესებს რომელი გათბობაა ყველაზე იაფი, ( გაზე, მზე თუ ნახშირი)
და საშუალოდ რა დაჯდება მწვანილის სათბური და რა დაჯდება კიტრი და პამიდვრის სათბური. 1 კლვადრატულის ფასი

Reply
ლადო

მაინტერესებს რა 300 კვადრატზე რა ჯდება სათბური გატბობის და სარცკავი სისტემით

Reply
giorgi

ბიო გაზის გაკეთბა მინდა და ვის დაუკავშირდე არ ვიცი, იქნებ გამომეხმაუროთ 598 14 26 70 . დაინტერესებული ვარ სათბურის გაკეთებით. 15 მ *5.4 მ სათბურს რა მოცულობის, ბიოგაზის შენობა ნაგებობა დასჭირდება?

Reply
nukri

მაინტერესებს რა დაჯდება? მაქ 200 კვ\მეტრი სატბურის გატბობა ბიო გაზიტ. მკავს 20 სული ზროხა.მაქ მასალა.

Reply
giorgi

mainteresebs ra dajdeba 200kvadratul metrze saTburi,gazis gaTbobiT da gaTbobis gareSec

Reply
xvicha

dzalian minda gavaketo satburi da aucileblad dagikavshirdebit.mainteresebs,yvelafer amashi tu shedis gatbobis xarjebi,me maqvs 400kv miwa da jer erti minda gavaketo 100kv iani da mere minda vitanamshromlo tqventan.

Reply
ramazi

zalian minda gavaketo es satburi momecona magram zalian dzviri djdeba

Reply
ავთო

მაქვს უკვე აწყობილ- გამზადებული ქარხნული კონსტრუქციის სათბური 450კვ.მ თავის გათბობის სისტემით, ვეძებ სერიოზულ პარტნიორს ფინანსური მხარდაჭერისთვის. 551757789

Reply
nika

dzaan kargi saitia ert erti sauketeso didi xania vedzebdi amdagvar inpormaciebs da upro meti ipormacia naxe vidre velodi gisurvebt warmatebas

Reply
ლალი

მაინტერესებს რა დაჯდება 20 კვ.მ სათბური თქვენივე შეშის ღუმელით ასევე მაინტერსებს თუ შესაძლებელია თქვენთან განვადების გაკეთება დიდი მადლობა წინასწარ

Reply
კობა

100 კვადრატზე მინდა და განვადება თუა შესაზლებელი

Reply
irakli

გამარჯობათ ძალიან ვარ დაინტერესებული სასათბურე მეურნეობით და მაინტერესებს 1200კვ/მ რა დაჯდება სათბურის დამონტაჟება გაზზე გათბობით და სარწყავი სისტემით და შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება განვადებით

Reply
guja

გამარჯობათ ძალიან ვარ დაინტერესებული სასათბურე მეურნეობით და მაინტერესებს…

რეგიონებში თუ ამონტაჟებთ სათბურებს..და რა ჯდება კვადრატული მეტრი..

Reply
dali

როგორ და რაფასად შეძლება სათბურის შეძენა დამონტაჟება ბათუმში

Reply
რუსლანი

ერთ–ერთი პროგრამით გავაკეთე აჭარის მაღალმთიან რაიონში გავაკეთე სათბური და ბიოგაზის დანადგარი, რომელი დანადგარიდან გაზი არასდროს გამოსულა ორი წელია ველოდები. დანადგარი მცურავი ხუფითაა გაკეთებული. ხომ ვერ მასწავლით ბიოგაზის სპეციალისტს?

Reply
nodari

mainteresebs ra jdeba 500 kvadratuli satburis gaketeba, asheneba.

Reply
gurami

200კვ რა დამიჯდება გათბობით? ბიო გაზით.

Reply
magda

mainteresebs ra dajdeba 200 kvmetris satburi damontajebit. da calke mzis koleqtori

Reply
ushangi

gamarjobat maniteresebs ra dajdeba 10/50 ze satburi anu 500 kvadrati.mtliani komplekti ra dajdeba.gtxovt momserot

Reply
ushangi

aluminis da rkinis karkasebi ra dajdeba salk salke momseret

Reply
giorgi

GAMARJOBAT,MAINTERESEBS 600 KVADRATULZE RA DAMIJDEBA SATBURI DA GATBOBA CALKE MITXARIT TU SHEIZLEBA.MADLOBA WINASWAR

Reply
mamuka

maintereseba mzis energiaze ra dajdeba kv. m.

Reply
მერაბი

mainteresebs yvelaze iapad rit sheidzleba satburis 1kv.m. gatboba?madloba winaswar

Reply
ნანა ყირმელაშვილი

გამარჯობა
გვინდა დაახლოვებით 100კვ.მ სათბურის გაკეთება ბოსტნეულისთვის კახეთში. მაინტერესებს ფასი და რჩვეები გასათბობი სისტემის შესახებ?
უნდა მოვიდეს თქვენი წარმომადგენელი და ადგილზე უნდა მოგვცეს რჩევები თუ გასაუბრებითაცაა შესაძლებელი?

Reply
მორისი

100 კვადრატული მეტრი სატბურის შეძენა გათბობასთან ერთად რა საფასურისაა და რომელი მეთოდითაა გათბობა უფრო ეფექტური

Reply
მორისი

განვადებით თუა შესაძლებელი

Reply
ზაზა

იქნებ მომწეროთ რა დაჯდება 100 კვ მეტრზე სათბურის მონტაჟი მზის ენერგიით, რამდენად დასჭირდება გათბობის სხვა სისტემის დამატება. წვეთოვანი სარწყავი სისტემა რა ჯდება. რა დრო დასჭირდება მონტაჟს

პატივისცემით,

ზაზა მეტრეველი

Reply
ლევან

იქნებ მომწეროთ რა დაჯდება 100 კვ მეტრზე (მიწის ნაკვეთი მდებარეობს (დიდ დიღომში) სათბურის მონტაჟი მზის ენერგიით, რამდენად დასჭირდება გათბობის სხვა სისტემის დამატება. წვეთოვანი სარწყავი სისტემა რა ჯდება. რა დრო დასჭირდება მონტაჟს

Reply
Emzar osadze

წუნს ვერ შეიტანს დაინტერესებული პირი თქვენს იდეასა და შეთავაზებაზე,მაგრამ რამდენად მისაწვდომი იქნება მისი განხორციელება მოწადინებული,მაგრამ უსახსრო პირთათვის?

Reply
მერაბი

მოგესალმებით,

მაინტერესებს თუ რა დამიჯდება 500-600 კვადრატულზე სათბურის შეძენა და მონტაჟი ხობის რ-ნ სოფ ხეთაში?

Reply
george

გამარჯობა,

ძალიან მომეწონა ასე თუ შესაძლებელია მოწყობა მაინტერესებდა და აქ ვიპოვე, თუ არ შეწუხდებით მაინტერესებს ჰოლანდიური ვარდებისთვის თუ გამოდგება ეგ თქვენი ასაწყობი სათბური.

Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *