შეშის ღუმელები

image007

ღუმელის  ტექნიკურ -ეკონომიური მონაცემებია;

  1. ზედა ზედაპირის სიგრძე-70სმ, სიგანე-41სმ.  ფურცლის სისქე-4მმ.
  2. ღუმელის სიგრძე ზედა მოაჯირის ჩათვლით-94სმ, სიგანე-66სმ, სიმაღლე-63სმ
  3. ღუმელის წონა-53კგ
  4. შეშის სიგრძე 40სმ
  5. საკვამლე მილის დიამეტრი-12 სმ.
  6. დუხოვკის სიგანე-30სმ სიღრმე-30სმ, სიმაღლე-19 სმ.
  7. გასათბობი ოთახის ფართი-40-50მ2.
  8. ექსპლოატაციის ვადა 10-15 წელი

    ფასი: 350 ლარი

გაუმჯობესებული შეშის ღუმელი 2014წ

 

1 (25) 1 (24)
1 (28) 1 (17)

ეკონომიური  ღუმელი დანიშნულება-საჭმლის მოსამზადებლად და 36მ2 ფართის ოთახის გასათბობად. გაბარიტები : სიგრძე-50სმ, სიგანე-50სმ, სიმაღლე-65სმ. შეშის სიგრძე-48სმ ფურნაკის (духовка) შიდა გაბარიტები:სიგანე-38სმ, სიმაღლე-25სმ, სიღრმე-40სმ საკვამლე მილის დიამეტრი-120მმ ღუმელის ეფექტურობა- 78% აღჭურვილობა: 1. შემავალი ჰაერის სარეგულირო ფარი. 2. მეორადი წვის კვანძი. 3-სანაცრე აქანდაზი. 4- საჭვარტლე აქანდაზი. გამოყენებული მასალები:კედლები 2მმ-ანი ფურცელი. სახურავი -3მმ-ანი ფურცელი. შეღებვა-ცეცხგამძლე საღებავი თეთრი, შავი ან ყავისფერი ფასი – 250 ლარი     შავი ფერის ღუმელი • დანიშნულება-საჭმლის მოსამზადებლად, 36მ2 ფართის ოთახის გასათბობად, სამზარეულოს და სააბაზანოს წყლის გასათბობდ გაბარიტები : სიგრძე-50სმ, სიგანე-50სმ, სიმაღლე-165სმ. წყლის ბაკის ტევადობა–80 ლიტრი შეშის სიგრძე-48სმ ფურნაკის (духовка) შიდა გაბარიტები:სიგანე-38სმ, სიმაღლე-25სმ, სიღრმე-40სმ საკვამლე მილის დიამეტრი-120მმ ღუმელის ეფექტურობა- 78% აღჭურვილობა: 1. შემავალი ჰაერის სარეგულირო ფარი. 2. მეორადი წვის კვანძი. 3-სანაცრე აქანდაზი. 4-საჭვარტლე აქანდაზი. გამოყენებული მასალები:კედლები 2მმ-ანი ფურცელი. სახურავი -3მმ-ანი ფურცელი. შეღებვა-ცეცხგამძლე საღებავი თეთრი, შავი ან ყავისფერი. ფასი – 300 ლარი ფასი თბოიზოლირებული ბაკით-30 ლარი მწარმოებელი; კავშირი „ბიოენერგია“ მისამართი-გურამიშვილის გამზირი 84ა, მეტრო სარაჯიშვილის წინ წისქვილთან. ტელეფონი 265-53-31. 599-15 27 05, 599 99 07 49

სათბურების გასათბობად შეშა-ქვანახში-გაზზე მომუშავე ღუმელი

– [Gallery not found] – satburis_gumeli 06012006(010) 06012006 06012006(011) 06012006(006) მონაცემები: გასათბობი ფართი: 300 მეტრ/კვადრატი სიმძლავრე:  122 კილოვატი 115 000 კკალ/სთ ნახშირის ხარჯი: 15 კგ/საათში (-10გარე/+20შიდა ტემპერატურისთვის) გაბარიტები: 800მმ X 830მმ X 1300მმ საკვამლე მილი: 200მმ X 7000მმ ვენტილატორი – ჰაერმიმწოდებელი: 600მკბ/სთ 120ვატი ვენტილატორი – გამწოვი: 4000მკბ/სთ საერთო წონა: 450კგ _____________

შეშის ღუმელი საჰაერო ბოილერით 100კვმ ფართობისთვის

   სათბური, საფრინველე, შენობა… სითბოს წარმადობა 29000 კკალ/საათში – 31 კილოვატ/საათში შეშის ხარჯი 6.9კგ საათში გაბარიტები 1100X470X810 წონა 80კგ მეორადი წვით კონდენსატორი – 0.25ვატი ფასი 780 ლარი

მცირე სათბურის, საწიწილეს, ღორების სადგომის, ან საცხოვრებელი ფართის გასათბობად.

ტექნიკური მონაცემები:

სიგანე 900, სიგრძე 700, სიმაღლე 1950, წონა 25 კგ.

ნახერხის ხარჯი ჩატვირთვაზე 11 კგ.

სითბოს წარმადობა 10800 კილოკალორია საათში

წვის ხანგრძლივობა 5 სთ

თბილი ჰაერის რაოდენობა 3000 მკბ საათში.

ვენტილატორის სიმძლავრე 0,1კვტ

გამთბარი ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსი

გასათბობი ფართობი 35-50მკვ

ფასი: 330 ლარი

 

შეშის ღუმელი წყალგამაცხელებლით

  

ენერგოეფექტურე ღუმელი ”ბიოენერგია”

შეშის ღუმელი     ამ ღუმელის კონსტრუქცია შემუშავებულია ჰოლანდიის ქ.ტვენტეს ენერგეტიკული ინსტიტუტის და ამერიკის აიოვას შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტების მონაწილეობით საქართველოს ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში. მისი ტექნიკური მონაცემებია: •     სიმძლავრე 10კვტ, გასათბობი ფართი 30მ2, •    გაბარიტები 74X40X62,5 სმ,  წონა 43კგ •    ღუმელის ეფექტურობა  არის 79%. •    შეშის მინიმალური ხარჯი 0,8 კგ/სთ-ში, სიგრძე არის  38სმ. •    აქვს წვის კამერა, ჰაერის რეგულირება,  სანაცრე ყუთი, ანთების სარკმელი. •    ბოლში ნახშიროჟანგი 0,15%-მდეა. დასაშვებია 0.22%. •    სითბოს გადამცემი ფართიაî 2,8მ2. •    ეკონომიური წვა მიღწეულია ჰაერის რეგულირებით, ნამწვი აირების ცირკულაციით ღუმელის პერიმეტრის გარშემო, წვის კამერის თბოიზოლიაციით. •    USAID-ის და WINROCK-ის მიერ 3.08.2008წ ღუმელზე გაცემულია სერტიფიკატი. მაღალი საექსპლოატაციო თვისებების გამო ღუმელზე “ბიოენერგია” დიდი მოთხოვნილებაა. ის იწარმოება საყოფაცხოვრებო და სასკოლო ვარიანტით. სკოლის შემთხვევაში ღუმელს ფურნაკის მაგიერ გამჭოლი ფანჯარა აქვს, რაც სითბოს გადაცემის ფართს ზრდის. ღუმელები ცეცხგამძლე საღებავებით არის დაფარული. სულ გამოშვებულია 500-ზე მეტი ღუმელი. მათ შორის: კერძო პირები    სხვადასხვა რაიონები    54  ცალი,  2003-2009 გაეროს პროექტი UNDP    ონის რ-ის სოფლები    60 ცალი,    2006 გაეროს პროექტი UNDP    ამბროლაურის რ-ის სოფლები    50 ცალი,    2007 შპს “ალიონი”    სამხედრო ნაწილები    35 ცალი,    2007 CARE International    გორის რ-ის სოფლები    100 ცალი,    2008 სასაზღვრო პოლიცია    სასაზღვრო საგუშაგოები     20 ცალი,   2008 WINROCK International    გორის რ-ის სოფლები    150 ცალი,   2008 CHF International    გორის, ქარელის რ-ის სოფლების სკოლები    34 ცალი,   2009 ____________________________________________________ gumeli axali image003 ფოტო2 შეშის ღუმელები შემკვეთთან გაგზავნის წინ. ”ბიოენერგია”2008წ image005 ფოტო3. გორის რ-ის სოფ. კარბის სკოლა. “ბიოენერგია”-2009წ image007 ფოტო.4 გორის რ-ის სოფ კირბალის სკოლა

მონტაჟის და ექსპლოატაციის წესები

  1. ღუმელის მონტაჟი ღუმელი კარგი წევა უნდა ჰქონდეს. ის დამოკიდებულია საკვამლე მილის სიმაღლეზე, ბოლის ტემპერატურაზე და მილის ქუდის კონსტრუქციაზე. რაც უფრო მაღალია საკვამლე მილი და დიდია ბოლის ტემპერატურა მით კარგი წევაა ღუმელში. ცხელი ბოლი ჰაერზე მსუბუქია და მილში ზევით ადის. შენობის გარეთ მილში ცივდება და ამცირებს წევას. თანაც შავ სითხედ კონდენცირდება. ენერგოეფექტური ღუმელს ჩვეულებრივზე მეტი წევა სჭირდება. ამიტომ დაცული უნდა იყოს შემდეგი: 1.    საკვამლე მილი 115მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 2.    მილის ჰორიზონტალური მონაკვეთი უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე. 3.    დაუშვებელია რომ ჰორიზონტალური მონაკვეთი დაბლა იყოს დახრილი. 4.    შენობის გარეთ საკვამლე მილი თბოიზოლირებული უნდა იყოს. 5.    მილის ქუდი ქარის დროს არ უნდა ამცირებდეს წევას. 2 ღუმელში ცეცხლის ანთება 2.1    გამოსწიეთ ჩამკეტი ფარის სახელური. 2.2    გააღეთ კარის საჰაერო ფანჯრები სახელურის გაწევით. 2.3    ცხაურზე დაალაგეთ ბურბუშელა (10-15 გრამი), შემდეგ ხმელი  შეშის წვრილი ნაჭრები (0,1-0,2კგ). შემდეგ მსხვილი ნაჭრები (0,3-0,5)კგ. ცეცხლი დაანთეთ ასანთით მცირე რაოდენობის დიზელის საწვავის, ტოლის ან სხვა სწრაფად წვადი მასალის გამოყენებით. 3    ღუმელის გახურება ცეცხლის ანთების შემდეგ     ღუმელი 4-7 წუთში გახურდება. პერიოდულად შეამოწმეთ ანთებული ცეცხლი. საჭიროებისას დაუმატეთ ბურბუშელა, ხის ხმელი წვრილი ნაჭრები ან სხვა სწრაფად წვადი მასალა. 4    ღუმელის ეკონომიურ წვის რეჟიმზე გადაყვანა. 4.1E ღუმელის გახურების შემდეგ მისწიეთ ჩამკეთი ფარის სახელური. ამით ნამწვი აირები გრძელი გზით შემოუვლიან ღუმელს გარშემო და შემდეგ მოხვდებიან საკვამლე მილში. 4.2  შეამცირეთ ჰაერის მიწოდება კარების საჰაერო ფანჯრებიდან  სახელურის მიწევით. 4.3 დაიცავით ეკონომიური წვის რეჟიმის შეშის ხარჯი: ღუმელში ჩატვირთეთ ყოველ საათში მხოლოდ 0,8კგ შეშა ანუ ერთი ღერი. 4.4 მეტად მნიშვნელოვანია საკვამლე მილზე სითბოს გამომყოფი რგოლების  მონტაჟი. ისინი სითბოს იღებენ საკვამლე მილიდან და ოთახში გასცემენ. 4.5 შეშის მინიმალური ხარჯის მისაღწევად ღუმელის სწორი მონტაჟის და ექსპლოატაციის გარდა მეტად მნიშვნელოვანია ხარჯვის ყოველდღიური აღრიცხვა. 5. ღუმელის Aჩაქრობა. 5.1 შეშის მიწოდება შეწყვიტეთ ერთი საათით ადრე. Aბოლომდე დაკეტეთ საჰაერო ფანჯრები კარის საჰაერო ფანჯრების მიწევით. 6. ღუმელის პერიოდული მომსახურება 6.1  2-3 დღეში ერთხელ გამოიღეთ სანაცრე ყუთი და დაცალეთ ნაცრისგან. 6.2    თვეში ერთხელ დაბერტყეთ მილები და ღუმელის კედლები. შიგ დაგროვილი ჭვარტლის გამოიღეთ გვერდით კედელზე არსებული პატარა კარიდან. 7. ეკონომიური ეფექტი მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული მარტივი ღუმელების ეფექტურობა 20%-ს არ აღემატება. ე.წ. “სვანური” ღუმელის ეფექტურობა 47%-დეა. მათთან შედარებით 79% -ის ეფექტურობის მქონე ღუმელი “ბიოენერგია” 1,5-2 ჯერ ნაკლებ შეშას წვავს. ერთი ღუმელი საშუალოდ  5მ3 შეშას დაზოგავს 200-300 ლარის ეკონომიით. ამდენივე ტყე გადაურჩება გაჩეხვას, ხოლო ატმოსფეროში 390 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგი გაიფრქვევა, რომელიც დედამიწის გლობალური დათბობის მთავარ მიზეზია. image009

 

 

შეშის ღუმელები

image001

მოახლოებული  ზამთარი  გათბობის პრობლემებს გვახსენებს:როგორ გავათბოთ სახლი?   რა საშუალებით? ძველი თუ ახალი  ღუმელით? რომელი საწვავით? რა დაჯდება?  საწვავის არჩევანი ფართოა: მზე, გაზი, ელექტრო, ქვანახშირი, შეშა, ნახერხი. ასევეა  გამათბობელების არჩევანი :მზის კოლექტორები, გაზის, ელექტრო, შეშის ღუმელები.

მასიური უმუშევრობის, მცირე შემოსავლების  და  გაურკვეველი  მომავლის  გამო  შერჩევის გამსაზღვრელი   ფასია.  ენერგიის მიხედვით ყველაზე იაფი  მზით გათბობაა. მაგრამ  ძნელად ხელმისაწვდომია რადგან  რთულ და ძვირ  აკუმულატორს საჭიროებს, რომელიც დღის  სითბოს აგროვებს და  ღამით  გასცემს.  გაზის  ღუმელი უამრავი   იყიდება მაგრამ გაზი ძვირია თანაც  ქვეყნისთვის ზარალიანია, რადგან  გაზის  ფული სხვა ქვეყანაში მიდის. ასევე  ძნელად გამოიყენება  ელექტრო  და ნახშირის ღუმელები.  ნახშირის მიწოდების სისტემა  ქვეყანაში აუწყობელია, თანაც ამის ღუმელები არ იყიდება   დამზადების სიძნელის  და მოხმარების  სირთულის გამო. მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლად ყველაზე გამოყენებული და ხელმისაწვდომია საწვავად შეშის გამოყენება.

image002 image003

საქართველოს ბუნება მეტად მრავალფეროვანია. ტერიტორიის 40% ტყითაა დაფარული, ძირითადად მთიან რეგიონებში. ტყე ქვეყნის სიმდიდრეა. მას დაცვა სჭირდება. ის  სოფლის მოსახლეობისთვის ენერგიის უალტერნატივო წყაროა. ტყე იცავს მიწას ჩარეცხვისგან  და მეწყერისგან, მდინარეებს ღვარცოფისგან, წარმოშობს სუფთა წყლებს, იფარავს გარეულ ცხოველებს და ფრინველს, იზიდავს ტურისტებს, იძლევა შეშას, საშენ მასალას.

image004

 

 

დღევანდელმა   რთულმა ეკონომიურ-პოლიტიკურმა ვითარებამ  დაღი დაასვა  ტყეებს. ადრე რუსეთიდან  ყოველწელს  მილიონობით კუბური მეტრი ხე-ტყე შემოდიოდა, ასევე იყო იაფი ქვანახშირი, გაზი, ელექტროენერგია, დიზელის საწვავი. ამით ტყე  ინახებოდა.  ყოველწელს საქართველოში 8-10 ათას ჰექტარზე აშენებდნენ ხელოვნურ ტყეებს. ამჟამად ენერგეტიკულმა კრიზისმა  გაზარდა მოსახლეობის მოთხოვნილება შეშაზე.   მშენებლობის  ხის მასალის დეფიციტი  ძირითადად ჩვენი ტყეების ხარჯზე ივსება.

image005image006

 

გაიყინა მრეწველობა, მოიშალა სოფლის მეურნეობა, მოსახლეობის მეტი წილი უმუშევარია, ქვეყნიდან გაიზიდა ფერადი და შავი ლითონები,  დარჩა ტყე და მთელი სიმძიმე მას დააწვა. ტყე გახდა მოსახლეობის ერთ-ერთი საარსებო წყარო, დაიწყო მისი უმოწყალო გაჩეხვა.

image007

რასაკვირველია დაბერებული ხეები უნდა მოიჭრას და გამოიყენონ საშენ მასალად და საწვავად. ტყე ცოცხალი ორგანიზმია და მოუჭრელ-მოუვლელი  დაბერდება და გადაშენდება.  ტყის შემდგომი არსებობა  გონივრულ გამოყენებაზეა დამყარებული. უნდა  დაიცვათ ტყით სარგებლობის  წესები, რათა უზრუნველვყოთ ბუნების დაცვა, ტყის ბუნებრივი განახლება და უწყვეტი სარგებლობა. მტაცებლურად მოჭრილი, უზომოდ გაჩეხილი ტყე ვერ  ეწინააღმდეგება სიცხეს, ადვილად იწვის და დიდი ხნით ნადგურდება

image008 image009

ტყის მოსპობით შთამომავლობას გაუდაბნოებულ ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივას ვუქმნით. ტყის შენახვის მნიშვნელოვანი გზაა ოჯახებში ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენება.  კარგი ღუმელის შესარჩევად   უნდა ვიცოდეთ  შეშის  წვის  პროცესები.

შეშის გახურება

შეშის ზედაპირი გაახურეთ ანთების ტემპერატურამდე  ასანთით, ანთებული ნაფოტით ან სხვა საშუალებით. როცა  მისი ტემპერატურა მიაღწევს 120-150°С- იწყება შეშის ნელი და თანდათანობითი დანახშირება. 250-350°С იწყება შეშის აქტიური თერმიული დაშლა, გამოჩნდება ზედაპირის დანახშირებული ფენა  მბჟუტავი ალით. ალაგ ალაგ ჩნდება მცირე  ლურჯი ალი. ეს ნიშნავს რომ შეშიდან  საწვავი გაზების გამოყოფა დაიწყო.  ამავე დროს დანახშირებული ფენიდან გამოიყოფა თეთრი ბოლი. თვითონ წვა ჯერ არ დაწყებულა. თუ შეწყდება გახურება  შეშა აღარ აინთება. თეთრი ბოლი ესაა წყლის ორთქლის გაზებთან ნარევი.

პიროლიზებული გაზების აალება

გახურების და ტემპერატურის ზრდით  შეშის თერმიული (პიროლიზი)  დაშლა გაზებად გაძლიერდება. მათ შორის შეშის სიღრმეშიც.  გახურების ზონაში  გაზების კონცენტრაცია მიაღწევს კრიტიკულ ნიშნულს 250-300°С და მოხდება პიროლიზის გაზების ანთება. ის  თეთრი ბოლის  მთელ მოცულობას დაიკავებს. წარმოიქმნება ნათელი-ყვითელი ფერის ალი.

შეშის აალება

450 до 620°С    შეშა აალება, რომელიც დაკავშირებულია შეშის მოცულობით წონასთან,  კვეთის ფორმასთან, ჰაერის ნაკადის სიჩქარესთან, თბურ ნაკადში შეშის მდგომარეობასთან (ვერტიკალური, ჰორიზონტალური). წვისთვის  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეშის სიმკვრივეს. მსუბუქი ხე( ნაძვი, ფიჭვი) ადვილად ინთება, მკვრივი  (მუხა და სხვა) ძნელად. სველი შეშა ძნელად ინთება, რადგან ანთებამდე საჭიროა დამატებითი სითბოს დახარჯვა წყლის ასაორთქლებლად. მრგვალი და მასიურ შეშა ცუდად იწვის სწორკუთხა ფორმის, მცირე კვეთის  ბასრ და გატოტვილ წიბოებიან შეშასთან შედარებით.

 

ნებისმიერი შეშის  ანთების და  წვისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს  ჟანგბადის საკმარის ნაკადს და წვის სითბოს კონცენტრაციას, რომელიც არ იფანტება და შეშის ახალი ზედაპირების გახურებას ხმარდება აალების ტემპერატურამდე. აალების ტემპერატურა საწვავებს სხვადასხვა აქვთ: შეშას-300°С, მურა ნახშირს-300-400, ქვანახშირს-400-500,  ანტრაციტს 700-750, თხევად საწვავს-500-600, გაზებს- დაახლოებით 600.

შეშის  წვა

თუ ზემოთ აღნიშნული პირობა დაცულია, მაშინ ანთებული ალი აღარ ჩაქრება და   შეშა წვას დაიწყებს.  წვა ორი ფაზისგან შედგება:ალით წვა და მბჟუტავი წვა. მბჟუტავი წვის დროს პიროლიზის მყარი პროდუქტები (ნახშირი) იწვის. ამასათან პიროლიზის გაზები ნელა გამოიყოფიან, ანთებას ვერ ახერხებენ დაბალი კონცენტრაციის გამო, გაციებით კონდენსირდებიან და თეთრად ბოლავენ. ამ რეჟიმის დროს ჰაერი ანთებული შეშის სიღრმისკენ მოძრაობს.

ალით წვის დროს იწვის პიროლიზის გაზები, რომლებიც შეშიდან გარეთ გამოედინებიან და ნათელი -ყვითელი ალით იწვიან. ეს ორივე ფაზა ერთმანეთთან დაკავშირებულია და მანამდე გაგრძელდებიან სანამ წვის ზონაში სამი პირობა იქნება დაცული: შეშის, ჟანგბადის არსებობა და საჭირო ტემპერატურა. შეშის წვის ტემპერატურა 800-1000°С არის. გაზების-800-დან 1900°С-დე. ნავთის 800 °С

წვის ჩაქრობა

თუ რომელიმე პირობა დაცული არ არის, ცეცხლი ჩაქრება, ანთების და წვის პროცესი ან შეწყდება ან ახლიდან განახლდება სითბოს გარეშე წყაროს სტაბილურობის მიხედვით.

ამ წესებს თანახმად ღუმელის წვის კამერა თბოიზოლირებული უნდა იყოს, ჰაერის მიწოდება უნდა რეგულირდებოდეს, პიროლიზის გაზების წვა დამატებითი ჰაერის მიწოდებით წვის კამერის გარეთ უნდა ხდებოდეს.

ამ მონაცემებს სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ღუმელები ბიო500 და ბიო514, ბიო515

ღუმელი ბიო500

ვერტიკალური განლაგებისაა. წვის კამერა თბოიზოლირებულია და ზევითაა მოთავსებული, ფურნაკი – კამერის ქვევით. აქვს ჰაერის მიწოდების რეგულატორი, მეორადი წვის კვანძი, დამწვრობისგან დამცავი გვერდები, ჭვარტლის გამოსაღები კარი. ანთების გასაადვილებლად აქვს გამოსაწევი ფარი. მზადდება 2მმ -ანი ფურცლებისგან. ზედაპირის სისქე -4მმ.  ათბობს 30 მ2 ოთახს. შეშის ხარჯია 1,2-3 კგ საათში

image010

 

 

ტექნიკური მონაცემები:

  1. გამბარიტები; სიგრძე-480, სიგანე-620, სიმაღლე-700მმ
  2. ზედაპირის ზომები: სიგანე-480მმ, სიგრძე-480მმ
  3. ფურნაკის ზომებია:სიგანე-295მმ, სიღრმე-295მმ, სიმაღლე-190მმ
  4. შეშის სიგრძე-400მმ
  5. წონა- 47 კგ
  6. ფასი-360 ლარი

ღუმელმა ბიო500 ენერგეტიკის 2014წ გამოფენაზე მოწონება დაიმსახურა .

სურათზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და ღუმელის ავტორი ავთანდილ ბიწაძე.

ღუმელი ბიო514

image011 image012

 

სვანური ტიპის ღუმელი. ჰორიზონტალური განლაგების. წვის კამერა და ფურნაკი  ერთმანეთის გვერდით არიან. წვის კამერა თბოიზოლირებულია, აქვს ჰაერის მიწოდების რეგულატორი, მეორადი წვის კვანძი, გამოსაცვლელი ცხაურა, ჭვარტლის გამოსაღები კარი , სანაცრე ყუთი და დამცავი  ღობე,  რომელიც ასევე საფენების  გასაშრობად  გამოიყენება. ანთების გასაადვილებლად აქვს გამოსაწევი ფარი. მზადდება 2მმ სისქის ლითონისგან. ზედაპირი- 4მმ სისქისაა.  ათბობს 35 მ2 ოთახს. შეშის ხარჯია 1,6-3,5 კგ საათში.

ტექნიკური მონაცემები:

  1. გამბარიტები; სიგრძე-720 მმ. სიგანე -680, სიმაღლე-610მმ
  2. ზედაპირის ზომები: სისქე-4მმ სიგანე-420მმ, სიგრძე-720მმ
  3. ფურნაკის ზომებია:სიგანე-300მმ, სიღრმე-300მმ, სიმაღლე-190მმ
  4. შეშის სიგრძე-400მმ
  5. საკვამლე მილის დიამეტრი-120მმ, განლაგება-უკანა მხარეს.
  6. წონა- 54 კგ
  7. ფასი-420 ლარი

ღუმელი ბიო515

image013 image014

 

საშუალო სვანური ტიპის ღუმელი. წვის კამერა და ფურნაკი ჰორიზონტალურად ერთმანეთის გვერდზე არიან განლაგებულები. წვის კამერა თბოიზოლირებულია, აქვს ჰაერის მიწოდების რეგულატორი, მეორადი წვის კვანძი და ჭვარტლის გამოსაღები კარი. მზადდება 2მმ სისქის ლითონისგან. აქვს სანაცრე ყუთი. ათბობს 25 მ2 ოთახს. შეშის ხარჯია 1-2,5 კგ საათში.

ტექნიკური მონაცემები:

  1. გამბარიტები; სიგრძე-590 მმ. სიგანე -680, სიმაღლე-610მმ
  2. ზედაპირის ზომები: სისქე-4მმ სიგანე-310მმ, სიგრძე-5მმ90
  3. ფურნაკის ზომებია:სიგანე-190მმ, სიღრმე-200მმ, სიმაღლე-150მმ
  4. შეშის სიგრძე-350მმ
  5. საკვამლე მილის დიამეტრი 110მმ. განლაგება -უკანა მხარეს.
  6. წონა- 40 კგ

ფასი -350 ლარი

ღუმელი სოფლის სკოლებისა და ბაღებისათვის

image015

ჰორიზონტალური განლაგებისაა. დამატებითი სითბოს გამოსაყოფად ფურნაკის  ადგილი გამჭოლია და კარები არ აქვს. აქვს ჰაერის მიწოდების რეგულატორი, მეორადი წვის კვანძი, დამწვრობისგან დამცავი გვერდები, ჭვარტლის გამოსაღები კარი. ანთების გასაადვილებლად აქვს გამოსაწევი ფარი. მზადდება 2მმ -ანი ფურცლებისგან. ზედაპირის სისქე -3მმ.  ათბობს 30 მ2 ოთახს. შეშის ხარჯია 1,2-3 კგ საათში.

ტექნიკური მონაცემები:

  1. გამბარიტები; სიგრძე-590 მმ. სიგანე -680, სიმაღლე-610მმ
  2. ზედაპირის ზომები: სისქე-3მმ სიგანე-400 მმ, სიგრძე-5მმ90
  3. შეშის სიგრძე-400მმ
  4. საკვამლე მილის დიამეტრი 110მმ. განლაგება -უკანა მხარეს.
  5. წონა- 40 კგ
  6. ფასი-370 ლარი

ინდ.მეწარმე ”ავთანდილ ბიწაძე”  599152705   info@bioenergy.ge

 

 

კავშირი “ბიოენერგია”. თბილისი. გურამიშვილის გამზირი 84ა (მეტრო სარაჯიშვილის წინ წისქვილთან) ტელ: 65-53-31 მობ: 599 15-27-05 ელფოტა: info@bioenergy.ge ან მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მიშვეობით

სახელი (მიუთითეთ)

ელ-ფოსტა (მიუთითედ)

ტელეფონი (თუ გსურთ რომ მალევე გიპასუხოთ)

თქვენი ტექსტი

115 918,20

span style=”color: #808000;” გაბარიტები : სიგრძე-50სმ, სიგანე-50სმ, სიმაღლე-165სმ.