Menu

ტყლაპის მზით საშრობი

ტყლაპის  მზით საშრობი

image001

image002

image003 image004 image005

 

საქართველოში  უძველესი დროიდან   მზადდებოდა   გემოთი  გამორჩეული ტყლაპი და ტკბილი კვერი.   ტყლაპს    იყენებენ    ლობიოს, ხარჩოს, სოუსების და სხვა  კერძების შესაკაზმად,  .ქლიავის, ლეღვის, თუთის და სხვა  ხილის ტკბილი  კვერებით   კაზმავენ ნამცხვრებს.  ტკბილი  კვერი  სუფრას ამშვენებს, მას ყველა  სიამოვნებით   მიირთმევს, განსაკუთრებით  კი   ბავშვები.

ხალხურ  მედიცინაში  ტყლაპი სამკურნალო საშუალებაა. ლეღვის ტყლაპით კი  ჭრილობა შეხორცდება.

ტყლაპისთვის  გამოყენებულია თითქმის ყველა ხილი:  ტყემალი, ღოღნოშო, ჭანჭური, ქლიავი,  ალუჩა, ვაშლი, მსხალი, ატამი, კივი, ლეღვი , თუთა, ალუბალი, მაყვალი. აღმოსავლეთ საქართველოში  ყველაზე პოპულარული ტყემლის და ქლიავის ტყლაპია, დასავლეთ საქართველოში – ლეღვის, ხოლო  სამცხე-ჯავახეთში  თუთის  ტყლაპი.

სწორი  შენახული  ტყლაპი გემოს და არომატს  არ კარგავს  დიდი ხნის განმავლობაში  და სამ წლამდე  ინახება.   ხარისხიანად დამზადებულს, გემოვნებით შეფუთულს და კარგად რეკლამირებულ  იაფ ტყლაპს  და ტკბილ კვერს დიდი  შემოსავლის მოტანა შეუძლია.

რეალიზაციისთვის ტყლაპს და ტკბილ კვერს უნდა ჰქონდეს დაკრულინ ეტიკეტი  პროდუქციის დასახელებით , მწარმოებლის და დამზადების ადგილის მითითებით,  შტრიხკოდით.

 

შრობის პრობლემა

ტყლაპის  მასის მომზადება  ჩქარა ხდება,   შრობა კი დიდხანს გრძელდება და შრომატევადია.  ფიცარზე  დასხმულ  ტყლაპს მზეზე რამდენიმე დღეში  აშრობენ.  შრობის დაჩქარებისთვის  გადააბრუნებენ, ღამე  და წვიმიან ამინდში შენობაში შეაქვთ. ამ დროს  ტყლაპი  მწერებით  და მტვრით  ბინძურდება, ხანგრძლივი შრობით კი გემოს  კარგავს და ხშირად ლპება. ამ პროცესით  ტყლაპი  ძვირი ჯდება.

გამოსავალია  საშრობის გამოყენება, სადაც შრობა 40-50 გრადუსზე ხდება ინტენსიური ვენტილაციით.  ელ ენერგიაზე მომუშავე საშრობი  ბევრ დენს ხარჯავს , ძვირია და თანაც ხშირად გამოდის წყობიდან.

image006

 

საშრობი  ბიო534  მზის  ენერგიაზე მუშაობს.  ერთ  დღეში აშრობს ტყლაპს  შრობისას არ საჭიროებს მომსახურებას,  ტყლაპს  იცავს მწერებისგან, მტვერისა  და  ლპობისგან.  გარანტირებული შრობისათვის   აქვს ვენტილიატორი და ელ. კალორიფელი.

 

მზით საშრობი დანადგარის ბიო534  ტექნიკური მონაცემებია:

  1. შრობის დრო—————————————————————————-1 დღე
  2. ტყლაპის ჯამის  ზომა მმ; ———————–სიგრძე-400, სიგანე-400, სიღრმე 12-15მმ
  3. ჯამების რაოდენობა   ———————————————————————-16ც
  4. ერთ შრობაზე ტყლაპის მასის რაოდენობა—————————————30 ლიტრი.
  5. დანადგარის გაბარიტები: ———–სიგრძე-2მ, სიგანე-1,6მ, სიმაღლე-1,25მ, წონა -160კგ
  6. მზის ენერგიის მიღების ფართი————————————————————3,3მ2
  7. ელ, ვენტილატორის სიმძლავრე———————————————– ———20 ვატი.
  8. ელ. კალორიფელის რეგულირებადი  სიმძლავრე  მაქსიმუმ—————— ——-2 კვტ.
  9. ფასი—————————————————————————- —–1700 ლარი

დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია უფრო დიდი ან პატარა საშრობის დამზადება

ტყლაპის მზით საშრობის ბიო534   ძირითადი ნაწილებია:

1   საშრობი კამერა——————————————————1ც

  1. სახურავი————————————————————-1ც
  2. მზის კოლექტორი—————————————————1ც
  3. სადგამი—————————————————————1ც
  4. ელ,ვენტილატორი—————————————————1ც
  5. ტყლაპის ჯამი——————————————————–16ც
  6. ელექტროკალორიფელი———————————————1ც

 

მუშაობის პრინციპი

საშრობი  ბიო534 მზიან ადგილზესამხრეთისკენ კოლექტორით-3  იდგმება.  ტყლაპის  მასას  ასხამთ  ჯამებში -6. ასწევთ სახურავს-2 და  ალაგებთ ჯამებს კამერაში-1. სახურავის ჰერმეტიულად დახურვის შემდეგ  იწყება შრობა. კამერაში-2 და  კოლექტორში-3 მზისგან სითბო გროვდება,  ტემპერატურა 500 და მეტს აღწევს. შრობა ინტენსიურად მიმდინარეობს.  ტენი ვენტილატორით-5 გამოიტანება. კამერის და კოლექტორის  კორპუსი  თბოიზოლირებულია.  ტყლაპის გარდა საშრობში ბიო534  შეიძლება 15კგ ჩირიც  გააშროთ .ცივ ამინდში იყენებთ ელკალორიფელს.

 

ტლაპის მომზადების  რეცეპტები:

  1. ტყემლის ტყლაპი   იყენებენ  ქართული კერძების შესაკაზმად    მწვანილის, ნიორის, წიწაკის და სუნელის  დამატებით.    ის  სამკურნალოდაც გამოიყენება: მჟავე ტყლაპის ენის ქვეშ  დადებით    ყელის ტკივილი და ანგინა მოგირჩებათ. ტყლაპი ასე მზადდება:

1.1  გარეცხილი  მწიფე ტყემალი   ჩაყარეთ ქვაბში, წინდაწინ ქვაბს დაასხით  1-2ჭიქა  წყალი  რომ არ მიიკრას . მოხარშეთ, ადუღეთ 5 წუთი.

1.2  მოხარშული ტყემალი გადაიტანეთ  საწურზე. გადაწურეთ და გახეხეთ . მოაშორეთ კურკები.   თუ გაციებული მასა შესქელდა, დავუმატეთ  თავისივე  წვენი.

      1.3  ჯამებზე-6  დააფინეთ ცელოფანი, დაასხით ტყლაპი,  ახადეთ საშრობს  სახურავი- 2         კამერაში-1  დაალაგეთ ჯამები-6 . დაახურეთ გერმეტიულად სახურავი-2.

      1.4   გამშრალი  ტყლაპი – რბილი და ელასტიური უნდა იყოს. გამშრალი  ამოიღეთ ჯამებიდან, დაჭერით  სასურველ   ზომაზე, ოჯახისთვის შეინახეთ  ქილაში მშრალ და გრილ ადგილას,   რეალიზაციისთვის  დააკარით  ეტიკეტკა და ცელოფნან  ყუთით  გააგზავნეთ  სარეალიზაციოდ.

  1. ვაშლის ტყლაპი

 image007 image008

მჟავე ჯიშის ვაშლისგან, მაგალითად ანტონოვკა, ტყემლის ტყლაპის ანალოგი  შეგიძლიათ დაამზადოთ.  ბევრს არ აქვს ვაშლი, ან აქვს კბილების და კუჭნაწლავის პრობლემა. მათთვის  გამოსავალია ვაშლის ტყლაპის მიღება. ის ტყემლის ტყლაპისგან განსხვავდებით მოყვითალო ფერისაა და ოდნავ მჟავე სასამოვნო გემო აქვს.   დანაყული  თხილის  ან კაკლის   დამატებით ვაშლის ტყლაპს საუცხოო გემო აქვს.  ვაშლის ტყლაპი ასე მზადდება:

2.1  გაუთლელი  ვაშლი   დაჭერით საშუალო ზომაზე. შაქარი არ სჭირდება, მზა პროდუქტს თავისი სიტკბო ექნება ვაშლის ჯიშიდან გამომდინარე.

  2.2  გადაიტანეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაასხით 1-2 ჭიქა წყალი ქვაბმა  რომ არ მიიკრას. დაახურეთ სახურავი. ვაშლის  დარბილების და წვენის გამოშვებას  შემდეგ  პერიოდულად   აურიეთ, რომ ყველა ნაჭერი კარგად დარბილდეს.
2.3   თავსახური  ახადეთ და კიდევ რამდენიმე წუთი გააგრძელეთ  მოშუშვა ზედმეტი სითხის  აქროლებამდე.

             2.4  გადაიტანეთ   საწურზე, მოაცილეთ ზედმეტი სითხე და  გახეხეთ. მასა ფაფასავით  უნდა იყოს. თუ სქელი მოგივათ დაუმატეთ მოშორებული სითხე.
დანარჩენი ოპერაციები შეასრულეთ  1.3 და 1.4  პუნქტების მიხედვით.

 

  1. თუთის ტყლაპი ძალიან გემრიელია. ამის გარდა  გამოიყენება ღვიძლის და ყელის    სამკურნალოდ. ტყლაპი მზადდება შემდეგნაირად:

3.1 თუთის  ტყლაპისთვის მოაგროვეთ   ძალიან მწიფე  ნაყოფი.

3.2  გაასუფთავეთ თუთა. ჩაყარეთ    დიდ ქვაბში. სამ–ოთხ ვედრო თუთას დაუმატეთ  ორი ვედრო  წყალი  მოხარშეთ.

3.3  მოხარშული  თუთა  ჩასსხით  გასაწურ ტომარაში. ნახარში წვენი გაწურეთ მარლით.

,3.4  გაწურული წვენი აადუღეთ. თავზე მოგდებული ქაფი ქაფქირით  მოაცილეთ

3.5 . მოდუღებული წვენის ნაწილი ამოიღეთ (დაახლოებით ერთ ვედროს) შესაგრილებლად დანარჩენის  დუღილი  გააგრძელეთ.

3.3  ამოღებულ წვენში ფქვილს ამოუკიდეთ. კეთდება თხელი ფაფა, რომელიც ნელ- ნელა ემატება მდუღარე წყალს. 20–30 წუთში თუთის ფაფა მზად არის  ჯამებზე დასასხმელად.

დანარჩენი  ოპერაციები  შეასრულეთ  1.3 და 1.4  პუნქტების მიხედვით.

 

  1. ლეღვის ტყლაპი უმაღლესად გემრიელი და ნოყიერია. მედიცინაში იხმარება ჭრილობის შესახორცებლად. მისი შემადგენლობაა: 1კგ ლეღვი, 300გრ შაქარი და 1 ჭიქა წყალი. მწიფე ლეღვის ტყლაპი  შემდეგნაირად მზადდება:

4.1 ლეღვი გაასუფთავეთ კანისგან, მოათავსეთ ღრმა ჯამში და კარგად ჩაჭყლიტეთ.

4.2  წყლისა და შაქრისგან მოამზადეთ სიროფი და აადუღეთ.

4.3   ადუღდებულ სიროფში  ჩაყარეთ დაჭყლეტილი  ლეღვი.

4.4   ხარშეთ  ნელ ცეცხლზე  ერთი საათი, პერიოდულად  აურიეთ.

4.5 ტყლაპის  მასა  გააციეთ,  მოათავსეთ   ჯამებში, გააშრეთ 1.3 და 1.4  პ-ის მიხედვით.

4.6  ტყლაპი დაჭერით სიგრძეზე დანით, დაახვიეთ რულეტად და შეინახეთ მშრალად.

image009

  1. ტყლაპის საწებელა.

ზამთარში შეგიძლიათ  გააკეთოთ ტყლაპის საწებელი. მისი შემადგენლობაა: 300გრ ტყლაპი, 50 გრ ქინძი, 10 გრ ნიორი. მარილი და წიწაკა გემოვნებით.  ის შემდეგნაირად მზადდება:

5.1 100 გრამი ტყემლის  ტყლაპი დაჭერით წვრილ ნაჭრებად

5.2  დაალბეთ ნელთბილ წყალში.

5.3  ერთი საათის შემდეგ დამბალი ტყლაპი კარგად  აზილეთ  იმავე წყალში.

5.4  შეკაზმეთ  დანაყული ნივრით, წიწაკით და ქინძით.

5.5  თუ ტყლაპი ხელით კარგად არ გაილესა, გაატარეთ საცერში.

5.6  საკუთარი მოხმარებისთვის   ეს საწებელი პლასტმასის ან შუშის ჭურჭელში  შეინახეთ. რეალიზაციისთვის კი შეიძენთ 30 ან  50 გრ  ტევადობის პლასტმასის  კოლოფს, დააწებეთ  ეტიკეტკა, მოათავსეთ შიგ ტყლაპის საწებელა და მიაწოდეთ რეალიზაციის ქსელს.

 

  1. მაყვლის ტყლაპი

image010

მაყვლის ტყლაპი არომატით და სარგებლით ეგზოტიკურია. მისი შემადგენლობაა: მაყვალი, შაქრის ფხვნილი და  კონიაკი.ის შემდეგნაირად მზადდება:

  1. ქლიავის ტყლაპი შემდეგნაირად მზადდება:

image011

7.1  ქლიავი გარეცხეთ და გააშრეთ. გაჭერით შუაზე და კურკა მოაშორეთ. ჩაყარეთ ქვაბში,

7.2  დაასხით წყალი ქლიავის დაფარვამდე

7.3 დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე  და ადუღებმდე მიიყვანეთ.

7.4  ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში სისტემატიური მორევით.

7.5  ქვაბი გადადგით ცეცხლიდან, გააციეთ.

7.6  დაასხით დურშლაგზე,  ნახარში შეინახეთ..

image012

7.7 გახეხეთ ქლიავი უჟანგავი ფოლადის, ან პლასტმასის  ბადეზე . შავი ლითონის ბადე არ გამოიყენოთ.,

7.8 შეურიეთ შაქარი, ნარევი ჩაასხით ქვაბში. აადუღეთ 5 წუთით.

7.9 გაციების შემდეგ ქლიავის მასა ჩაასხით  ჯამებში  და გააშრეთ  პუნქტების 1.5 და 1,6 მიხედვით.

7.10 ქლიავის გამშრალ ტყლაპს  მთელ ზედაპირზე  წაუსვით  ქლიავის ნახარში, დაახვიეთ სიგარეტივით და შეინახეთ ბნელ ადგილას.  რეალიზაციისათვის  დააკარით ეტიკეტკა, ჩაალაგეთ  ტყლაპის პარტია ცელოფნის  პარკში და მიაწოდეთ მომხმარებელს.

 

ტყლაპის წარმოებაში მთავარი  განმსაზღვრელი  საშრობია, მაგრამ  ასევე საჭიროა სადუღარი ქვაბი თავისი ამრევით, ცენტრიდანული საწურავი, გასარეცხი მაგიდა  და სხვა მოწყობილობა.   მოგვმართეთ და დაგიმზადებთ ამ მოწყობილობებს,

 

„ბიოენერგია“-ს დირექტორი ავთანდილ ბიწაძე

Mob. 599 152705                       inf0@bioenergy.ge                 www.bioenergy.ge