ხურმის საშრობი კარადა

ხურმის საშრობი კარადა 

image001image003

ხურმის სამშობლო ჩინეთია. მას „ღმერთების საკვებს“ ეძახიან უამრავი სასარგებლო და სამკურნალო თვისებათა გამო. იქ ყოველ წელს 183,7 მლნ ტონა მოყავთ.

არაჩვეულებრივად ნაზი და ტკბილი გემო, ნარინჯის ფერი სუფრას ამშვენებს. მასში ბევრია А, С , და  Р ვიტამინები, ნახშირწყლები, ორგანული მავები, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და ნატრიუმი. ანტიოქსიდანტებით მწვანე აის უტოლდება, ნახშირწყლებით ყურძენსა და ლეღვს, ცილებით კი კვ
ერცხს. მის ჩირში ფრუქტოზა 60%-მდეა. კალორიულობა 100 გრამზე 70 კკალ აქვს.  ცნობისთვის ვაშლის კალორიულობაა 50კკალ, მსხლის-58, ლიმონის-50. 2-3 ცალი ხურმა შიმშილს მოგიკლავს.

ხურმა მაღლა სწევს ტონუსს, ზრდის შრომისუნარიანობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კვებავს გულის კუნთს, ამაგრებს სისხლ-ზარღვებს და ელასტიურობას უნარჩუნებს მათ, უმკლავდება ათეროსკლეროზს, ჰიპერტონიას, ჩიყვის ადრეული ფორმებს, აუმჯობესებს შარდდენას და თირკმელების მუშაობას, აახალგაზრდავებს კანს, აუმჯობესებს კაცის სასქესო ფუნქციებს, მნიშვნელოვნად უმცირებს თამბაქოს მწეველთ ფილტვის კიბოს რისკს.

ხურმის დიეტა მეტად ეფექტურია. მის მოხალულ და დაქუცმაცებულ თესლს კოფეს სანაცვლოდ იყენებენ. ყველა ეს განაპირობებს ხურმაზე დიდ მოთხოვნილებას.

image005image007

ხურმის ხე ძალიან პროდუქტიულია და ძირზე საშუალოდ 100 კგ მოდის, საიდანაც 400 ლარის 30 კგ ჩირს მიიღებთ. 1 ჰა ბაღიდან მინიმუმ 90 ტონა ხურმა მიიღებთ 1,15 მლნ ლარის შემოსავალით. ხურმა ქვეყნის ექსპორტში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

პრობლემაა ჩირის შრობა. ხურმა გვიან შემოდგომაზე მოდის, როდესაც უკვე ცივა და მზე ნაკლებად ანათებს. ჰაერზე შრობა კვირაობით გრძელდება. ამ დროს ბევრი ლპება, მტვერით იფარება, მწერებით ბინძურდება და უხარისხო გამოდის. დაბლობ რაიონებში მაღალი ტენიანობის გამო პრაქტიკულად ხურმის ჩირს ვერ ამზადებენ.

image009image011image013

გამოსავალია საშრობი კამერის გამოყენება. იქ ხურმა ჩქარა შრება, ლპობას ვერ ასწრებს, მწერისა და მტვრისგან დაცულია და მაღალი ხარისხის ჩირი მიიღება. მზით საშრობი კარგია, მაგრამ გვიან შემოდგომის სიცივის გამო პროცესი მაინც დიდხანს გრძელდება. შრობის დროის შემცირებისთვის უკეთესია ელენერგიაზე მომუშავე საშრობი კარადა. ასეთია ჩვენი კარადა ბიო510

image015

image019

კარადა იმპულსურ რეჟიმში მუშაობს, რაც შრობის დროს ამცირებს.  ვენტილიატორები მონაცვლეობით ავტომატურ რეჟიმში მუშაობენ. გახურების და ვენტილიაციის დრობი რეგულირდება. შრობის ტემპერატურას ელექტრონული თერმოსტატი უზრუნველყოფს. კარადაზე შრობას ელექტრონული პულტი მართავს. ტემპერატურას თერმოსტატი არეგულირებს. იქვეა ხელით მართვის პულტი, რომლითაც შეიძლება შრობის პროცესის ხელით მართვა.

საშრობი კარადა ბიო510 თბოიზოლირებულია. მისი ტექნიკური მონაცემები შემდეგია:

  1. გაბარიტები: სიგრძე-2,3მ, სიგანე–1,1მმ, სიმაღლე-2,2მ
  2. წონა—190 კგ
  3. გასაშრობი ხილის ტევადობა–200კგ
  4. თაროების რაოდენობა- 60ც
  5. ელექტოქსელის ძაბვა –220 ვოლტი
  6. 3ც ვენტილიატორის ჯამური სიმძლავრე–60 ვატი
  7. შრობა მიმდინარეობს ინფრაწითელი სხივებით და სიმძლავრეა -2.5კვტ

200კგ ხურმას იმპულსური რეჟიმში 2 დღეში აშრობს 96 კვტ.სთ ელ.ენერგიის ხარჯით. ჩირის ტენიანობა უნდა იყოს 25%. 200კგ ხურმისგან 60 კგ ჩირი მიიღება 140 ლიტრი წყლის აორთქლებით. პროცესი ორ ეტეპად მიმდინარეობს. შრობის დასაწყისში მთელი დროის 30% -ში წყლის 75% აორთქლდება. შემდეგ შრობა ნელდება. შეიძლება საშრობი კარადით 2-ჯერ მეტი ხურმის ანუ 400 კგ-ის გაშრობა თუ 24სთ-ის შემდეგ შრობას კარადის გარეთ, ჰაერზე, გააგრძელებთ. კარადაში კი ხურმის შემდეგ პარტიას ჩატთვირთავთ.

გასაშრობი ხურმა გათლილი უნდა იყოს. გათლა ხელით ხდება. წარმადობისთვის სათლელი დაზგა გამოიყენება. მისი წარმადობა საათში 1000 ცალი ხურმაა.

კარადაში ბიო510 შეიძლება ნებისმიერი ხილის გაშრობაც, მათ შორის ჩურჩხელების, რომლის შრობაც გვიან შემოდგომის გამო ხურმასავით პრობლემურია.

image021image023

ფასი: 6200  ლარი

ღირებულების ეკვივალენტი ლარში

დაგვიკავშირდით. თბილისი .“ბიოენერგია“ 599-15-27-05. info@bioenergy.ge

.