50 კგ მზით ჩირის საშრობი

50 კგ ხილის მზით ჩირის საშრობი ბიო506

image001

ხილი ადამიანისთვის   აუცილებელია, მაგრამ  ახლადმოკრეფილს   ყოველდღე  ვერ მიიღებთ   სეზონურობის გამო. გამოსავალია   ჩირის მიღება, რაც წლის განმავლობაში შეიძლება. ის  სრულად ინარჩუნებს  ხილის სიტკბოს,  კვებით და  სამკურნალო თვისებებს. მის   გამოყენებას  დიდი ისტორია აქვს. მრავალ ქვეყანაში ამზადებენ  და   დიდი  შემოსავალსაც ღებულობენ.

ჩინეთი 183 მლნ ტ.  ხურმის ჩირს ამზადებს>. თურქეთი  520 მლნ დოლარის 55ათასი ტ. ლეღვის, 60 ათასი ტ. ხურმის და გარგარის ჩირი ყიდის.  სომხეთი   2  ათას ტონა ჩირს ამზადებს. ჩვენ კი 500 ტ-ზე მეტს ვერ ვაწარმოებთ და შემოსავალი ნაკლები გვაქვს. არადა ხილი ჩვენთან გაცილებით მეტია.

ჩირის პოტენციალი საქართველოში

ჩვენთან მრავალი ხილია რომლის ჩირი საუცხოოა. ესაა:  ხურმა,  ქლიავი, ლეღვი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, ყურძენი, კივი, ატამი, ალუბალი, ბალი, ჟოლო. ასევე  მრავალია  ველური ძმცენარეები:  ასკილი, მაყვალი, მოცხარი, შინდი, მაჟალო,   მოცვი,  ქაცვი, ჭინჭარი,  ძირტკბილა. ყველას თავისი მომხმარებელი ყავს, მათგან გამორჩეულია ხურმა, ლეღვი, შავი ქლიავი, ვაშლი.

ხურმა

 image1.jpeg image2.jpeg

ჩინელები  „ღმერთების საკვებს“ ეძახიან. აქვს  არაჩვეულებრივად ნაზი და ტკბილი გემო, ნარინჯის ფერი.  მასში ბევრია С , და  Р ვიტამინები, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.  ანტიოქსიდანტებით  მწვანე  ჩაის  უტოლდება, ნახშირწყლებით ყურძენსა და ლეღვს, ცილებით კვერცხს. ფრუქტოზა 60%-მდეა. კალორიულობა 100 გრამზე 70 კკალ აქვს.  ცნობისთვის ვაშლის არის 50კკალ.  2-3 ხურმა შიმშილს მოგიკლავს.  მისი “შაქარი” გულს კვებავს; ამასთან, სისხლში გლუკოზa  პიკს არ აღწევს, რასაც გასაყიდი  შაქრი იწვევს.  ხურმა აუმჯობესებს ტონუსს, ზრდის შრომისუნარიანობას, ამშვიდებს ნერვებს, ამაგრებს სისხლ-ძარღვებს და ელასტიურობას უნარჩუნებს მათ, უმკლავდება ათეროსკლეროზს, ჰიპერტონიას, ჩიყვს, აუმჯობესებს შარდდენას და თირკმელების მუშაობას, აახალგაზრდავებს კანს, აუმჯობესებს სასქესო ფუნქციებს.  ჰკურნავს შარდკენჭოვანი დაავადებას. ხურმის დიეტა მეტად ეფექტურია.

ხურმის  ბეტაკაროტინი  და ვიტამინი A  თამბაქოს მწეველთ   უმცირდებს  ფილტვის კიბოს რისკს.  დღეში 30 გრამი  ჩირით   ყველა ჩამოთვლილ  სიკეთეს  მიიღებთ. ამიტომაა  მასზე დიდი მოთხოვნა. პრობლემაა   შრობა, რაც საშრობის გარეშე არაეფექტური და ხშირად შეუძლებელია.
ლეღვი

image004 image005
 

გავრცელებულია კახეთში ქართლშიიმერეთშიგურიასამეგრელოში,  აფხაზეთსა  და  აჭარაში. სასიამოვნო გემო და სიტკბო აქვს. შეიცავს12-23 % შაქარს, 0,5-4,2 პექტინს, 3,4-7,4 უჯრედისს, მჟავებს, მდიდარია C, B1, B2 ვიტამინებით, კაროტინით,. მინერალებით. შეიცავს:რკინას,   კალიუმს,  მანგანუმს, ფოსფორს, გოგირდს, ცოტა დარიშხანს, ცხიმებს, ცილებს.

ამცირებს  სისხლის შედედებას და შარდის ბუშტის ტკივილს,  შველის  ტვინის მუშაობას,  მაღალ ტემპერატურას, ანგინას,  ხსნის დაღლილობის, სისხლნაკლებობას, ნერვულ სტრესს. კარგად  წმენდს კუჭს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების  დაავადებებზე, ამცირებს თრომბოზს. შველის ბუასილს,  კოლიკს, შეკრულობას, არის ოფლმდენი  და ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებს გამოდევნის.  ხელს უწყობს  გადიდებული ელენთის დაპატარავებას. ლეღვი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტზე..

შავი ქლიავის ჩირი

image006  image007

ქლიავი  არომატიულია,   მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით,  ცილებით, ნახშირწყლებით,  მჟავებით, ამცირებს არტერიულ წნევას, კურნავს ყაბზობას, არეგულირებს  კუჭნაწლავის და თირკმელების მუშაობას,  შარდმდენია, განდევნის ქოლესტერინს და ტოქსინებს,  ეხმარება გულს მუშაობაში, ხელს უშლის ტრომბს, მისი ფოთლები ამცირებს ორგანიზმის ტემპერატურას და  ახორცებს ჭრილობას, დიეტური საკვებია,  წმენდს  ორგანიზმს ,შლაკებისგან და ზედმეტი ცხიმებისგან.

ვაშლის ჩირი

image008  image009

ვაშლის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, რკინას, ნატრიუმს, ფოსფორს, იოდს, გოგირდს, სპილენძს. ხელს უწყობს ორგანიზმში სსარგებლო ბაქტერიების გამრავლებას. აუმჯობესებს მეხსიერებას და  ამცირებს  სიბერეში სკლეროზს, ეხმარება  საჭმლის მონელებას, ახდენს კიბოს პროფილაქტიკას, წმენდს სისხლს, კარგია დაბალი წნევის დროს.

 

ჩირის რეალიზაციის ბაზარი

ევროკავშირი მსოფლიოში ჩირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია. იქ ინგლისი გამოირჩევა  ევროკავშირის  იმპორტის 25% და მსოფლიო იმპორტის  10%-ით. 2014 წ. ამ ქვეყანაში 900 000 ტ. ჩირი შევიდა. ინგლისში  ჩირის 50%  თურქეთზე და ამერიკაზე მოდის. მათ  ძირითადად ქიშმიში, გარგარის, ლეღვის , შავი ქლიავის ჩირი შეაქვთ.

ყოველ წელს იზრდება ევროკავშირში  მოთხოვნა ბიომცენარეებზე. გამშრალ კენკრაზე, კუნელზე, მოცვსა და კოწახურზე. იქ  საშუალოდ ერთი კგ ჩირის ფასი, 7- 8 ევროა.  ჩვენთვის მეტად პერსპექტიულია რუსეთის ბაზარი 142 მლნ მცხოვრებით. იქ შეიძლება  ხურმის, ქლიავის ვაშლის, მსხლის, გარგარის, კივის, მოცვის, მოცხარის, მაყვლის,  ატმის, ალუბლის, ჟოლოს, ასკილის, შინდის, კოწახურის  და სხვა ჩირის შეტანა. ჩვენი  პასიურობით  რუსეთის ჩირის ბაზარი დაკავებული აქვთ  უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს, აზერბეიჯანს, სომხეთს და ირანს. ჩვენთან შეიძლება 120 მლნ ლარის 10 ათასი ტ. ჩირს წარმოება შიდა და გარე ბაზარისთვის.

რაელიზაციის პირობები

ჩირის ბაზარზე მკვიდრი ადგილისთვის უნდა გქონდეს კონკურენტული ფასი, ინოვაციური შეფუთვა, ეტიკეტი, სადაც   უნდა იყოს ინფორმაცია მწარმოებლის, პროდუქციის წონის, კვებითი ღირებულების,  გამოშვებისა, შენახვის ვადაზე  და   საინტერესო ისტორია, რომელიც მყიდველს მის გამორჩეულობაში დაარწმუნებს. ჩირი ბიოლოგიურად სუფთა ხილისგან უნდა იყოს დამზადებული,  არ უნდა იყოს მტვერისგან გაწუჭყიანებული,  ბუზებისგან დაბინძურებული, შრობის დრო  დიდი არ უნდ იყოს რათა გაშრობამდე ხილმა ლპობა არ დაიწყოს.

image5.jpeg  image7.jpeg

აივანზე  გასაშრობად ჩამოკიდებულ ხილს ვერ დაიცავთ  ბუზებისგან და   მტვერისგან.  ხანგრძლივი  შრობის  გამო  ხილის ნაწილი დალპება და დიდხანს ვერ შეინახება. ასეთ ჩირს მყიდველი არ ეყოლება, ფერმერის შრომა ფუჭად ჩაივლის და მოგების ნაცვლად ზარალს ნახავს.

ჩირის მზით    საშრობი დანადგარი ბიო506

image012

ხილის ჩირად შრობა მზის ენერგიით მიმდინარეობს და მაღალი ხარისხის  ჩირი მიიღება. საშრობის ტევადობაა 50კგ ხილი, საიდანაც 10-15 კგ ჩირი მიიღება. მზიან ამინდში ვაშლის ჩირი  1 დღეში მიიღება, ქლიავის 3 დღეში, ხურმის 5 დღეში, მინიმუმ 3-ჯერ უფრო ჩქარა  ვიდრე  ჰაერზე. დანადგარის ზომებია სიგრძე -3მ, სიმაღლე 2,2მ სიგანე 1,5მ,წონა 120 კგ.  მისი  ნაწილებია:

1.საშრობი კარადა ——————————————————-1ც

  1. პლასტმასის ბადიანი თარო —————————————-20ც
  2. სადგამი საშრობი კარადის——————————————-1ც
  3. მზის კოლექტორი—————————————————-1ც

5.ელექტროვენტილატორი  20ვატ სიმძლავრის———————1ც

  1. ელექტროკალორიფელი, რეგულირებადი, 2კვტ სიმძლავრის –1ც

საშრობი კარადასა და მზის კოლექტორზე გადაკრულია ისრაელის ფირმა „გარეგანი’-ს 6 ფენოვანი  ფირი. მისი  გარე ზედაპირი  მზის ულტრაისფერი სხივებისგან დამცავი ფენითაა დაფარული. ფირი კარკასზე მაგრდება ზამბარიანი სამაგრებით.

image013

ჩირის საშრობს ჩვენ საწარმოში ვამზადებთ  ნახაზების და ტექნოლოგიის დაცვით.

image014  image015

ტანსპორტირებისთვის სამ ნაწილად იშლება.  ეტევა  3მ სიგრძის კაბინის მქონე სატ ან სატვირთო  ფორდ-ტრანვირტაო სამარშუტო  ა/მანქანაში ან ბორტებიან სატვირთოსი.. გაბარიტული ზომების გამო ავტომანქანაზე მხოლოდ 2 კომპლექტი ეტევა.

image016

შეთანხმების შემთხვევაში დამკვეთთან საქართველოს მასშტაბით ჩვენი ტრანსპორტით მიგვაქვს.

image017

საშრობის ბიო506 აწყობა ადგილზე ადვილად ხდება:

  1. სადგამზე 4ც ჭანჭიკით ამაგრებენ საშრობ კარადას
  2. მას 2ც ჭანჭიკით წინიდან მიუერთებენ მზის კოლექტორს

3.საშრობ კარადაში შეალაგებენ 20ც თაროს

4.კარადის ვენტილიატორს და ელკალორიფელს მიუერთებენ ელ.სადენებს.

მუშაობის პრინციპი

გადარჩეული, კარგად გარეცხილი და  ფენებად დჭრილი ხილი ლაგდება თაროებზე და შემდეგ საშრობ კარადაში. კარადის ფირის შიგნიდან დაორთქლებისტანავე  უნდა ცართოს ვენტილიატორი, რატა მნ ტენიანი ჰაერი კარადიდან გამოიტანოს. დღისით ვენტილატორი უნდა მუშაობდეს  პერიოდული ჩართვით 4-5  საათის განმავლობაში.ცივ ამინდში, ან თუ გეჩქარებათ ჩირის წარმოება ცარტეთ ელ.კალორიფელი. ის რეგულირდება 1 ან 2 კვტ სიმძლავრეზე.

ელექტროკალორიფელს ჩართავთ  ცივ ამინდში ან ღამით თუ  ჩირის მიღება  გეჩქარებათ. ამით დენის ხარჯი გემატებათ. მაგალითად 10 საათით ჩართული ელ.კალორიფელი დახარჯავს   3 ლარის   20კვტ დენს.

ყველაზე ბევრი წყალი ხილიდნ გამოიყოფა  შრობის საწყისს  დროს მთელი დროის 30%-ში. შემდეგ წყლის გამოყოფა ხილიდან ძალიან ნელდება. თუ ბევრი ხილი გაქვთ გასაშრობი მაშინ შეიძლება მეორე დღეს საშრობში შეიტანოთ ხილის ახალი პარტია, ძველი კი საბოლოოდ გამოაშროთ ჰაერზე მტვერისა და ბუზებისგან დაცვით.

შრობისას  ხილი იცვლის ფერს და მუქდება. ფერის შესანარჩუნებლად ხილი უნდა გაატაროთ 1-2 წუთით გოგირდის ბოლში.ქლიავი ჩქარა რომ გაშრეს  2-3 წუთით  ჩაყავით ადუღებულ სოდიან წყალში, ამით ქლიავის კანი დაკდება და ჩქარა გაშრება.

ბიო506-ში დამზადებული ჩირი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნებს: ხილი შრება ჩქარა და ამიტომ ვერ ასწრებს დალპობას, კარადა დაცულია მწერების ბადით  და ისინი  ვერ აბინძურებენ ხილს. კარადაში მტვერი ვერ აღწევს და ჩირი სუფთა გამოდის. საშრობში შეიძლება ყველა სახის ხილის და ბოსტნეულის გამოშრობა. ასევე ჩურჩხელების და თხელი ტყლაპის

image12.jpeg  image11.jpeg

საწარმოო სიმძლავრეები საშუალებას გვაძლევს ბიო506 შეკვეთიდან მაქსიმუმ 10 დღეში მივაწოდოთ დამკვეთს. მისი ფასია 1800ლარი გადარიცხვით.

აჭარის, გურიის და სამეგრელოს დაბლობებში  ხილი  ბევრია  მაგრამ ჩირად შრობა გაძნელებულია მაღალი ტენიანობის გამო. ამ რეგიონების  ჩირის საშრობს ვაკომპლექტებთ   ჰაერისგან ტენის გამომყოფი მოწყობილობით.   ამ კომპლექტის ღირებულება არის 2300 ლარი.

მთიან რეგიონებში გვიან შემოდგომაზე ძალიან ცივა. ამათი  ჩირის საშრობებს ვაკომპლექტებთ    თბოსაიზოლიაციო დამატებითი რეფლექტორებით, ამ კომპლექტის ღირებულებაა 2000 ლარი.

—————-

მც. მეწარმე „ავთანდილ ბიწაძე“ 599 152705.

თბილისი, მუხიანი, 1 მიკროს მიმდებარე ტერიტორია