ჩირის საშრობები

მზის ჩირის საშრობი

საინტერესო გადაცემა ჩირის წარმოებაზე აჭარის ტელევიზიიდან

 

ჩირი ადამიანის სრულფასოვანი საკვებია, შეიცავს ახალი ხილის ყველა  სასარგებლოს ნივთიერებას. მისი  მიღება მეტად მნიშვნელოვანია ზამთარში და გაზაფხულზე. ჩირი მნიშვნელოვანია დიაბეტიანებისთვისაც, რადგან   ფრუქტოზით ჩაანაცვლებს  შაქარს.
rsz_1chiri

ჩირი ერთ წელს ან მეტსაც ძლებს და ხილის მთელი მოსავალს უფრო სარგებლიანად მოიხმართ ან გაყიდით.

ჩვენი ჩირის საშრობი   საშუალებას გაძლევთ ენერგიაზე ხარჯის გარეშე მიიღოთ მაღალი ხარისხის ჩირი 2-3 დღის განმავლობაში.

50 კგ  საჩირედან 1 შრობაზე მიიღებ 10 კგ ვაშლის, მსხლის, ქლიავის ჩირს, 15კ კოროლიოკის და ხურმის ჩირი. ასევე  ყველა სხვა ხილის ჩირს- ლეღვი,ს პომიდორის და საზამთროსაც  კი. შეგიძლიათ  დაამზადოთ ძვირად ღირებული სამკურნალო ბალახები.

14

50 კგ ჩირის საშრობის გაბარიტებია: სიგანე 1,5მ, სიგრძე-2,4მ, სიმაღლე 2მ, წონა 90 კგ. დაკომპლექტებულია 20ც თაროთი.

 

50 კგ წარმადობის ჩირის საშრობის ფასია:  1600 ლარი (დღგ-ს გარეშე).

25 კგ წარმადობის ჩირის საშრობის ფასია 1100 ლარი (დღგ-ს გარეშე).

10 კგ წარმადობის ჩირის საშრობი ღირს 700 ლარი  (დღგ-ს გარეშე).

 

”ბიოენერგიის” დირექტორი ავთანდილ ბიწაძე

599 15 27 05

 

ხილი, ბოსტნეული და სოკო ძვირფასი მაგრამ მალეფუჭებადი პროდუქტებია. მომხმარებელი მას მცირე რაოდენობით იძენს, მომყვანი კი ვერ ახერხებს მოსავლი დროზე გაყიდვას.

ჩვენი საშრობი არის დახურული კონსტრუქცია სადაც მზის გარდა ვერ აღწევს წვიმა ქარი და მწერი. გასაშრობი ჩირი თავსდება საშრობში სრულ გაშრობამდე. მუშაობს მზის ენერგიით. შრება 40-70 გრადუს ტემპერატურაზე 1-3 დღეში. ამ დროს პროდუქტი ვერ ასწრებს დალპობას. ამიტომ შეგიძლიათ აწარმოოთ ნებისმიერი ხილის ჩირი.
საშრობთან ერთად უფასოდ შეგასწავლით მაღალხარისხიანი ჩირის  ტექნოლოგიას. მის მიხედვით დამზადებული ჩირი არ შავდება და ინარჩუნებს ბუნებრივ ფერს.
ჩვენი ხილი მოწონებით სარგებლობს უცხოელებში, რადგან არ არის სასუქებით გაჯერებული. ასევე იქნება ამ ხილით დამზადებული ხარისხიანი ჩირი.

შეიძინეთ ჩვენი ჩირის საშრობი და გაზარდეთ ამით თქვენი ოჯახის შემოსავლი.

ასევე შეგვიძლია ინდივიდუალურად თქვენი მოთხოვნილი წარმადობის და ზომების ჩირის საშრობის დამზადებაც

მზით ჩირის სტაციონალური საშრობი

image004

საქართველო ხილის ქვეყანაა. ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი, გარგარი, ლეღვი, ალუბალი ყველგან მოდის და თანაც დიდი რაოდემობით. ვაშლის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე  30-35 ტონას აღწევს, მსხლის-20-25 ტონას.  ქლიავის  4,5-5 ტონას ატმის ერთი ხისგან 20-40 კგ ნაყოფი იკრიფება. ხურმის ხე საშუალოდ 40-50 კგ-ს იძლევა.  1 ჰა ბალიდან 4-5 ტონა მიიღება, საზამთროს მოსავალი 15-20 ტონა/ჰა აღწევს.

 

image005

image007

ბევრ ფერმერს და მეურნეობას  1 და მეტი ჰა  ბაღი აქვს. მათი მთავარი პრობლემა მოსავლის  რეალიზაციაა. მოყვანილი ხილი დიდხანს არ ინახება,  ხშირად უფუჭდებათ და  იძულებული არიან დაბალ ფასად გაყიდონ. ქლიავი  10-15 დღეზე მეტ ხანს ვერ ინახება, შემდეგ ლპობას იწყებს. ასევეა ლეღვი და ატამი. უფრო დიდხანს 2-3 თვემდე ძლებს ვაშლი და მსხალი. მაგრამ ამ ხნის მანძილზე მისი 15-20% ლპება და გადასაყრელია.

group of fresh figs

image011 image013

1 ჰა  ბაღიდან მიღებული  5 ტონა ქლიავის  საშუალოდ 1,5 ლ/კგ გაყიდვით მიიღება 10,5 ათასი ლარი. ფერმერს შეუძლია მცირე რაოდენობა უფრო ძვირადაც  გაყიდოს მაგრამ 5 ტონას ვერ გაყიდის, რადგან გაყიდვა დროში გაეწელება და ქლიავი დაულპება. იძულებული ხდება  გაუყიდავი ქლიავისგან არაყი გამოხადოს, რასაც  მცირე შემოსავალი აქვს. 5 ტ. ქლიავიდან  მიიღება 1 ტ. ჩირი, რომლის საშუალო ფასი  არის 16ლ/კგ. მისი გაყიდვით 16 ათას ლ. მიიღება, ანუ  52%-ით  მეტს ვიდრე  ნედლი ქლიავის გაყიდვით. თანაც ჩირი არ ფუჭდება და გაყიდვა შეიძლება 1 წლამდე გაგრძელდეს.

image015

image016

საშრობში შეგიძლიათ ყურძნისგან და ალუბლისგან ქიშმიშის მიღება

ჩვენი მზით ჩირის საშრობი #ბიო508 მხოლოდ 50 კგ ხილს იტევს. მას 1 თვეში   300-500 კგ ხილის  გაშრობა შეუძლია, რაც მცირე ფერმერებისთვის მისაღებია. საშუალო და მსხვილი ფერმერების მოსავალი კი 5 ტონას და მეტს აღწევს. მათ  სჭირდებათ  დიდი საშრობები, რომლებიც 1 შრობაზე  500-700 კგ ხილს აშრობენ და თვეში 3,5-5ტ ხილს გადაამუშავებენ.

image018

 

 

 

 

 

 

 

 

დიდი რაოდენობის ჩირის მიღება შეიძლება  მზით ჩირის სტაციონალურ საშრობში #ბიო510.

ხურმის საშრობი

ეს საშრობი მუშაობს მზის ენერგიაზე 3-4 თვის განმავლობაში. უკანა ჩრდილოეთი და გვერდითი კედლები ბლოკითაა აშენებული, გარედან მობათქაშებულია, შიგნიდან კი თბოიზოლირებულია. იატაკი დაბეტონებულია და თბოიზოლირებულია. სამხრეთი გვერდი დაფარულია სასათბურე ფირით. საშრობის ვენტილიაცია ხდება 16ც ფ150მმ და 2მ სიმაღლის მილებით, რომლებიც საშრობის კარკასზე  მდგრადობისთვის ტროსითაა დამაგრებული. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი მასალებით და მუშებით სრულდება ჩვენი საავტორო ზედამხედველობით.  ხილის თაროები  წინა გვერდთან ახლოეს განლაგებულ მიმმართველებზე ლაგდება.ამით ისინი მზის სხივებს  პირდაპირ ღებულობენ და  ჩქარა შრებიან. ამ საშრობში ტყლაპი 2 დღეში შრება.

image020

image022

 

მზით ჩირის სტაციონალური საშრობის ტექნიკური-ეკონომიური მონაცემებია:

1.ერთი შრობის  ხილის ტევადობა–600 კგ

  1.  შრობის ხანგრძლიობა 2-4 დღე
  2. შრობის სეზონის ხანგრძლიობა-3-4 თვე
  3. ჰაერის ვენტილიაციია-ბუნებრივი

5 საშრობის  გაბარიტები:

5.1 სიგანე -4,8მ

5.2 სიგრძე-19,3მ

5.3 სიმაღლე-3,3მ

5.4 სიმაღლე სავენტილიაციო მილებიანად 5,2მ

  1. ხილის გასაშრობი თაროების რ-ბა-247
  2. თაროების სატრანსპორტო ურიკები-5
  3. მომსახურე პერსონალი-4 ადამიანი

9 ჩირის საშრობის მთლიანი ღირებულებაა დღგ-ს გარეშე – 25 ათასი ლარი.

  1. მთლიანი ღირებულებიდან სამშენებლო სამუშაოებია-9 ათასი ლარის.
  2. შრობის სეზონის ხანგრძლიობა-3 თვე
  3. სეზონში გადამუშავებული ხილის რ-ბა-18,5 ტონა
  4. სეზონში მიღებული ჩირის რ-ბა-3,7 ტონა
  5. საკუთარი ხილის ჩირის რეალიზაციით ხარჯის ანაზღაურების ვადა -10 თვე.
  6. ნაყიდი ხილით ხარჯის ანაზრაურების ვადა-1,8 წელი.

 

შრობის სეზონი შეიძლება გახანგრძლივდეს-6თვემდე მზის გარდა დამატებითი სითბოს წყაროს გამოყენებით. ეს შეიძლება იყოს გაზზე, ან შეშაზე მომუშავე ღუმელი საჰაერო ბოილერით. ის საშრობის გარეთ იქნება დამონტაჟებული  და საშრობში 60-70 გრადუსამდე ჰაერს მიაწვდის.

ზამთარში და გაზაფხულზე  ეს საშრობი შეიძლება გამოიყენოთ სათბურად ჩითილებისა და საადრეო ბოსტნეულის მოსყვანად. ამ შეთხვევაში მცენარეთა ნიადაგი ცელოფნის პარკებში იქნება მოთავსებული  მათზე წვეთოვანი მოწყვის სისტემის დამონტაჟებით.

image024

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩირის ბიზნესი მომგებიანია და ის უნდა განვითარდეს საქართველოში ქვეყნისა და მოსახლეობის სასიკეთოდ. სომხეთს ხილის  გაცილებით ნაკლები პოტენციალი აქვს. მაგრამ ჩირის წარმოება მეტად განვითარებული აქვთ და წელიწადში მარტო ექსპორტისთვის  1000 ტონაზე მეტ ჩირს  აწარმოებენ.

”ბიოენერგია” 2015 წ

 

 – ჩირის დამზადების ტექნოლოგია.pdf   –   გადმოწერა

ტელეფონი: 599 152705

ან  მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით

სახელი (მიუთითეთ)

ელ-ფოსტა (მიუთითედ)

ტელეფონი (თუ გსურთ რომ მალევე გიპასუხოთ)

თქვენი ტექსტი