უკეთესი სვანური ღუმელი

ცეცხლს ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებს საჭმლის მოსამზადებლად და გათბობისთვის.ღია  ცეცხლს  ჯერ  ქოხში ანთებდნენ. მერე ბუხარი გამოიგონეს, სადაც ქვაბი სამფეხაზე იდგა ან ჯაჭვით იყო ჩამოკიდებული,  პური და ჭადი კი კეცებზე ცხვებოდა.

image001

შემდეგ  დაიწყეს რკინის ღუმელის დამზადება. მის ერთ ბოლოში კარია, მეორეში  საკვამლე მილი. ნამწვი აირები  სწრაფად ხვდებიან საკვამლე მილში და სითბოს მეტი წილით სახლის მაგივრად ცას ათბობენ.  მათი ეფექტურობა 17-20% არ აღემატება.

მაღალ მთიან სოფლებში  სადაც შეშა   ჭირს  ე.წ.  სვანური  ღუმელს იყენებენ.  მასში ნამწვი აირები საკვამლე მილში ღუმელის შემოვლის შემდეგ ხვდებიან. მათი ეფექტურობა უკვე 40-50% არის.

1998წ შევიმუშავე ღუმელის ახალი კონსტრუქცია

image003

ამერიკული  USAID-ის   კვლევამ აჩვენა რომ ამ ღუმელის  ეფეტურობა 78% არის.  ის სვანურთან შედარებით   1,5-2 ჯერ ეკონომიურია, ხოლო მარტივ 40 ლარიან ღუმელზე 4-ჯერ ეკონომიურია.

image005

ეს მიიღწევა შემდეგით;

  1. წვის კამერა თბოიზოლირებულია თიხით შევსებული ორმაგი კედლებით.  ამით მიიღწევა წვის მაღალი ტემპერატურა და შეშის უფრო სრულად წვა.
  2. განხორციელებულია მეორადი წვა, რითაც ხდება წვის კამერიდან გამოსულ  დაუმწვარ აირების წვა დამატებითი ჰაერის მიწოდებით. ამით შეშისგან სითბოს მაქსიმალური რაოდენობა გამოიყოფა.
  3. ჰაერის მიწოდება რეგულირდება კამერის კარზე  მოთავსებული სარეგულირო ფარით. ამით მიიღწევა შეშის ერთი მიწოდებით წვის გახანგრძლივება 2-4 საათამდე.

image007

სულ 500-დე ღუმელი გვაქვს გამოშვებული. წელს გამოვუშვით ახალი დიზაინის კონსტრუქცია. გარეგნულად ის სვანურ ღუმელს გავს, მაგრამ მასზე 2-ჯერ ეფექტურია. ღუმელს აქვს ანთების გასაადვილებელი ფარი, გამოსაცვლელი ცხაურა, ჭვარტლის გამოსაღები კარი. დამცავი მოაჯირი, რომელიც დამწვრობისგან იცავს ბავშვებს და  სველი ნაჭრების გასაფენად გამოიყენება. ღუმელის კარები გადმოწევით იღება. ეს გამორიცხავს იატაკზე ნაკვერცხლის გადმოვარდნას და საშუალება ს იძლევა 40 სმ-ზე გრძელი შეშის მიწოდებას. ღუმელი შეღებილია შავი, ან ყავისფერი, ან ვერცხლისფერი საღებავით, რაც მის მედეგობას ზრდის. ღუმელის კარი ორმაგი ლაბირინთით და ექსცენტრიული საკეტით იკეტება რაც გამორიცხავს კარიდან ბოლის გამოყოფას და მისგან სახლის გაჭვარტლას.

image009

 

ღუმელის  ტექნიკურ -ეკონომიური მონაცემებია;

 

  1. ზედა ზედაპირის სიგრძე-70სმ, სიგანე-41სმ.  ფურცლის სისქე-4მმ.
  2. ღუმელის სიგრძე ზედა მოაჯირის ჩათვლით-94სმ, სიგანე-66სმ, სიმაღლე-63სმ
  3. ღუმელის წონა-53კგ
  4. შეშის სიგრძე 40სმ
  5. საკვამლე მილის დიამეტრი-12 სმ.
  6. დუხოვკის სიგანე-30სმ სიღრმე-30სმ, სიმაღლე-19 სმ.
  7. გასათბობი ოთახის ფართი-40-50მ2.
  8. ექსპლოატაციის ვადა 10-15 წელი.
  9.  ფასი-380 ლარი.

თუ გავითვალიწინებთ შეშის ფასს ( ერთი მანქანა შეშა  შეშა 700 ლარია), ღუმელის ეკონომიურობას და მისი ექსპლოატაციის ვადას- ეს ფასი ძვირი არაა.

image011

 

დამკვეთს ღუმელი მსუბუქი მანქანით მიაქვს.

 

მზადდება შეკვეთით. ინდ.მეწამე „ავთანდილ ბიწაძე“ 599 15 27 05. info@bioenergy.ge

 

გარგარის ჩირი (ტესტ)

image013

image013

 

პოსტი მუშავდება

ლეღვის ჩირის გამოყვანა (სატესტო პოსტი)

image010

image010

 
მუშავდება პოსტი

შრობის რეჟიმები

ხურმის გაშრობის რეჟიმი (საცდელი პოსტი)

image020

 

image020

 

 

 

 

 

საცდელი პოსტია