Menu

Google Sunroof მზის ენერგიის ასათვისებლად

September 21, 2015 - მზის ენერგია, მწვანე ტექნოლოგიები
Google Sunroof მზის ენერგიის ასათვისებლად

Google SunRoof   ხელს შეუწყობს ყველას ვინც მზის პანელების დამონტაჯებას აპირებს. აირჩიოს საუსრველი ადგილი რუკაზე და მოხაზოს მისი სახლის სახურავის ის მონაკვეთს თუ სადაც აპირებს მონტაჟს. შემდგომ კი გუგლი მიაწვდის სრულ ინფორმაციას ადგილზე სეზონურად მზის აქტივობის შესახებ, დაუთვლის დანახარჯებს და მოგებას შემდეგი ოცი წლის განმავლობაში, და შესთავაზებს ადგილობრივ მომწოდებლებს და განვადების პირობებსაც კი. შედეგად კი მოსახლეობას ზუსტად ეცოდინება თუ რა სარგებელს უნდა ელოდოდს შემდგომი წლების განმავლობაში.

Google ამ სახით ახდენს მზის ენერგიის გამოყენების წახალისებას. იმ სტატისტიკის გათვალოსწინებით თუ რა კითხვებს წერენ საძიებო სისტემაში ისინი ვინც მზის პანელების დაყენებას აპორებენ, გაითვალისწინეს ის სირთულეები რასაც აწყდებიან. და ამ შემთხვევაში უკვე გამარტივებულად შეძლებენ სრული ინფორმაციის მიღებას, თუ ვისგან იყიდონ რა პარამეტრებით და ფასებით, რა სარგებელს უნდა ელოდონ მომავალში.

SunRoof-ის შექმნა თავისთავად გაზრდის მზის ენერგიის გამოყენების მსურველებს და შედეგად მკვეთრად გაიაფდება თვითონ მზის პანელებიც. რაც ძირითადი წინაღობაა მზის ენერგიის ფართოდ ასათვისებლად, რაც ეკონომიურადაც მომგებიანია ყველასთვის, და ეკოლოგიურადაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეგიძლიათ გაეცნოთ

https://www.google.com/get/sunroof/about/

შემდგომ SunRoof – გვერდიდანვე გადახვიდეთ მოსამართზე http://pvwatts.nrel.gov

ჩაწეროთ თქვენი ქალაქი თუ რეგიონი და სრულად მიიღოთ ინფორმაცია თუ სეზონურად რამდენი კილოვატის მიღება შეგიძლიათ თითოეულ კვადრატულ მეტრზე დამონტაჟებული მზის პანელებიდან, შემდგომ იქვე რუკაზე იპოვით და მოხაზავთ თქვენი სახლის სახურავზე სასურველი სამონტაჟო ადგილს. და შემდგომ მიიღებთ სრულ ინფორმაციას თუ რა დაგიჯდებათ და რაოდენ დიდ სარგებელს და ეკონომიას მოგიტანთ მზის ენერგიის გამოყემება.

და ბოლოს გირჩევთ აიღოთ დენის ქვითარი და გახედოთ მზის შუქზე 🙂 სადაც დაინახავთ ციფრებს, რომელიც თქვენი ყოველ-თვიური დანაზოგი იქნება წლების განმავლობაში

 

ასე რომ მივესალმებით ამ პროექტს თუ კი ეს უფრო მეტად მზიანს გახდის ჩვენს საერთო სახლს