საოჯახო ბიოსათბური

საოჯახო ბიოსათბური. I .არსებული მდგომარეობა

ჩვენი სოფლები იცლება. ბევრი დაცარიელდა, ბევრგან მარტო მოხუცებია. მათ არ უღირთ ბოლო

წლები სხვაგან გაატარონ. ურჩევიათ საკუთარი სახლი. დაკრძალვის შემდეგ მათი სახლი იკეტება და კიდევ ერთი ოჯახი აკლდება სოფელს. ზაფხულობით მხოლოდ ნაწილი ბრუნდება. ზამთარმიც პრობლემაა: მიტოვებულ სახლებს გადმომთოვლი არ ყავთ და ბევრი ინგრევაა. იქ ეხლა ზაფხულშიც ვერ მივლენ. ამ სოფლებში მიწა აღარ იხვნება. ადრე სოფლის პროდუქტებით მარჩენალი ეხლა თვითონ გახდა სარჩენი.

II. მდგომარეობის მიზეზი.

ბევრი ზარმაცობას გვაბრალებს. მიზეზი კი წყობაშია. ადრე მიწა სახელმწიფოს იყო. ყველგან ფერმა იყო. 1მ2 მიწაც იხვნებოდა. ჩაწერის კანონით სოფელს ვერ ტოვებდნენ. ქარხნები ყველგან იყო. იქ ოჯახის ერთი წევრი მაინც მუშაობდა. შემოსავალი საკარმიდამოს, კოლექტივში და საწარმოდან იყო. უმუშევრობა არ იყო. მაგრამ სახელმწიფო საკუთრების გამო შრომის ფასი დაბალი იყო .

1992 წ შეიცვალა წყობა. გაუქმდა კოლექტივები და ჩაწერის კანონი. ჯართად გაიყიდა საწარმოები და სასოფლო ტექნიკა, გაჩნდა უმუშევრობა. კოლექტივის მიწები მოსახლეობას დაურიგდა იმედით რომ ოჯახსაც არჩენდნენ და ქვეეყანასაც. სასოფლო ტექნიკის განიავებით მიწები და საკარმიდამო დაუმუშავებელი დარჩა, ხალხს კი საწარმოს, კოლექტივის შემოსავლები დააკლდა სოფლად გაჩერება უაზრო იყო და უმეტესობა გადავიდა თბილისში, სხვა ქალაქებში ან საზღვარგარეთ.

მდგომარეობის გამოსასწორებლად დაიწყეს მსხვილ სასოფლო საწარმოთა დაკრედიტება . ეს არ შეეხო უმრავლესობას რადგან მათ არ ჰქონდათ საჭირო რაოდენობის მიწა , ტექნიკა და ფინანსები . ამან შედეგი არ მოიტანა, სოფლებში ხალხი არ დაბრუნდა.

III. მდგომარეობის გამოსწორების გზები.

სოფლების შევსება და ქვეყნისთვის საჭირო სასოფლო პროდუქციის მიწოდება შემდეგით შეიძლება:

  1. სოფელში ოჯახები უნდა გახდეს პროდუქციის მწარმოებელი, შეძლებული მცირე მეწარმე.
  2. ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს ამ მეწარმეთა პროდუქციის რეალიზაციის სისტემა.

IV. საოჯახო ბიოსათბური.

450მ2 ფართის საოჯახო ბიოსათბური მზის და ბიოგაზის ენერგიით მცენარეთა, ცხოველთა, ბიოგაზის და ჰიდროპონიკის სექციებში აწარმოებს 78 ათასი ლ/წ პროდუქციას: საადრეო ( 5 აპრ) კარტოფილს 1,5ტ , პომიდორი 5ტ ,კიტრი 2ტ, ყველი 950კგ, საქონლის და ღორის ხორცი 570კგ . ბიოსასუქი 55მ3 ,ცხოველთა საკვები 19,7ტ. ბიოგაზი 1450მ3 ელ.ენერგია 18250 კვტ.სთ .

მცენარეთა სექცია (350მ2) ჩინური სათბურია სქელი კედლებით , ღამე დასაფენი საბნით (ა.ბიწაძის პატენტი GEU 20201967Y) მორწყვის სისტემით. ძლიერ ყინვაში თბება ბიოგაზის ღუმელით . ცხოველთა სექცია (60მ2) მიშენებულია სათბურის კედელზე. აქვს 4 ძროხის, ხბოების და 3 ღორის სადგომი, რძის ოთახი. ამრევი ავზი, ტამბური პულტით. ჰაერის ვენტილატორი. ბიოგაზის სექციაში (45მ2) არის 10მ3 პლასტმასის დანადგარი. აქვს ამრევი ავზის ტუმბო, ნახშირორჟანგის გამომყოფი, გაზგოლდერი, 38მ3 ბიოსასუქის ავზი. .ჰიდროპონიკის სექციაში (40მ2 ) იწარმოება შვრია ან ქერიდან 54კგ/დღე საკვები. ის ენერგეტიკულია.30%-დე ზრდის პროდუქტიულობას. აქვს მორწყვის, ოზონირების, ვენტილაციის კვანძები. ბიოსათბურის ფასია 196 ათასი ლ. ანაზღაურების ვადა 2,65 წელი. იცავს ბუნებას : ტყე არ იჩეხებ, არ ბინძურდება წყლები, ატმოსფეროში არ გაიფრქვევა მავნე გაზები.

საოჯახო ბიოსათბური ქმნის სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეთა ფენას, აწარმოებს დეფიციტურ ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს, ხორცს, განახლებად ენერგიით იცავს ბუნებას, დიდი რენტაბელობის გამო სახელმწიფომ სოფლიდან წასულებს უნდა აუშენოს 4 წლიანი განვადებით.

 

12 პატენტის ავტორი. სამხედრო ქარხნების მთ.ტექნოლოგი ავთანდილ ბიწაძე