ენერგოეფექტური სათბურები
რეპორტაჟი ჩვენს შესახებ აჭარის ტელევიზიის გადაცემიდან აგრორჩევები – 19.04.2015
.
ჩვენ ვამზადებთ სათბურებს რომელიც გამოსადეგია როგორც ეზოსა თუ გარემოში დასადგმელად ასევე მსხვილი სასათბურე მეურნეობის საწარმოებლადაც. სათბური ადვილად იწყობა და შესაძლებელია მისი შემდგომში გადაადგილებაც. გამოსადეგია როგორც მცენარეების გასაზრდელად, ასევე სოკოს მოსაყვანად და სხვა საწარმოო თუ საცხოვრებელი დანიშნულებებისთვის. სათბურის კარკასი წარმოადგენს რკინის ასაწყობ კონსტრუქციას და საფარად გამოყენებულია სასათბურე ფირი რომელიც 3-4 წელს ძლებს.
–
საწარმო სათბური
ასევე ვამზადებთ პოლიკარბონატის მასალისგანაც რომელიც 30-35 წელს ძლებს(მასალის შემომტანის ფასებში).
სექციის ზომები: 3,2 მ – 5,4მ – 3 მ სექციების მიხედვით შესაძლებელია სასურველი ფართობის აწყობა
ტელეფონი:
(+995) 599 15 27 05
–
–
სათბურის ადგილზე მონტაჟის ფოტორეპორტაჟი თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითსი გელა დადუნაშვილის მეურნეობიდან.
ასაწყობ დასაშლელი სათბურის ძირითადი ნაწილებია:1.გუმბათის ფერმა, 2-ფეხი, 3-გრძივი მილი, 4- ფუნდამენტის მილი, 5-ფირის დამჭერი მილი, 6-კარები, 7- ფანჯრები, 8-ფირი. ყველა ეს ნაწილები საწარმოში მზადდება და ფერმერს მიეწოდება. ამ ნაწილებისგან სათბურის აწყობა ფერმერს მოკლე დროში შეუძლია ჭანჭიკებით. უკეთესია თუ აწყობა წარმოების სპეციალისტების მონაწილეობით მოხდება.
–
სურ.1 სათბურის ძირითადი ნაწილი გუმბათის ფერმაა. ის სპეციალური სამარჯვით მზადდება და ამიტომ ყველა ერთმანეთის იდენტურია.
–
სურ.2 სათბურის დასამონტაჟებელი ადგილის მონიშვნის შემდეგ გუმბათის ფერმას ფეხებთან და გამრბჯენებთან ჭანჭიკებით აერთებენ.
–
სურ.3 შემდეგი ოპერაცია არის გუმბათის ფერმების ერთმანეთთან გრძივი მილებით დაკავშირება
–
სურ.4 საკვანძო ადგილია გუმბათის ფერმის ფეხებთან მიერთება, ფეხებზე გრძივი მილის დამაგრება, გუმბათისა და ფეხების
–
დამაკავშირებელი გამრბჯენი მილის დამაგრება. სათბურის მდგრადობისთვის ფეხები დახრილათ მონატაჟდებიან. სურ.5 ყველა ფერმის ფეხებთან და გრძივ მილებთან მონტაჟის შემდეგ სათბურის კარკასი ძირითადად აწყობილია.
–
სურ.6 კარკასი ტორეცზე შემდეგ იწყობა კარები, ხოლო ფეხების შემაერთებელ გრძივ მილებზე ფანჯრები.
–
სურ.7 ყველა ფეხზე ფუნდამენტში დასაბეტონებელი მილია მიერთებული. კარკასის მთლიანად აწყობის შემდეგ ყველა ფეხთან ითხრება ორმო, რომელშიც შემდეგ ბეტონი ჩაისხმება.
–
სურ.8 პირველად სათბურის კუთხის ფეხისთვის ამოითხრება ორმო. ყველა ფეხისთვის ორმოს ამოთხრის შემდეგ ორმოებში ჩაყენდება აწყობილი კარკასის ყველა ფეხი. კარკასი გასწორდება და ფეხები
–
დაბეტონდება. არ დაგავიწყდეთ ყველა ფეხის ძირში ბრტყელი ქვის დადება, რათა წლების განმავლობაში მიწაში არ ჩაიწიოს ფეხმა. სურ.9 კარკასის დაბეტონების შემდეგ მასზე გადაიფინება სათბურის ფირი. ის ცელოფანი არ არის, რომელიც მხოლოდ 3-4 თვე ძლებს. ეს ფირი არის 5 ფენოვანი, მეტად მტკიცე, არ იკეთაბს ცვარს, გამძლეა ულტრაიისფერი სხივებისთვის, სათბურში შეღწეულ სითბოს კარგად იჭერს და 4 წელს ძლებს.
–
სურ10. სათბურის ფირი კარკასზე ერთი-ორი დღე უნდა იყოს გადაშლილი საბოლოოდ დამაგრებამდე, რათა ყველა ნაოჭი გასწორდეს და ფირი კარგად დამაგრდეს.
–
სურ11. ამის შემდეგ ფირი სპეციალური დამჭერებით მაგრდება სათბურის კარკასზე და სათბური მზადაა ექსპლოატაციისათვის. ცხადია რომ თქვენ უკვე გაქვთ განსაზღვრული სათბურის გათბობის საშუალებები. ხოლო თუ გჭირდებათ ამ საკითხის გადაწყვეტაც მოგვმართეთ გათბობის ღუმელებისთვის: გაზზე, შეშაზე, ნახშირზე, საბურავებზე მომუშავე ღუმელები, მზით გამთბობელი, ქარის გენერატორით წყლის გამაცხელებლები, სხვადასხვა სიმძლავრის თბური ტუმბოები. ჩვენ ასევე დაგეხმარებით სათბურში წვეთოვანი სისტემების მოწყობისათვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ წყლის მცირე რაოდენობით სისტემატიურად მორწყათ სათბურის მცენარეები. სათბური არის აუცილებელი სოფლად მეურნეობის მომგებიანად და გარანტირებულად წამართვისთვის. თან დანახარჯებს პირველივე მოსავალზე ინაზღაურებს.
–
no images were found
–
დანამატი მოდულის სახით შესაძლებელია დამონტაჟდეს შიდა მოძრავი ფირის კონსტრუქციაც გასათბობი ფართობის შესამცირებლად, რაც უზრუნველყოფს ძირიდან მხოლოდ ჩითილის სიმაღლემდე მოცულობის გათბობას, მთელი სათბურის მოცულობის გათბობის ნაცვლად. რაც თავისთავად სათბურის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და მოსავლის მოყვანაც იაფი დაჯდება. გამომდინარე იქიდან რომ სათბური მოითხოვს მუდმივ ტემპერატურას, მისი გათბობისთვის სხვადასხვა მეთოდებს და დამატებით მოწყობილობებს გთავაზობთ: სათბურის გათბობა მზის, ქარის, და ბიოგაზის მეშვეობით
–
–
1. ბიოგაზის დანადგარი
2. ქარის გენერატორი:
ქარის გენერატორი მონტაჟდება სათბურის გარეთ, ის ელ-სადენებითაა დაკავშირებული სათბურის გათბობის სისტემასთან, და მის მიერ გამომუშავებული ელ-ენერგიის ხარჯზე ტენების მეშვეობით თბება თბოიზოლირებული წყლის ავზი. რომელიც შემდგომ სითბოს სათბურს გადასცემს.
ღუმელი წვავს 2-ჯერ უფრო ნაკლებ შეშას სტანდარტულებთან შედარებით, რაც კვამლის გარეთ გასვლამდე წვის კამერაში ცირკულირებით მიიღწევა.
–
3. მზის ვაკუუმ კოლექტორი (ზამთარშიც მომუშავე) ვამზადებთ მზით წყლის გათბობის სისტემებსაც ვაკუუმ მილების გამოყენებით. ეს მოწყობილობა ზამთარშიც და ღრუბლიან ამინდშიც უზრუნველყოფს წყლის გათბობას. რაც შემდგომში სათბურის გასათბობად გამოიყენება.
–
4. მარტივი მზის კოლექტორი (სათბურზე მიბმული)
–
–
კონსტრუქცია მარტივია და ბევრად იაფი მზის კოლექტორის დამზადებასთან შედარებით და იგივე ან მეტ ეფექტს იძლევა ფართობის შესაბამისად, რადგან გამოყენებულია იგივე სასათბურე იაფი ფირი სათბურის სამხრეთ კედლის გასწვრივ(შესაძლოა სეტყვადამცავი ბადეც ზემოდან), და მის შიგნით გრუნტზე დაფენილი პენოპლასტი(იმისთვის რომ სითბო არ შთანთქას გრუნტმა), ხოლო პენოპლასტზე შავი მატოვი საღებავით დაფარული ფოლადის 0,5მმ ფურცელი. მზე აცხელებს ფოლადის ფურცელს და ის კი ჰაერს, რომელიც სათბურში თვითდინებით გაედინება. ამით იზრდება ტემპერატურა სათბურში დამატებითი სამხრეთ ფართობის სიგანის შესაბამისად. შესაძლოა პენოპლასტის ადგილას დაბალი ორმოს ამოღება და წყლის რეზერვუარის ჩადგმაც სითბოს აკუმულირებისთვის, მისი ღამით გამოყენების მიზნით . თუ დაინტერესდებით შეგვატყობინეთ ტელეფონით ან საკონტაქტო ფორმის მეშვეობით
*
[contact-form 1 “Contact form 1”]
*
მისამრთი: ქ. თბილისი, გურამიშვილის 84ა (სარაჯიშვილის მეტროს წინ, წისქვილის გვერდით).
–
ტელეფონი:
(+995) 599 15 27 05
(+995) 555 31 01 05
0322 65 53 31
ელ-ფოსტა: info@bioenergy.ge