სათბურის მზით გამათბობელი

Lasha Bitsadze 14 Apr , 2016

მზით გათბობის სათბური     (ჩინური სათბური)

სოფლის მეურნეობის პროდუქცია გარანტირებულად სათბურში მიიღება. იქ მცენარეები დაცუნლი არიან ატმოსფეროს უპროგნოზო ზემოქმედებისგან.  ფერმერს    შეუძლია დაიცვას  საჭირო ტემპერატურა, დროზე მიაწოდოს წყალი, წამლები და გარანტირებულად მიიღოს დიდი მოსავალი.

 კიტრი, პომიდორი, მწვანილი, ყვავილები განსაკუთრებით ზამთარში ფასობს. ამისთვის სათბური  უნდა თბებოდეს.  გათბობის ხარჯი ჩვენ  პირობებში დიდა და  საექსპლოატაციო ხარჯის 70%-ს შეადგენს. ამას ემატება  სხვადასხვა კონსტრუქციის და საწვავის ღუმელების ფასები. ამიტომ  ჩვენ სათბურებში მოყვანილი პროდუქცია ძვირია და კონკურენციას ვერ უწევს თურქეთის და სხვა თბილ ქვეყნების  პროდუქციას.

ფოტო1. კასპის რ-ის სოფ.ქვემო ხანდაკი.100მ2 სათბური პოლიკარბონატის სახურავით და ასახვევი ფანჯრებით. „ბიოენერგია“ 2018წ

 

ჩინეთის ჩრდილოეთი რაიონები საქართველოს განედზეა და კლიმატური პირობები დაახლოებით თანაბარია.  30-40 წელია რაც  ამ რაიონებში ფართოდ გავრცელდა მზის ენერგიით გათბობაზე მომუშავე სათბურები. მათი რიცხვი უკვე ნახევარ მილიონზე მეტია. ამ სათბურების გრძელი გვერდი ჩრდილოეთითაა მიმართული, მყარი მასალითაა ნაგები და თბოიზოლირებულია. ასევეა  აღმოსავლეთის და დასავლეთის  გვერდები. ჩრდილოეთ გვერდთან მიმდებარე სახურავის ნაწილი შუქგაუმტარი და თბოიზოლირებულია.  სინათლე მხოლოდ  ფირით დაფარული  სამხრეთ გვერდიდან  შემოდის.  სათბურში დღისით შემოსული სითბო გროვდება  თბოიზოლირებულ კედლებში, სათბურის ნიადაგში და ღამით ეკონომიურად იხარჯება.

 

   ფოტო 3. ჩინური სათბური    

 

                 ფოტო 4. ჩინური სათბური ტამბურით. ფარდა ახვეულია.

 

ამისათვის  სათბურის ფირს ღამით ზევიდან დაეფინება თბოიზოლირებული ფარდა.  დილით ეს ფარდა აიხვევა.  ამით  მინუს 15 გრადუსის ყინვისას ეს სათბურები  ღამით პლიუს 15 გრადუსს სითბოს ინარჩუნებენ დღისით დაგროვილი სითბოს შენახვით.

 ჩინური სათბურის ნაკლია ის რომ ფარდა  ფირს ზევიდან გადაეხურება და მათ შორის არ არის ჰაერის თბოსაიზოლიაციო ფენა. ამით სათბურში სითბოს  შეკავება   ძირითადად დამოკიდებულია ფარდის თბოსაიზოლაციო თვისებებზე.  ჩინური  ფარდა სქელია და  ბრინჯის ნამჯისგან ამზადებენ. ამასთან  ყოველდღე სათბურის ფირზე ფარდის დაფენვა და ახვევა იწვევს  ფირის დაზიანებას . გარდა ამისა ქარში, წვიმაში და თოვლში ფირზე გარედან ფარდის დაფენვა მძიმე სამუშაოა და სპეციალურ ამძრავ მექანიზმს მოითხოვს.

ფოტო 5.  ჩინური სათბურის პრინციპული სქემა

 

„ბიოენერგიის“ კონსტრუქციის სათბური #ბიო737  (ფოტო6) ითვალისწინებს სათბურის ფირის ქვედა მხრიდან შავი ფერის გადასახური ფარდის დაფენვას მათ შორის ჰაერის თბოსაიზოლიაციო ფენის დატოვებით.  ფარდა ფირამდე არ მიუშვებს   სათბურიდან ამოსულ თბილი ჰაერს და არ გაატარებს ქვევიდან გამოსხივებულ  თბურ სხივებს.  ამ სქემით სითბოს დანაკარგები დამოკიდებულია ფარდის თბოგამტარობაზე და  და ფირამდე ჰაერის თბოგამტარობაზე  რაც ძალიან მცირეა.ფოტო6. „ბიოენერგია“-ს სათბურის პრინციპული სქემაამის გარდა სათბურის შიგნიდან გადასახური ფარდის გაშლა და დაკეცვა შესაბამისი კონსტრუქციული გადაწყვეტრილების გამოყენებით უფრო ადვილია და არ არის დამოკიდებული სათბურის გარეთ ქარზე, წვიმაზე, თოვლზე და ყინვაზე.

ნახ.6 „ბიოენერგია“-ს სათბურის პრინციპული სქემა

 

გადასაფარი ფარდის  გარეშეც ჩინური ტიპის  სათბურში სითბოს დანაკარგები გვირაბის ტიპის  სათბურთან შედარებით 60%-ით არის შემცირებული და სრული გათბობა მცირე სიმძლავრის ღუმელითაც შეიძლება. ჩინური სათბური შემდეგნაირად შენდება:

ფოტო7. ნიადაგის მოსწორების შემდეგ გეგმარის მიხედვით ითხრება კარკასის ორმოები

 

ფოტო 8. ამოთხრილ ორმოებში მონტაჟდება სათბურის კარკასი.

 

ფოტო 9. ჩრდილოეთის კედელი ბლოკით შენდება შემდგომი თბოიზოლიაციით.

 

ფოტო 10.ჩრდილოეთ კედელთან მიმდებარე სახურავი თბოიზოლირებული სენდვიჩებით იფარება.

 

ფოტო 11.სათბურის აღმოსავლეთ და დასავლეთ გვერდებიც ნაწილობრივ ან მთლიანად ბლოკითაა  აშენებული

 

ფოტო 12. ფერმერი არ დაელოდა  ფარდის  მონტაჟს,  დარგო პამიდორი და დააყენა    შეშის ღუმელი.  ამ სათბურს სითბოს მცირე დანაკარგები აქვს და  საშუალო შეშის ღუმელიც კარგად ათბობს.  ასახვევი ფარდას გაზაფხულზე დავუყენებთ. ამით ღუმელიც აღარ დასჭირდება.

 სათბურების 1მ2-ის  დამზადების საორიენტაციო ფასი (ლარი) შემდეგი:

დასახელება კარკასი და ფირი ასახვევი ფანჯარა სამშენებლო სამუშაო ვენტილატორის ვენტილაცია ასახვევი ფარდა გათბობის სისტემა ადგილზე მონტაჟი ჯამი ლარი
ჩინური სათბური 40 10 55 4 43 0 24 176
სულ ფირით დაფარული სათბური 63 10 0 4 0 45 12 134
პოლიკარბონატის სახურავის სათბური 75 10 0 4 0 25 18 132
  1. დასამზადებლად ყველაზე  იაფია  ჩვენთან გავრცელებული  ფირით დაფარული სათბური, მაგრამ  ყველაზე მეტ  საწვავს, ძვირ ღუმელებს  მოითხოვს გასათბობად. და სისტემატიურ ყურადღებაც მოითხოვს განსაკუთრებით ზამთარში.თუ  ზამთარში  არ თბება თოვლი არ ჩამოცურდება და სათბური ინგრევა ხოლნე. გატბობის დიდ ხარჯის გამო უმეტესობა ამ სათბურს ზამთარში არ ამუშავებს, რაც ფაქტიურად  აზრს უკარგავს.
  2.  პოლიკარბონატის სახურავიანი სათბურის დამზადება უფრო ძვირი ჯდება. მაგრამ გათბობის ხარჯი ნაკლები  ნაკლები აქვს და თანაც სეტყვისადმი გამძლეა. ღუმელს აქაც დიდი ყურადღება უნდა განსაკუთრებით ღამით
  3. გატბობის ხარჯი არ აქვს ჩინურ სათბურს. მას ღამით ყურადღება არ უნდა რაც  მეტად მნიშვნელოვანია. ორი წელში   აშენების ხარჯი იფარება  და პროდუქცია ყველაზე იაფი გამოდის.  სათბური  არ მოითხოვს საწვავის ხარჯს და არ აზიანებს ბუნებას. თუ ფერმერი  სამშენებლო სამუშაოებს თვითონ შეასრულებს მაშინ ეს სათბური ყველაზე იაფი გამოვა.

„ბიოენერგიის“ დირექტორი   ავთანდილ ბიწაძე

(+995) 599 15 27 05.  INFO@BIOENERGY.GE.  www. Bioenergy.ge

 


image1

სათბურის ხარჯის 60-70% გათბობაზე მოდის. გასათბობად სხვადასხვა საწვავი გამოიყენება. ყველას თავისი ფასი აქვს, მაგრამ იაფი არცერთია.
მზით გამათბობელი ბიო 525 გათბობის ხარჯს 40%-ით შეგიმცირებთ .
მზით გამათბობელი ბიო 525 სათბურს უერთდება სამხრეთის მხრიდან . სათბურის ცივ ჰაერს მზის ენერგიით ათბობს და გამთბარს უკან აბრუნებს. დღისით სათბურს როგორც წესი დამატებითი სითბოს არ სჭირდება. ამ დროს სათბურში შემავალი მილი იკეტება და გამათბობელი სითბოს აკუმულატორში აგროვებს. საღამოს შემავალი მილის გახსნით დაგროვილი სითბო სათბურში შედის. აკუმულატორად გამოყენებულია 25-50მმ ზომის ხრეში. მაგ. 100 მ2 ფართის ენერგოეფექტურ სათბურს -30 -დან +200 -მდე გასათბობად სჭირდება 12 ათასი კკალ/სთ სითბო. რაზეც 5კგ/სთ ანუ 50კგ/დღ,ე ანუ 1,5 ტონა/თვე შეშა იხარჯება. ბიო525 სათბურის გათბობაზე შეშის ხარჯს 40%-ით შეამცირებს.
მზით გამათბობელი ბიო525 -ის ტექნიკური მონაცემებია:
სიგრძე-2 მ, სიგანე-1,5მ, სიმაღლე სათბურის მხრიდან-1მ, ხოლო წინა მხრიდან 0,3მ,
სითბოს აკუმულატორის მოცულობა-0,95 მ3
სითბოს წარმადობა——-6,5ათასი კკალ/სთ
ელვენტილატორის სიმძლავრე 20 ვატი.
სითბოს აკუმულიატორის ტევადობა— 13500 კკალ.
საექსპლოატაციო ვადა-6 წელი.
ფასი-640 ლარი.
შენიშვნა: ფასში არ შედის ხრეშის და ადგილზე მონტაჟის ფასი.
მც.მეწარმე ‘ავთანდილ ბიწაძე 599 15 27 05 info@bioenergy.ge
თბილისი, მუხიანი, 1 მიკროსთან, გობრომიძის ჩიხი#15