ჩირის საშრობები

Lasha Bitsadze 29 Nov , 2009

ხილის საშრობი საწარმო, მზის ენერგიით

 

 

ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებს ხილის ჩირს. მოსახლეობაში სულ უფრო პოპულარეული ხდება ნატურალური ხილისგან დამზადებული ჩირის გამოყენება. ის დიდხანს ინახება და ფართოდ გამოიყენება. შრობით ხილში ჩერდება ლპობა, მცირდება ხილის წონა, შენახვის და სატრანსპორტო ხარჯი. ნებისმიერი ხილის ჩირი ფერმერის დიდი შემოსავლის წყაროა: ვაშლის , მსხალის, კომშის, ლერვის, ატმის,ხურმის, ყურძნის, მაყვალის, პომიდვრის, კივის,ასკილის, შინდის, საზამთროს, ნესვის და სხვა.

ბაღში თუ 50 კგ-დე ხილი მოგყავთ მისი შენახვა და მოხმარება ადვილია. ერთ-ორ კვირაში ოჯახში დესერტის სახით მიირთმევთ. ან მაგიდაზე გაშლილს ჩირად გააშრობ, ან ცოტა არაყს გამოხდით. თუ რამდენიმე კილო დაგილპება მისი გადაყრა სადარდებელი არ გაგიხდებათ. პრობლემა იწყება როდესაც დიდი ბაღი გაქვს და ხილის მოსავალი 4-5 და მეტი ტონაა. ამდენ ხილს ოჯახი საჭმელად ვერ მოერევა. უცებ ვერ გაყიდით ან გაყიდით ძალიან იაფად. პრობლემები მოგვარდება თუ გაქვთ „ბიოენერგიის“ კონსტრუქციის 1 ტონა ჩირის მზით საშრობი. იქ ვაშლის შრობა 1-3 დღეს გრძელდება, ქლიავის, ლეღვის, ატმის 4-5 დღე, ხურმის 7-8 დღე. ერთ თვეში 10 ტონა ვაშლს, ან 7 ტონა ქლიავს ან 4 ტონა ხურმას გააშრობთ ჩირად, რომლის რეალიზაცია მთელი წლის განმავლობაში შეგეძლებათ ადგილობრივ და საზღვარგარეთის ბაზრებზე.

საშრობი წარმოადგენს 12მ სიგრძის, 3მ სიგანის, 2,7მ სიმაღლის რკინის კარკასის კონსტრუქციას, რომელიც გარედან სასათბურე ფირითაა დაფარული, სიგანით 1.5მ სიგანის და 8მ სიგრძის საშრობი კამერაა რომელიც ასევე სასათბურე ფირითა არის დაფარული. სასათბურე კამერაში თავსდება 12ც თვლებიანი სტელაჟი. თითეულში 15ც 1*0.6მ ზომის ბადეებიანი თაროა. სულ 12ც სტელაჟში 180ც თარო ეტევა. ხილის გასასრობად საშრობის თავზე 0.5 კვტ სიმძლავრის ვენტილატორია დამონტაჟებული რომელიც საშრობს ჰაერს აწვდის.საშრობის მეორე ბოლოში საშრობ კამერაში 4ც ჰაერის ამრევი ვენტილიატორია დამონტაჟებული. სულ 1ტ საშრობის ელექტრული სიმძლავრე 1,7კვტია.ანალოგიური წარმადობის დენით საშრობს 24 კვტ ელ.ენერგია უნდა, რომლის მიწოდება სოფლის პირობებში პრობლემატურია. საშრობში ჰაერის შემავალი და გამომავალი სექციები ფილტრით და მწერების საწინააღმდეგო ბადით არის დაცული. მართვის პულტი უზრუნველყოფს ჰაერის ტემპერატურის და შრობის შერჩეულ რეჟიმით ავტომატიურ მუშაობას შრობის მთელი პერიოდის განმავლობაში.


ფოტო1.ფერმერ ვაჟა სიხარულიძის 1.3 ტონა ხილის მზით საშრობი ნატახტარში
ნატახტარი„ბიოენერგია“ 4 ოქტომბერი 2020წ

საშრობის მონტაჟი ბეტონის ფილაზე. ნატახტარი 22 სექტემბერი 2020წ

ფოტო2 საშრობის მართვის პულტი ვენტილატორების ტემპერატურით და ჩართვის დროს რეგულირებთ.
ნატახტარი.„ბიოენერგია“ 25 სექტემბერი 2020წ

ფოტო3. საშრობის შუაში განლაგებული საშრობი კამერა ხილით დატვირთული სტელაჟებით და ჰაერის ამრევი ვენტილატორებით
ნატახტარი.„ბიოენერგია“ 25 სექტემბერი 2020წ

ფოტო4. საშრობში შესასვლელი ტემბური. ნამუშევარი ჰაერის გამოსასვლელი ფილტრით.
ნატახტარი.„ბიოენერგია“ 25 სექტმბერი 2020წ

1ტ. ჩირის საშრობი. საგარეჯო.თოხლიაური.25 აგვისტო 2021წ

ხედი უკნიდან. საგარეჯო. თოხლიაური. 25 აგვისტო 2021

ბეტონის ფილაზე დაწყებულია საშრობის კარკასის მონტაჟი. საგარეჯო. თოხლიაური. 2021წ. 25 აგვისტო

მიმდინარეობს საშრობის მონტაჟი. საგარეჯო. თოხლიაური 25 აგვისტო 2021წ

მიმდინარეობს პულტის რეგულირება. საგარეჯო. სოფ. თოხლიაური. 28აგვისტო 2021წ

გამოგონების ავტორია ავთანდილ ბიწაძე. საშრობი მზადდება კავშირ „ბიოენერგია“-ს საწარმოში 10-15 დღეში. მონტაჟი ხდება დამკვეთის ტერიტორიაზე წინასწარ გამზადებულ ბეტონის ფილაზე, რომლის გაბარიტებია: სიგრზე 12მ, სიგანე, 4მ, სისქე 0.2მ. ადგილზე მონტაჟის დრო 3-4 დღე.პულტის მონტაჟს და გამოცდას 1 დღე .

ასევე შეგვიძლია დაგიმზადოთ 3, 4 ტონა ხილის მზით საშრობი. ასევე ვამზადებთ ინფრაწითელი სხივებით საშრობები. სუპერმარკეტ ფრესკოს დავუმზადეთ სხვადასხვა წარმადობის (15, 25, 50 კგ) დენით საშრობები. ამჯამად „ფრესკო“ თავის ქსელის სუპერმარკეტებში ყიდის ამ საშრობებში დამზადებულ ვაშლის ჩირს (ფასი 2,8ლარი/0,1 კგ)
კონსულტაციებისა და შეკვეთებისთვის მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი. მუხიანი. ალეკო გობრონიძის ჩიხი #11.

ფოტო გალერეა

 

მობ:
599 15 27 05 
599 45 00 00

ელ-ფოსტა
info@bioenergy.ge
www.bioenergy.ge

___________

მზის ჩირის საშრობი

საინტერესო გადაცემა ჩირის წარმოებაზე აჭარის ტელევიზიიდან

ჩირი ადამიანის სრულფასოვანი საკვებია, შეიცავს ახალი ხილის ყველა  სასარგებლოს ნივთიერებას. მისი  მიღება მეტად მნიშვნელოვანია ზამთარში და გაზაფხულზე. ჩირი მნიშვნელოვანია დიაბეტიანებისთვისაც, რადგან   ფრუქტოზით ჩაანაცვლებს  შაქარს.
rsz_1chiri

ჩირი ერთ წელს ან მეტსაც ძლებს და ხილის მთელი მოსავალს უფრო სარგებლიანად მოიხმართ ან გაყიდით.

ჩვენი ჩირის საშრობი   საშუალებას გაძლევთ ენერგიაზე ხარჯის გარეშე მიიღოთ მაღალი ხარისხის ჩირი 2-3 დღის განმავლობაში.

50 კგ  საჩირედან 1 შრობაზე მიიღებ 10 კგ ვაშლის, მსხლის, ქლიავის ჩირს, 15კ კოროლიოკის და ხურმის ჩირი. ასევე  ყველა სხვა ხილის ჩირს- ლეღვი,ს პომიდორის და საზამთროსაც  კი. შეგიძლიათ  დაამზადოთ ძვირად ღირებული სამკურნალო ბალახები.

14

50 კგ ჩირის საშრობის გაბარიტებია: სიგანე 1,5მ, სიგრძე-2,4მ, სიმაღლე 2მ, წონა 90 კგ. დაკომპლექტებულია 20ც თაროთი.

50, 25,10 კგ წარმადობის ჩირის საშრობის – ფასები შეთანხმებითაა.:  

”ბიოენერგიის” დირექტორი ავთანდილ ბიწაძე

599 15 27 05

ხილი, ბოსტნეული და სოკო ძვირფასი მაგრამ მალეფუჭებადი პროდუქტებია. მომხმარებელი მას მცირე რაოდენობით იძენს, მომყვანი კი ვერ ახერხებს მოსავლი დროზე გაყიდვას.

ჩვენი საშრობი არის დახურული კონსტრუქცია სადაც მზის გარდა ვერ აღწევს წვიმა ქარი და მწერი. გასაშრობი ჩირი თავსდება საშრობში სრულ გაშრობამდე. მუშაობს მზის ენერგიით. შრება 40-70 გრადუს ტემპერატურაზე 1-3 დღეში. ამ დროს პროდუქტი ვერ ასწრებს დალპობას. ამიტომ შეგიძლიათ აწარმოოთ ნებისმიერი ხილის ჩირი.
საშრობთან ერთად უფასოდ შეგასწავლით მაღალხარისხიანი ჩირის  ტექნოლოგიას. მის მიხედვით დამზადებული ჩირი არ შავდება და ინარჩუნებს ბუნებრივ ფერს.
ჩვენი ხილი მოწონებით სარგებლობს უცხოელებში, რადგან არ არის სასუქებით გაჯერებული. ასევე იქნება ამ ხილით დამზადებული ხარისხიანი ჩირი.

შეიძინეთ ჩვენი ჩირის საშრობი და გაზარდეთ ამით თქვენი ოჯახის შემოსავლი.

ასევე შეგვიძლია ინდივიდუალურად თქვენი მოთხოვნილი წარმადობის და ზომების ჩირის საშრობის დამზადებაც

მზით ჩირის სტაციონალური საშრობი

image004

საქართველო ხილის ქვეყანაა. ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი, გარგარი, ლეღვი, ალუბალი ყველგან მოდის და თანაც დიდი რაოდემობით. ვაშლის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე  30-35 ტონას აღწევს, მსხლის-20-25 ტონას.  ქლიავის  4,5-5 ტონას ატმის ერთი ხისგან 20-40 კგ ნაყოფი იკრიფება. ხურმის ხე საშუალოდ 40-50 კგ-ს იძლევა.  1 ჰა ბალიდან 4-5 ტონა მიიღება, საზამთროს მოსავალი 15-20 ტონა/ჰა აღწევს.

image005

image007

ბევრ ფერმერს და მეურნეობას  1 და მეტი ჰა  ბაღი აქვს. მათი მთავარი პრობლემა მოსავლის  რეალიზაციაა. მოყვანილი ხილი დიდხანს არ ინახება,  ხშირად უფუჭდებათ და  იძულებული არიან დაბალ ფასად გაყიდონ. ქლიავი  10-15 დღეზე მეტ ხანს ვერ ინახება, შემდეგ ლპობას იწყებს. ასევეა ლეღვი და ატამი. უფრო დიდხანს 2-3 თვემდე ძლებს ვაშლი და მსხალი. მაგრამ ამ ხნის მანძილზე მისი 15-20% ლპება და გადასაყრელია.

group of fresh figs

image011 image013

1 ჰა  ბაღიდან მიღებული  5 ტონა ქლიავის  საშუალოდ 1,5 ლ/კგ გაყიდვით მიიღება 10,5 ათასი ლარი. ფერმერს შეუძლია მცირე რაოდენობა უფრო ძვირადაც  გაყიდოს მაგრამ 5 ტონას ვერ გაყიდის, რადგან გაყიდვა დროში გაეწელება და ქლიავი დაულპება. იძულებული ხდება  გაუყიდავი ქლიავისგან არაყი გამოხადოს, რასაც  მცირე შემოსავალი აქვს. 5 ტ. ქლიავიდან  მიიღება 1 ტ. ჩირი, რომლის საშუალო ფასი  არის 16ლ/კგ. მისი გაყიდვით 16 ათას ლ. მიიღება, ანუ  52%-ით  მეტს ვიდრე  ნედლი ქლიავის გაყიდვით. თანაც ჩირი არ ფუჭდება და გაყიდვა შეიძლება 1 წლამდე გაგრძელდეს.

image015

image016

საშრობში შეგიძლიათ ყურძნისგან და ალუბლისგან ქიშმიშის მიღება

ჩვენი მზით ჩირის საშრობი #ბიო508 მხოლოდ 50 კგ ხილს იტევს. მას 1 თვეში   300-500 კგ ხილის  გაშრობა შეუძლია, რაც მცირე ფერმერებისთვის მისაღებია. საშუალო და მსხვილი ფერმერების მოსავალი კი 5 ტონას და მეტს აღწევს. მათ  სჭირდებათ  დიდი საშრობები, რომლებიც 1 შრობაზე  500-700 კგ ხილს აშრობენ და თვეში 3,5-5ტ ხილს გადაამუშავებენ.

image018

დიდი რაოდენობის ჩირის მიღება შეიძლება  მზით ჩირის სტაციონალურ საშრობში #ბიო510.

DSCN8468

img_20161012_173049

DSCN8465

—–

ხურმის საშრობი

ეს საშრობი მუშაობს მზის ენერგიაზე 3-4 თვის განმავლობაში. უკანა ჩრდილოეთი და გვერდითი კედლები ბლოკითაა აშენებული, გარედან მობათქაშებულია, შიგნიდან კი თბოიზოლირებულია. იატაკი დაბეტონებულია და თბოიზოლირებულია. სამხრეთი გვერდი დაფარულია სასათბურე ფირით. საშრობის ვენტილიაცია ხდება 16ც ფ150მმ და 2მ სიმაღლის მილებით, რომლებიც საშრობის კარკასზე  მდგრადობისთვის ტროსითაა დამაგრებული. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი მასალებით და მუშებით სრულდება ჩვენი საავტორო ზედამხედველობით.  ხილის თაროები  წინა გვერდთან ახლოეს განლაგებულ მიმმართველებზე ლაგდება.ამით ისინი მზის სხივებს  პირდაპირ ღებულობენ და  ჩქარა შრებიან. ამ საშრობში ტყლაპი 2 დღეში შრება.

image020

image022

მზით ჩირის სტაციონალური საშრობის ტექნიკური-ეკონომიური მონაცემებია:

1.ერთი შრობის  ხილის ტევადობა–600 კგ

  1.  შრობის ხანგრძლიობა 2-4 დღე
  2. შრობის სეზონის ხანგრძლიობა-3-4 თვე
  3. ჰაერის ვენტილიაციია-ბუნებრივი

5 საშრობის  გაბარიტები:

5.1 სიგანე –4,8მ

5.2 სიგრძე-19,3მ

5.3 სიმაღლე-3,3მ

5.4 სიმაღლე სავენტილიაციო მილებიანად 5,2მ

  1. ხილის გასაშრობი თაროების რ-ბა-247
  2. თაროების სატრანსპორტო ურიკები-5
  3. მომსახურე პერსონალი-4 ადამიანი

9 ჩირის საშრობის მთლიანი ღირებულებაა დღგ-ს გარეშე – 25 ათასი ლარი.

  1. მთლიანი ღირებულებიდან სამშენებლო სამუშაოებია-9 ათასი ლარის.
  2. შრობის სეზონის ხანგრძლიობა-3 თვე
  3. სეზონში გადამუშავებული ხილის რ-ბა-18,5 ტონა
  4. სეზონში მიღებული ჩირის რ-ბა-3,7 ტონა
  5. საკუთარი ხილის ჩირის რეალიზაციით ხარჯის ანაზღაურების ვადა –10 თვე.
  6. ნაყიდი ხილით ხარჯის ანაზრაურების ვადა-1,8 წელი.

შრობის სეზონი შეიძლება გახანგრძლივდეს-6თვემდე მზის გარდა დამატებითი სითბოს წყაროს გამოყენებით. ეს შეიძლება იყოს გაზზე, ან შეშაზე მომუშავე ღუმელი საჰაერო ბოილერით. ის საშრობის გარეთ იქნება დამონტაჟებული  და საშრობში 60-70 გრადუსამდე ჰაერს მიაწვდის.

ზამთარში და გაზაფხულზე  ეს საშრობი შეიძლება გამოიყენოთ სათბურად ჩითილებისა და საადრეო ბოსტნეულის მოსყვანად. ამ შეთხვევაში მცენარეთა ნიადაგი ცელოფნის პარკებში იქნება მოთავსებული  მათზე წვეთოვანი მოწყვის სისტემის დამონტაჟებით.

image024

ჩირის ბიზნესი მომგებიანია და ის უნდა განვითარდეს საქართველოში ქვეყნისა და მოსახლეობის სასიკეთოდ. სომხეთს ხილის  გაცილებით ნაკლები პოტენციალი აქვს. მაგრამ ჩირის წარმოება მეტად განვითარებული აქვთ და წელიწადში მარტო ექსპორტისთვის  1000 ტონაზე მეტ ჩირს  აწარმოებენ.

”ბიოენერგია” 2015 წ

 

 

 

 

 

 

 

ფასები

N დასახელება  ერთეული სასრობში ხილის ტევადობა კგ 
10 25 50 70 200 500 1000
1 ჩირის გამოსავალი:                
2 ვაშლი, მსხალი კგ 2 5 10 14 40 100 200
3 ლერვი, ქლიავი,ატამი ხურმა კგ 2,4 6,0 11,9 16,7 47,6 119,0 238,1
4 შრობის დრო                
5 ვაშლი, მსხალი დღე 1-2 1-2 1-2 1-2 1,0 1 1
6 ლერვი, ქლიავი,ატამი  დღე 3-4 3-4 3-4 3-4 2 2 2
7 ხურმა მრგვლათ გათლილი დღე 7-8 7-8 7-8 7-8 3 3 3
8 თაროების რაოდენობა                
9 ზომით 67X900 4 10 20 28      
10 ზომით 1000X1000         32 84 168
11  საშრობის კონსტრუქცია:                
12 კოლექტორით და  კარადით + – + + + + + + +
13 ტუნელური ტიპის + –
14 ვენტილატორების სიმძლავრე ვატ 0,025 0,025 0,05 0,1 0,3 1 1,5
15 2 კვტ-ანი ელექტრო კლორიფელის რ-ბა 0 1 2 2 3 4 5
16 გაბარიტები                
17 სიგრძე 1,3 3 3 3,6 4,1 4,8 8
18 სიგანე 0,75 0,75 1,47 1,47 2,16 2,6 2,6
19 სიმაღლე 1,3 2,2 2,2 2,58 2,19    
20 ფასი ლარი 800 1500 2400 3400 5600 9200 15600
21 6.05.20 ლარის კურსი 1:3,199              
       
  “ბიოენერგია” info@bioenergy.ge        599 15 27 05 თბილისი. მუხიანი. ალეკოგობრონიძის ჩიხი 11

  – ჩირის დამზადების ტექნოლოგია.pdf   –   გადმოწერა

ტელეფონი: 599 152705

ან  მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით

[contact-form 1 “Contact form 1”]strong

One Comment on “ჩირის საშრობები

  1. ზურაბ ჩიხლაძე

    April 25, 2020 at 11:32

    მოგესალმებით.
    დაინტერესებული ვართ, პირველ ჯერზე ქლიავის ჩირის დამზადებით და თქვენი დანადგარების შეძენით.
    გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სრულყოფილი ბიზნეს გეგმა, 5 ტონა და 10 ტონა ჩირის წარმოებისთვის. 200 კგ-ანი საშრობი დანადგარის გამოყრენებით, “აწარმოე საქართველოში” წარსადგენად.
    პატივისცემით,
    ზურაბ ჩიხლაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.