4 ტონა ჩირის მზით საშრობი

Lasha Bitsadze 11 Mar , 2018

საქართველოში ყველაზე დიდი   ჩირის მზით საშრობი

მისი ტევადობაა 4 ტონა ხილი. ერთ შრობაზე მიიღება 800 კგ ჩირი.  საშრობში  ტემპერატურა ივნის-აგვისტოში 70-75 გრადუსს აღწევს, სექტემბერ-ოქტომბერსში 50-55 გრადუსს, ნოემბერში-40-45. ვაშლი, მსხალი-2-3 დღეში შრება. ქლიავი,  ატამი, ლეღვი, ჩურჩხელა,  პომიდორი, მაყვალი, ასკილი, პანტა-4-5 დღეში,  ხურმა-7-10 დღეში. ასევე შესაძლებელია ჩაის შრობაც.

საშრობის ძირითადი კვანძებია: მზის კოლექტორი, შრობის კამერა, ვენტილაციის სისტემა, ელექტრული მართვის პულტი.

სახურავზე მოთავსებულია 18მ სიგრძის და 4მ სიგანის 2ც მზის კოლექტორი  ეფექტური სითბოს დამჭერებით. ის მზისგან აგვისტოში-628 კვტ სითბოს  გამოყოფს:, სექტემბერში-480 კვტ, ოქტომბერში-359 კვტ, ნოემბერში-189, ხოლო დეკემბერში 150 კვტ-ს.

 

მეორე სართულზე 3000მ3/სთ წარმადობის ვენტილაციის სისტემაა მოთავსებული  ELK15030E210 მარკის დამბერავი, გამომწოვი ვენტილიატორებით,  რეკუპერატორებით, 15 კვტ სიმძლავრის vbr70-40-3 მარკის 4ც ელექტრო კალორიფელებით. რეკუპერატორი, საშრობიდან გამოსულ ჰაერის სითბოს გადასცემს მზის კოლექტორში შემავალ ახალ ჰაერს.

 

პირველ სართულზე 5მ სიგანის, 20მ სიგრზის, 2მ სიმაღლის თბოიზოლირებულისაშრობი კამერაა სადაც ეტევა 36ც თვლებიანი სტელაჟი 360 თაროთი.

საშრობ კამერასთან ხილის მოსამზადებელი უბანია, სადაც ხდება ხილის გარეცხვა, გათლა, დაჭრა, თაროებზე და სტელაჟებზე განლაგება,გოგირდის კამერაში დამუშავება და საშრობ კამერაში მოთავსება.

ელექტრული მართვის პულტი უზრუნველყოფს ავტომატიურ რეჟიმში შრობის პროცესს.

 

ეს საშრობი სისტემა დავუმზადეთ და ავამუშავეთ 2017წ თელავის რ-ის სოფ შალაურში ფერმერ  გელა გაგნიძეს.

info@bioenergy.ge. თბილისი ,მუხიანი. გობრომიძის ჩიხი #11 „ბიოენერგია“ 557480954, 599152705

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1. საშრობის სახურავზე მზის კოლექტორები მოჩანს. თელავის რ-ნი. სოფ. შალაური. 2017წ „ბიოენერგია“ შპს „ჩიხა“

 

 

 

 

 

 

 

  1. სახურავზე 2ც მზის კოლექტორია სითბოს ეფექტური დამჭერებით: მისი სიგანეა 4მ, სიგრძე 18მ, სიმაღლე 0,75მ .

 

 

 

 

 

 

 

  1. მეორე სართულზე განლაგებული ვენტილაციის სისტემა

 

 

 

 

 

 

 

4, ვენტილაციის სისტემაში ჩართული სითბოს რეკუპერატორი

 

 

 

 

 

 

 

 

5, თბოიზოლირებულ ვენტილიაციის სისტემაში ჩართულია 60 კვტ სიმძლავრის  ელ.კალორიფელი ცივ ამინდში მზის კოლექტორიდან გამომავალი ჰა ერის  ელექტრო პულტიავტომატიურად დამატებით გასათბობად.

 

 

 

 

 

 

 

  1. ელექტროპულტს არეგულირებს „ბიოენერგიის“ სპეციალისტი გოჩა შავიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

7, თბოიზოლირებულ  საშრობ კამერაში ეტევა 36ც თვლებიანი სტელაჟი და მათში მოთავსებული  360 თაროზე განლაგებული 4ტ გასაშრობი ხილი.

 

 

 

 

 

 

 

8, ხილის მოსამზადებელ უბანში სამუშაო იწყება ხილის გარეცხვით.

 

 

 

 

 

 

 

 

9, შემდეგ ხდება ხილის გათლა

 

 

 

 

 

 

 

 

10, გათლილ ხილს მუშები დამატებით ასუფთავებენ

 

 

 

 

 

 

 

 

11, გასუთავებულ ხილს ალაგებენ თაროებზე და შემდეგ თვლებიან სტელაჟებში.

 

 

 

 

 

 

 

 

12, დაჭრილი  ხილით დატვირთულ სტელაჟებს 5-10 წუთით ათავსებენ გოგირდის კარადაში  გოგირდის ბოლით  ხილის ფერის შენარჩუნებისა და სტერილიზაციისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

  1. საშრობ საწარმოს მაცივრებით აღჭურვილი საწყობი აქვს გასაშრობი ხილის შესანახად.

 

 

 

 

 

 

 

 

  1. მიღებულ ჩირს ინახავენ სპეციალურ გერმეტიულ პლასტმასის ყუთებში და ამზადებენ რეალიზაციისათვის.

 

თბილისი ,მუხიანი. გობრომიძის ჩიხი #11 „ბიოენერგია“ 557480954, 599152705

info@bioenergy.ge.

 
შეგიძლით დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით
და მოკლე დროში დაგიკავშირდებით ელ-ფოსტით ან ტელეფონით

[contact-form-7 id=”793″ title=”Contact form 1″]