ჩვენი ორგანიზაცია „ბიოენერგია“ დარეგისტრირდა 2000 წელს მზის, ბიომასის,
ქარის, წყლის განახლებადი ენერგიების გამოსაყენებლად. ამ მიზნისთვის
ვაწარმოებთ საკვლევ-საკონსტრუქტორო და საწარმოო სამუშაოებს,
დაკომპლექტებული ვართ კვალიფიციური კონსტრუქტორებით და მუშებით.
გვაქვს საჭირო დაზგა-დანადგარებით აღჭურვილი საკუთარი საწარმო.
მუშაობის 20 წლის განმავლობაში შევიმუშავეთ და ყველა რეგიონში ავაშენეთ
250ც ბიოგაზის დანადგარი, ლტოლვილებისთვის, ფერმერებისათვის, შსს
სამინისტროს , პოლიციისთვის და მოსახლეობისთვის დავამზადეთ გაუმჯობესებული
მონაცემების მქონე, 800ც სავანური შეშის ღუმელი, სათბურების ღუმელი,
დავამზადეთ 30-ზე მეტი მზით ჩირის საშრობი 25, 50, 100, 500,1000კგ და 4ტ
ხილის საშრობად.
აქტიურ საკონსტრუქტორო საწარმოო სამუშაოებს ვასრულებთ
სხვადასხვა სათბურებზე, მათ შორის დაპატენტებულ ე.წ. ჩინურ სათბურზე
რომელსაც გათბობა არ სჭირდება.
ასევე ვამზებთ სხვადასხვა მეტალოკონსტრუქციებს, ასაწყობ-
დასაშლელ საწყობების სტელაჟებს. ისინი დავუმზადეთ გარდაბნის
თბოელექტრო სადგურს, პსპ-ს და სხვების აფთიაქებს, თიბისის,
საქართველოს ბანკს, ტაობანკს, თბილისის და ბაკურიანის სასტუმროებს,
კომპანია LG-ის და სხვებს. მიღებული გვაქვს 10-დე პატენტი.
გემსახურებით იდეის დონეზე, პროექტის დონეზე. ლითონის დონეზე. ჩვენი
განუსაზღვრელ შესაძლებლობათა კარი ყველასთვის ღიაა.