მთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარება მზის სათბურების
გამოყენებით

1. არსებული მდგომარეობის ანალიზი
რძე და ხორცი ყველაზე ღირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია; სამეგრელო ზემო სვანეთს, რაჭა -ლეჩხუმს, ზემო იმერეთს, მთა-თუშეთს, სამცხე-ჯავახეთს და სხვა მთიან რეგიონებს მეცხოველეობის განვითარების დიდი რესურსი აქვთ. მათი ტერიტორიის 60-70% ბუნებრივ სათიბ-საძოვრებს უკავია. იქ 30 წელია ნაყოფიერების ასამაღლებლად არ გამოყენებულა მინერალური სასუქები, ჰერბიციდები და სხვა ქიმიური ნაერთები, რაც ბიოლოგირად სუფთა პროდუქციის წარმოების საფუძველია. დღეს მრავალი ქვეყანა დაინტერესებულია ორგანული სასოფლო–სამეურნეო წარმოებით. IFOAM-ის მონაცემებით 2020 წლისათვის ეკოპროდუქტების ბაზარი მოსალოდნელია 65-67-დან 200-250 მლრდ.$-დე გაიზარდოს. ეკოლოგიური მეცხოველეობის განვითარებით შეგვიძლია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები მივიღოთ.
მაგრამ დღეს საქონლის სულადობა მკვეთრადაა შემცირებული. 1990წ საქონლის სულადობა 4.287 მლნ სული იყო. 2011 წ 1,823 მლნ -დე შემცირდა. 2019 წელს 0. 955 მლნ. სული გახდა. ანუ 1990წ-თან შედარებით 4.5-ჯერ შემცირდა. პარალელურად იზრდება საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების იმპორტი. ქვეყანაში საქონლის ხორცით თვითუზრუნველყოფის დონე 71% არის. ხორცის იმპორტი მთლინი მოხმარების 29%-ია. მთავარი მიზეზი ზამთარში საკვების დეფიციტია;
1992-1993 წწ-ში კერძო საკუთრების განვითარების მიზნით გააუქმეს კოლმეურნეობები, მათი ტექნიკა ჯართად დაანიავეს, მიწები დაანაწევრეს. ეხლა1 ჰა-დე მიწას ფლობს მოსახლეთა 73.1%, 5 ჰა-დე – 25.5%, ხოლო მოსახლეობის 1,4% ფლობს 5ჰა მიწას. მცირე ფართზე ტრადიციული მეთოდით სამყოფ საკვებს ვერ მოიყვან. ფერმერები მსხვილფეხა პირუტყვს ხარისხიან საკვებს ვერ აძლევენ. ამიტომ დაბალია წველადობა და კონკურენტუნარიანი ხორცის წარმოებაც. დეკემბერიანვარში მასიურად იკვლება პირუტყვი, რადგან გამოკვება რთულია. ფერმერები მხოლოდ აუცილებელ, მეწველ საქონელს იტოვებენ.
მთიან რეგიონებში ზამთარში საქონლის მაღალხარისხიანი საკვებით უზრუნველყოფა მკვეთრად გაზრდის საქონლის სულადობას და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებას.
II. ჰიდროპონიკის ისტორია


ჰიდროპონიკა მწვანე მასის წარმოების ახალი ტექნოლოგიაა და მესაქონლეობის მკვეთრად ზრდის საშუალებას იძლევა. ის ამერიკაში შეიქმნა მე-20 საუკუნეში. დადგინდა რომ ჰიდროპონიკით დამუშავებულ მარცვლეულს ცხოველები უკეთესად ითვისებენ ვიდრე მთლიანს ან დაღერღილს. მცენარეთა სწრაფი ზრდით, სივრცის ეკონომიით, წყლის ეფექტურად გამოყენებით, მავნებლებზე კონტროლით ჰიდროპონიკა წამყვანი ტექნოლოგია გახდა ამერიკის, ჩინეთის, კანადის, ჰოლანდიის და სხვა ქვეყნებისთვის. ისრაილში მწვანე მასის 80% ამ ტექნიოლოგიით მოყავთ. ჰიდროპონიკით შეიძლება ასობით ტონა მოსავლის მიღება.
ჰიდროპონიკა იდეალური გადაწყვეტილებაა ექსტრემალურ პირობებში პროდუქციის წარმოებისთვის. ანტარქტიდაში გერმანელებნა ჰიდროპონიკით 9 თვეში 268 კგ ბოსტნეული მიიღეს 12,5 მ2 ფართზე. დაგეგმილია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და შემდგომ მარსზე ბოსტნეულის წარმოება.
ჰიდროპონიკა ბერძნულია: ჰიდრო „წყალი“ და პომოს „შრომა“. მას ადამიანები ადრეც იყენებდნენ. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 600 წლის წინ ბაბილონის ბაღები ჰიდროპონიკით იზრდებოდნენ. ამით ზრდიდნენ მექსიკელი აცტეკები მე-10, მე-11 საუკუნეში მცურავ ფერმებს. მე-13 საუკუნეში მარკო პოლომ ჩინეთში ნახა მცურავი ბაღები.
გაეროს ორგანიზაციის ФАО-ს მონაცემებით 2050წ-ს საკვებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზრდება. სახნავ-სათესი ფართობების და წყლის უკმარისობის პირობებში ჰიდროპონიკამ უნდა დაფაროს ეს მოთხოვნილება.
III. ჰიდროპონიკის მწვანე მასის თვისებები
მზის სათბურში სითბოა. მასში დამონტაჟებული ჰიდროპონიკით მთელი წლის განმავლობაში იწარმოება ბოსტნეული, პარკოსანი და მარცვლეული კულტურები. საქონლისთვის უმთავრესია შვრია, ქერი, სიმინდი, ჭვავი, ბარდა. ზამთარში საქონელი იკვებება ზაფხულში დამზადებული დაძველებული საკვებით. ჰიდროპონიკით კი ზამთარში შეიძლება ისევე ეფექტურად ვკვებოთ, როგორც ზაფხლში. ჰიდროპონიკის შედარება მიწათმოქმედებით დამუშავებით მიღებულ მოსავალთან ნაჩვენებია ცხრილში 1.
ცხრილი 1
საფურაჟე ქერის და ჰიდროპონიკის მწვანე მასის საკვები თვისებების შედარება | ||||
მაჩვენებელი
| შემცველობა 1კგ მშრალ მასაში | |||
საფურაჟე ქერი | ჰიდროპონიკის მწვანე მასა | |||
მოცულობითი ენერგია, МДж | 10,7 | 12,0-13,7 | ||
ნედლი პროტეინი გრამი | 106,15 | 136,87-178,00 | ||
ლიზინ მილიგრამი | 4,87 | 7,36 | ||
მეტიონინი, მილიგრამი | 1,59 | 2,21 | ||
სერინი, მილიგრამი | 0,49 | 5,89 | ||
ცისტიმი მილიგრამი | 1,25 | 1,47 | ||
შაქარი გრამი | 5,6 | 206,03 | ||
ნედლი ცხიმი, გრ | 23,56 | 46,36 | ||
ნედლი უჯრედოვანა, გრ | 48,26 | 76,62 | ||
კალციუმი, გრ. | 0,79 | 1,47 | ||
ფოსფორი გრ | 2,85 | 4,42 | ||
მაგნიუმი, გრ | 1,05 | 1,47 | ||
ნატრიუმი, გრ | 0,11 | 0,25 | ||
ცინკი მილიგრამი | 26,25 | 54,53 | ||
სელენი, მილიგრამი | 0,05 | 0,29 | ||
ვიტამინი В1, მილიგრამი | 0,78 | 3,68 | ||
ვიტამინიВ2, მილიგრამი | 1,25 | 8,90 | ||
ვიტამინი В6, მილიგრამი | 1,27 | 8,09 | ||
ვიტამინი Е, მილიგრამი | 13,7 | 25,75 | ||
კაროტინ, მილიგრამი | 3,25 | 21,12 | ||
|
ჰიდროპონიკის მწვანე მასა იაფია კომბიკორმზე და თივაზე. მათ ცხოველები კარგად ითვისებენ. ჰიდროპონიკის დადებითი ეფექტები შემდეგია:
ცხოველების პროდუქცია (რძე, ხორცი, კვერცხები ) იზრდება 25-30%-ით. ღორების გასუქების დრო 2-ჯერ მცირდება. ქათმები 2 კვირაში ზრდიან კვერცხმედებლობას.
საჭმლის მონელების სისტემა აქტიურდება, ორგანიზმი ახალგაზრდდება.
მცირდება პრემიქსების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, ვეტერინალური პრეპარატების, ანტიბიოტიკების გამოყენება.
ახალი მწვანე მასიდან საჭირო ვიტამინების და მიკროელემენტების მიწოდებით საქონელს უძლიერდება სხვადასხვა ავადმყოფოებისადმი იმუნიტეტი. უმცირდება ინფექციური მასტიტით დაავადება.
ხბოები ჩქარა იზრდებიან. საქონელი სრაფად მატულობს წონაში. 1-1,5 თვით უმცირდება უნაყოფობის პერიოდი, ეზრდება გამრავლების უნარი.
მნიშვნელოვნად უმჯობესდება საქონლის გარეგნობა, კანი ჯანსაღად გამოიყენება, თმები ხდება უფრო გლუვი და რბილი.
გარდა ამისა:
განთავისუფლებულ სახნავ მიწებს ფერმერი გამოიყენებს დამატებითი მოგების მისაღებად.
ჰიდროპონიკის 1 მ2-დან ფართიდან 7-8 დღეში მიიღება 28-30 კგ მწვანე მასა.
ჰიდროპონიკის მწვანე მასის წარმოებით მცირდება ტრაქტორების, გუთნების, სათიბების მოხმარება . მცირდება შესანახი საკვების რაოდენობა ვინაიდან ის იწარმოება ყოველ დღე.
IV. ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის აღწერა.
მწვანე მასის საწარმოებელი ჰიდროპონიკის დანადგარი შედგება სტელაჟებისგან, თაროებისგან, წყლის ბაკისგან, ტუმბოს სისტემისგან, მართვის პულტისგან. წარმოების ტექნოლოგია რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
V. თესლის მომზადება
1.აირჩიეთ ჯანსაღი თესლის მასა. მასში თესლები 90 % უნდა იყოს.
თესლებს წონიან, ათავსებენ კომპრესორთან მიერთებულ წყლიან ჭურჭელში სადაც 12 საათის განმავლობაში ბარბოტირებით უბერავენ ჰაერს. ამით თესლებს ჟანგბადის მიწოდებით ააქტიურებენ.
თესლებს კვარცის ნათურებით ასხივებენ 5-8 წუთით. ამით მისის ზედაპირზე ბაქტერიები ნადგურდებიან და თესლი დაცული ხდება ლპობისა და ბაქტერიებისგან.
მეორე მეთოდია ქლორის 5%-ანი ხსნარით 1-1,5 საათით დამუშავება.
# | თესლის დასახელება | ქლორის 6% ხსნარში დამუშავების დრო (საათი) |
1 | ხორბალი | 1,6-2,1 |
2 | ქერი | 1,1-1,6 |
3 | სიმინდი | 1,8-2,2 |
4 | ჭვავი | 1,5-2 |
მესამე მეთოდით თესლს ამუშავებენ მარგანცოვკის, 5%-ან ბორის მჟავის ან წყალბადის ზეჟანგის ხსნარში
თესლებს წინდაწინი გასაღვივებლად ბნელ ოთახში რამდენიმე დღით ათავსებენ ლატოკში 18-200 ტემპერატურაზე, რეგულარულად ასხურებენ პულვერიზატორით თბილ წყალს ან მკვებავ სითხეს. ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 20-220.
VI. დათესვა და გაზრდა
6.1 ქლორირების შემდეგ თესლებს 24 საათით ათავსებენ ჩაღრმავებულ კონტეინერებში. თესლი არ უნდა გამოშრეს . დროდადრო უნდა დასველდეს. წყალი კონტეინერის ძირში არ უნდა გროვდებოდეს.
6.2 24 სთ-ის შემდეგ გაღვივებულ თესლს ათავსებენ ჰიდროპონიკის თაროზე ნორმით 1კგ 0,2 მ2 ფართზე (ფოტო1, 2). 7-8 დღის განმავლობაში პერიოდულად რწყავენ. მორწყვის დრო დამოკიდებული სეზონზე და საკვები მასის ზრდის პერიოდზე. 1კგ საკვების მისაღებად 2 ლ/ წყალია საჭირო. რამდენიმე დღეში გაღვივებული თესლი იწყებს მზის ენერგიის, წყლისა და მინერალების მიღებას.


ფოტო 1. ჰიდროპონიკის კამერები
ფოტო 2. ჰიდროპონიკის 4 იარუსიანი სტელაჟები
6.3 ჰიდროპონიკაში გამოიყენება პერიოდული შევსების ან დასხურების მეთოდი. ხსნარი რეგულარულად უნდა ანახლდებოდეს დაობების თავიდან ასაცილებლად. 22 0 ის დროს მორწყვა დღეში 5-6 ჯერ უნდა ხდებოდეს. საკვები ხსნარი თაროს 20 წუთით უნდა მიეწოდებოდეს და შემდეგ იცლებოდეს. სუბსტრატი არ გამოიყენება.80 ღამით. დღის სინათლე-18 საათი. დაბალი ტემპერატურა საჭიროა ფესვთა სისტემის განვითარებისთვის. როცა ფესვები „ხალიჩასავით“ გაიხრდებიან ტემპერატურა ისევ უნდა აიწიოს 250 დე.
6.4 ჰაერის ტენიანობა უნდა იყოს 65%. კარგად უნდა ნიავდებოდეს. რეგულარული განიავების გარეშე მცენარეებზე წარმოიქნება ობი.
6.5 ჰიდროპონიკაზე მცენარეები სწრაფად იზრდებიან. ერთ კვირაში 10-15 სმს აღწევს. როცა 30 სმ-დე გაიზრდება ნათესებს აახვევენ არხებიდან და ასეთი სახით აჭმევნ ცხოველებს და ფრინველებს.
6.7 1მ2 ფართზე 20-25 კგ მწვანე მიიღება. სიმინდის შემმთხვევაში 40 კგ
VII. მკვებავი ხსნარი
მწვანე საკვები სასარგებლო თვისებების შენარჩუნებით სწრაფად რომ იზრდებოდეს საჭიროა ყურადღებით მორწყვა. რამდენიმე დღე წყლით ირწყვება. შემდეგ ირწყვება მომზადებული ხსნარით . ის უნდა შეიცავდეს დადგენილ ნორმებში აზოტს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, გოგირდს და კალციუმს.
ხსნარის მჟავიანობა უნდა იყოს 5-6 pH. თუ ნაკლებია სოდა დაემატება, თუ მეტია ძმარმჟავა. ხსნარი ბნელ, გრილ ადგილას უნდა ინახებოდეს. ჩვეულებრივი კვებავი ხსნარი წყალში გახსნილი სასუქია 1ლიტრ წყალში 15 მლ ლიტრი სასუქით. ხსნარს ცვლიან თვეში ერთხელ. მცენარესთვის სასუქის მეტი დოზა უარესია ვიდრე ნაკლებობა. მკვებავი სითხე შეიძლება შემდეგი შემადგენლობის იყოს:
1,67 мл – Унифлор Рост;
2 мл 25% ხსნარი კალციუმის სელიტრა წყალი 1 ლიტრი. კომპონენტები შერევამდე ცალცალკე უნდა გაიხსნას. ხსნარი უნდა იყოს ნალექების გარეშე. ობიან მწვანე მასას საქონელი არ ჭამს. ობისაგან დასაცავად საკვებ ხსნარს უნდა გაურიოთ «Фитоспорин» ან «Фитолавин» ფუნგიციდი.
VI საქონლის კვება


ფოტო3. ჰიდროპონიკის მწვანე მასის აღება
ქერის მწვანე საკვები ძროხას 3 -5 კგ მიეწოდება. მაგრამ არა უმეტეს საერთო რაციონის 20-30%სა. დაობებულს საქონელი არ ჭამს;ჰიდროპონიკის მწვამე მასით კვების დღიური ნორმაა:
-
ძროხა, ხარი –——- 3-35კგ,
გოჭები –-0,2-0,3 კგ
ფრინველი – 0,02-0,03 კგ
4
VIII ჰიდროპონიკის ზომების ანგარიში
თუ ფერმერს 15 სული საქონელი ყავს მაშინ ჰიდროპონიკის მწვანე მასა დღეში საშუალოდ სჭირდება
15სულიX4კგ/დღე=60 კგ
ჰიდროპონიკის 1მ2 ფართიდან მიიღება 25 კგ მწვანე მასა. დღეში 60 კგ -ს დასჭირდება 60:25=2,4მ2 ფართი.
მწვანე მასის გაზრდის დრო არის 7 დღე. მოსავალი აიღება ყოველ მე- 7 დღეს. 1 დღის დაყოვნების ჩათვლით თაროების რაოდენობა საჭიროა 7+1=8 ჰიდროპონიკის დანადგარში თაროების ფართი უნდა იყოს (2.4მ2 თარო)*7ც=17,6 მ2. თაროების სიმაღლეში 5 იარუსად განლაგებისას და 5მ გასასვლელის ფართობისას ჰიდროპონიკა დაიკავებს
17,6მ2:4+5=9,4მ2 სათბურის ფართობს.
IX. ჰიდროპონიკაზე თესლების ხარჯი
ჰიდროპონიკაში მწვანე მასა იზრდება სუბსტრატის გარეშე, მაგრამ შეიძლება გამოიყენოთ ქერის დაქუცმაცებული ნამჯა. ამით ორი ამოცანა წყდება:
არაფერი არ იკარგება, ქერის ნამჯა მთლიანად გამოიყენება საკვები მასის მომზადებისას.
საჭირო არაა ნამჯის სპეციალურად მომზადება. მისი კვებითი თვისებები თავისით უმჯობესდება საკვები ხსნარით და მცენარეთა ფესვებით.
ჰიდროპონიკის 1მ2-ზე საჭიროა 4 კგ ქერის მარცვალი. თაროს 2,4მ2 ფარტს-ს დღეში სჭირდება
2,4*4 =9,6 კგ ქერის მარცვალი
სულ თვეში ფერმერს საკვებად დასჭირდება
9,6კგ*30დღე=288 კგ ქერის მარცვალი ფასით 0.9ლ/კგ . ზამთრის 5 თვეში საჭიროა 288X5თვე=1440 კგ ქერი ფასით 1440*0.9=1296 ლარი.
ჰიდროპონიკის დანადგარსი 4კგ მარცვლიდან მიირება მინიმუმ 25 კგ მწვანე მასა. სულ 1440 კგ ქერის მარცვლისგან 5 თვეში მიიღება
(1440:4)X25kg=9000 კგ მწვანე მასა. X. ჰიდროპონიკა და მზის სათბური
ჰიდროპონით მიიღება ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, შაქრით და ცხიმებით მდიდარი იაფი მწვანე მასა, რომლის 95-90%-ს ცხოველები კარგად ითვისებენ. მას „დიეტურ საკვებს| ეძახიან რადგან მნიშვნელოვნად ამცირებს საქონლის საჭმლის მონელების სისტემაზე დატვირტვას, აუმჯობესებს სხვა საკვების ათვისებას.


მზის სათბურში სითბოა. 250მ2 ფართის სათბურში 9,4მ2 ფართის 7 სართულიანი ჰიდროპონიკiს დანადგარის დამონტაჟებით ფერმერი სათბურის პროდუქციასაც აწარმოებს და 15 სული საქონლის საკვებსაც.
XI. მზის სათბურში ჰიდროპონიკის მოგების ანგარიში
პროექტით „მზის სათბური mTiani regionebისთვის“ 1ც სადემონტრაციო სათბურის აშენების შემდეგ შესაძლებელია მინიმუმ 3400 ც. მზის სათბურის აშენება. ყოველ სათბურში ჰიდროპონიკის დანადგარის დადგმით ზამთარში საკვებით უზრუნველყოფილი იქნება 51 ათასი სულ საქონელი. ჰიდროპონიკის საკვებით საქონლის პროდუქტიულობა იზრდება 30%-ით. მეხორცეული საქონლის წონის მატება დღეში იქნება 0,3 კგ/დღე
ხორცის 16ლ/კგ ფასისას და 4 თვით მეხორცეული საქონლის კვებისას 15 სულ საქონელზე ხორცის ნამატის მოგება იქნება
15 სულ*0.3 კგ/დღე*30დღე*5თვე*16ლ/კგ=10800ლარი.
თესლის ფასის გამოკლებით მოგება იქნება 10800-1296 =9504ლ სათბურში ჰიდროპონიკის დანადგარს გათბობაზე ხარჯი არ აქვს. ერთი წელში ანაზღაურდება მისი ყიდვის ხარჯი.
მზის სათბურებთან ერთად მთიან რეგიონებში ჰიდროპონიკის დანერგვით გადაწყდება რეგიონების სოციალურ–დემოგრაფიული პრობლემები. შემცირდება მოსახლეობის სიღარიბე და ბარში მიგრაცია, ეკონომიურად გაძლიერდება ქვეყანა.
ავთანდილ ბიწაძე „ბიოენერგიის“ დირექტორი
599 15 27 05 info@bioenergy.ge bioenergy.ge@gmail.com
ინფორმაციის წყაროები:
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სექტორების შეფასება . FAO და ევროკომისია. 2012წ
სამთო მიწათმოქმედება – სოფლის მეურნეობის განვითარების მყარი რესურსი აგრონიუს.ჯი 2021წ
საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 UNDP_GE_POV_Rural-
Development-Strategy-of-Georgia-2017-2020-GEO (1).pd
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ჯაჭვი იმერეთში და რაჭაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოებაAssociation of young Economisr of Georgia 2015
მაღალმთიან რეგიონებში მეძროხეობის ეკოლოგიური პროდუქციის წარმოების ეკონომიკური ასპექტები. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 20.04,2019წ
Technology for preparing natural feed with a hydroponic method Джураев Ш.С. Шарибаев Н.Ю. Исманов М.
8. https://agronovia.ru/gidroponnye-ustanovki-dlja-prorashhiva/- https://agronovia.ru/gidroponnyj-zelenyj-korm-kak-biznes/
- https://agronovia.ru/gidroponika-dlja-korma-zhivotnym/
- https://agrokavkaz.ge/dargebi/memcenareoba/qeri-thesva-movla-moqhvana-dajishebi.html ოთარ ლიპარტელიანი სსიპ -სამეცნიერო კვლევითი ცენტრი,