ენერგოეფექტური სვანური ღუმელები

ენერგოეფექტური სვანური ღუმელები

საქართველო მდიდარია ტყით. მათ უკავია 2822.4 ათასი ჰა. ანუ ქვეყნის ფართის 40%. მსოფლიოს მაჩვენებელია 27%,   მეზობელი ქვეყნებში კი15%-ს არ აღემატება. ტყეს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ წყლის და ჰაერის სისუფთავის, მოსახლეობის, ტურიზმისთვის . ტყე ამცირებს წყალდიდობას და ღვარცოფს. ბევრი შენატრის ჩვენ ტყეებს. მთავრობაც მრავალ პროგრამას ასრულებს მათ შესანარჩუნებლად.

29.11.2021 მთავრობამ დაამტკიცა სოფლის განვითარების სააგენტოსა და გერმანიის საზოგადოებას — GIZ-ს N2116 შორის  საგრანტო ხელშეკრულება

„ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშეწყობით“.

მისი ამოცანაა გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებათა შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა. შემუშავდა:

“ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა“

ის ითვალისწინებს ტყის ხარჯის შემცირების მიზნით ეფექტური ღუმელების შერჩევას და მათი გაყიდვის 300 ლ-ით თანადაფინანსებას მოსახლეობაში ღუმელებს უნდა ჰქონეთ ეფექტურობა მინიმუმ 70% და სიმძლავრე მინიმუმ 5 კვტ. მოსახლეობა ამ ღუმელს ყიდულობს პროგრამიდან ფასდაკლებით.

ტექნიკური უნივერსიტეტში შეირჩა საჭირო მონაცემების ღუმელები. მათ მწარმოებლებს მიეცათ ამ ღუმელების რეალიზაციის ნებართვა . ერთერთია ინდ მეწარმე „ავთანდილ ბიწაძე“ (ს.კ. 01003014208). . ის ფუნქციონირებს 1978წ-დან ენერგიის განახლებად წყაროების სფეროში და მთავარი მიმართულება აქვს ენერგოეფექტური სვანური ღუმელების წარმოება. 1999წ მიიღო გამოგონების პატენტი GE U1999 557Y. USAID-მა 8.08.2008წ. ჩაატარა ღუმელთა ტესტირება. ეფექტურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 79% აჩვენა ააიპ „ბიოენერგიას“ (თავჯდომარე ა.ბიწაძე) ღუმელმა.

სვანურ ღუმელებს ვაწარმოებთ 2000წ-დან. სასარგებლო მოდელზე პატენტი GE U1999 557Y. USAID-მა მივიღეთ 1999წ.. USAID-მა 8.08.2008წ. ჩაატარა საქართველოში ნაწარმოებ ღუმელთა ტესტირება. ეფექტურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 79% აჩვენა ააიპ „ბიოენერგიას“ (თავჯდომარე ა.ბიწაძე) ღუმელმა.

2023 წ-დან ვმონაწილეობთ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამაში

“ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა“

ა,ბიწაძის სვანური ღუმელები შეიძინა მოსახლეობამ, მუნიციპალიტეტებმა, შსს, საერთსორისო არასამთავრობოებმა USAID, Winrosk, , Care, Urock ,CJF და სხვებმა.

თანაფინანსების პროგრამისთვის ი.მ „ :ავთანდილ ბიწაძე“წარმოებს გაუმჯობესებული მონაცემების სვანურ ღუმელებისA3, B2, C2 . მოდელს მათგან ყველაზე მეტი მოთხოვნადია მოდელი C2 მისი დუხოვკის სიგრძეა 40სმ, სიღრმე 33სმ, სიმაღლე 18სმ. სახურავის სიგრძეა 75სმ, სიგანე 45სმ. სისქე 5მმ. შეშა ეტევა 40 სმ-ის. აქვს სითბოს და ჰაერის სარეგულირო სარკმელები, სანაცრე ყუთი, ცხაურა და ჭვარტლის გამოსაღები სარკმელი..საკვამლე მილის დიამეტრია 12სმ. წვის კამერის კარზე ცეცხლგამძლე შუშაა.ღუმელის გაბარიტებია :სიგრძე 90სმ, სიგანე55სმ, სიმაღლე 75 სმ. წონა 67 კგ. დეტალები ლაზერით იჭრება და იღუნება.

ღუმელების საამქროს მისამარრთია თბილისი, მუხიანი, ახმეტელის მოედანთან. გიორგი მარგიანის ჩიხი 2.


უნივერსიტეტის ლაბორატორიის დასკვნით ღუმელის სიმძლავრეა 7,6 კვტ, ენერგოეფექტურობა 72,5%, რაც შეშის ხარჯს 50%-ით ამცირებს კუსტარულ ღუმელთან შედარებით. ცეცხგამძლე შავი საღებავითაა დაფარული, მოქრომილი ბრჭყვიალა სახელურებით და მოაჯირებით ღუმელი სასიამოვნოდ გამოიყურება.ეტევა მსუბუქ მანქანაში.მისი შეძენით ნასიამოვნები დარჩებით.

C2 მოდელის შესაძენად მყიდველი ლიბერთი ბანკში წარადგენს ჩვენგან მიღებულ საგარანტიო ტალონს, განაცხადს, და გადაიხდის 400ლარს, და მიაქვს ჩვენგან ღუმელი. დანარჩენ თანხას სახელმწიფო გვინაზღაურებს.

ავთანდილ ბიწაძე 599 15 27 05