ჩვენს შესახებ

admin 10 Dec , 2024

იყიდება სვანური ტიპის ღუმელი, მაღალი ხარისხის

ცეცხლგამძლე აგურებით წვის კამერაში

შეღებილია ცეცხლგამძლე საღებავით

ფონდის თანადაფინანსებით 30%

გარანტია 2 წელი

განვადება 1 წელი

,

სვანური ეკონომიური ღუმელი,
შეშა50სმ.
სახურვის სისქე 5მმ
სიგრძე 62სმ,
სიმაღლე 70სმ
მასალის სისქე  62სმ,
სიმაღლე 72სმ. საკვამლე 12 სმ,
აქვს დუხოვკა და სანაცრე ყუთი.
წონა 50კგ   
გარანტია 2წელი. 
განვადება 1წელი

შეღებილია ცეცხლგამძლე საღებავით

ევროკავშირის ვაუჩერით  ფასია 350ლარი

დარეკეთ:

599 152705

ჩვენს შესახებ
კავშირი /ბიოენერგია დარეგისტრირდა 2000 წელს მზის, ბიომასის,
ქარის, წყლის განახლებადი ენერგიების გამოსაყენებლად. ამ მიზნისთვის
ვაწარმოებთ საკვლევ-საკონსტრუქტორო და საწარმოო სამუშაოებს,
დაკომპლექტებული ვართ კვალიფიციური კონსტრუქტორებით და მუშებით.
გვაქვს საჭირო დაზგა-დანადგარებით აღჭურვილი საკუთარი საწარმო.
მუშაობის 20 წლის განმავლობაში შევიმუშავეთ და ყველა რეგიონში ავაშენეთ
250ც ბიოგაზის დანადგარი, ლტოლვილებისთვის, ფერმერებისათვის, შსს
სამინისტროს და პოლიციისთვის დავამზადეთ გაუმჯობესებული
მონაცემების მქონე, 800ც სვანური შეშის ღუმელი, სათბურების ღუმელი,
დავამზადეთ 30-ზე მეტი მზით ჩირის საშრობი 25, 50, 100, 500,1000კგ და 4ტ
ხილის საშრობად.
შემუშავებული გვაქვს მთიანი რეგიონებისთვის ბიოფერმა. მისი
ფართია მხოლოდ 300მ2. ის შეიცავს 300მ2 ფართის მზის სათბურს, რომელსაც
გათბობა არ სჭირდება. შიგ დამონტაჟებულია 10მ3 ტევადობის ბიოგაზის
დანადგარი და 28 მ2 ფართის ჰიდროპონიკის დანადგარი. სათბურ თან
მიერთებულია 4 ძროხის და 5 ღორის ფერმა.. სათბურში დამონტაჟებულია
წერტილოვანი მორწყვის სისტემა. სათბურის სახურავზე დამონტაჟებულია 5
კვტ სიმძლავრის მზის კოლექტორი. . ბიოფერმა მონტაჟდება ფერმერის
ოჯახში. მას ბიოფერმიდან მიეწოდება ბიოგაზი და ელ. ენერგია მზის
კოლექტორიდან, ფერმას მიეწოდება ჰიდროპონიკის დანადგარიდან ყოველ
დღე გამომუშავებული მაღალ კალორიული საქონლის საკვები. ბიოფერმა
ენერგეტიკულად დამოუკიდებელია გარეშე წყაროებიდან და პირიქით
აწარმოებს ბიოგაზს და ელექტროენერგია..
ბიოფერმას პროდუქციაა: ბიოგაზი, ელ. ენერგია, ბოსტნეული,
საქონლის ხორცი , რძე, ყველი. ბიოფერმა ასევე აწარმოებს ბიოსასუქს
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის საწარმოებლად. ბიოფერმის სუფთა
შემოსავალია 70 ათასი ლ/წელ ხოლო მოგებაა 45 ათასი /ლ/წელ. მისი
აშენების ხარჯი 170 ათასი/ლ ანაზღაურდება 4,5 წლის განმავლობაში.
ევროკავშირის პროექტით ვამზადებთ ენერგოეფქტურ სვანური
ღუმელი ვაუჩერებით. ღუმელის ფასია 650ლ. ვაუჩერით მოსახლე ამ
ღუმელს ყიდულობს 325 ლარით. ვაუჩერს მოსახლე ღებულობს ი.მ.
ავთანდილ ბიწაძე-გან.. ამ ღუმელის მონაცემების შემდეგია:
მისი ეფექტურობაა 75%
გასათბობი ფართია 70მ3
შეშის სიგრძეა -50სმ
ღუმელის ფურნ აკის (დუხოვკის) სიგრძეა 30,5 სმ, სიმართლეა 17,7
სმ მეორე საყრდენი ზედაპირით.
სახურავის და წვის კამერის შუა კედლის ფურცლების სისქეა
5მმ, დანარჩენის 3მმ.
საკვამლე მილის დიამეტრია 12 სმ
ღუმელის ზედაპირის სიგრძეა 61,6სმ, სიგანე 51სმ. ღუმელის
სიმაღლეა 75 სმ, წონა 30 კგ. დაფარულია ცეცხლგამძლე საღებავით
ღუმელს აქვს სანაცრე ყუთი
ღუმელს აქვს ჰაერის მიწოდების სარეგულირო სისტემა, და
მეორადი წვის სისტემა. ეს საშუალებას იძლევა შეშის 55%-ან
ეკონომიას.
ღუმელს აქვს 2 წლიანი გარანტია და ერთ წლიანი განვადება.
აქტიურ საკონსტრუქტორო საწარმოო სამუშაოებს ვასრულებთ
სხვადასხვა სათბურებზე, მათ შორის დაპატენტებულ ე.წ. ჩინურ სათბურზე
რომელსაც გათბობა არ სჭირდება. ასევე ვამზადებთ ჩურჩხელის
ინფრაწითელი სხივებით საშრობს. ამჟამად მოსახლეობა ჩურჩხელებს
აშრობს მზეზე. იქ შრობა ჟერ ზედაპირზე შრება და მერე შუაგულში. შედეგად
ჩურჩხელის გული ხშირად დაობებულია. ჩვენ საშრობში ჯერ გული შრება და
მერე ზედაპირი.
ასევე ვამზადებთ სხვადასხვა მეტალოკონსტრუქციებს, ასაწყობ-
დასაშლელ საწყობების სტელაჟებს. ისინი დავუმზადეთ გარდაბნის
თბოელექტრო სადგურს, პსპ-ს და სხვების აფთიაქებს, თიბისის,
საქართველოს ბანკს, ტაობანკს, თბილისის და ბაკურიანის სასტუმროებს,
კომპანია LG-ის და სხვებს. მიღებული გვაქვს 10-დე პატენტი.
გემსახურებით იდეის დონეზე, პროექტის დონეზე. ლითონის დონეზე. ჩვენი
განუსაზღვრელ შესაძლებლობათა კარი ყველასთვის ღიაა.

მისამართი: ალეკო გობრონიძის ჩიხი 11