|
მზის ენერგია |
მთიანი რეგიონების სოფლები |
მზის სათბური |
|
ბიოგაზის დანადგარი |
მესაქონლეობა |
ჰიდროპონიკა |
|
საოჯახო ბიოსათბური ააიპ „ბიოენერგია“ საქართველო .თბილისი
bioenergy.ge@gmail.com 2026წ
|
||
საოჯახო-ბიოსათბური
I არსებული მდგომარეობა
გასულ 90-ან წლებში გარეულმა და შინაურმა აღა-მაჰმად-ხანმა
დაგვინგრია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, უმუშევრობით და დაბალი შემოსავლებით
ქვეყანა დაატოვებინა 1,7 მლნ ადამიანს. სოფლები 30-40% შემცირდა. ბევრგან აღარავინ
ცხოვრობს. ადრე სოფელზე მუშაობდა ქარხნები და ინსტიტუბი. პროდუქციას 28 ქვეყანას
ვაწვდიდით. ეხლა არაფერს ვქმნით, არ ვაწარმოებთ და მხოლოდ სხვებს შევყურებთ.
II. საოჯახო ბიოსათბური.
მდგომარეობის გამოსასწორებლად შევიმუშავეთ დღევანდელზე და კოლმეურნეობის ძველ სისტემაზე ეფექტური საოჯახო მეურნეობის სისტემის ბიოსათბური(პატენტი 2025 16781). იმით ოჯახს შეუძ;ლბა მცირე ფართზე, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებით და ბუნების დაცვით აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა მემცენარეობის და მეცხოველეობის პროდუქცია, ბიოსასუქი, ბიოგაზი, ნახშირორჟანგი და ელექტროენერგია ოჯახის და ქვეყნისთვის. ბიოსათბური არის ეზოში ერთ ფუნდამენტზე აშენებული, ერთმანეთთან ფუნქციონალურად დაკავშირებული სათბური, ფერმა, ბიოგაზის დანადგარი ჰოდრროპონიკის დანადგარი, ავტონომიური ფოტოელექტრო სადგური და მართვის პულტი.
1. სათბურის ფართია 300მ2 .მისი
კედლები და საძირკველი თბოიზოლირებულია. დღის სითბოს ნიადაგშიც ინახავს . პოლიკარბონატის
სახურავის ქვეშ შიდა კარკასზე ღამით საბანი ეხურება, სახურავსა და საბანს შორის ბიოგაზის
ღუმელით ცხელი ჰაერის თბური ფარდა იქმება. აწარმოებს მცენარეულ პროდუქციას, ფერმას
აწვდის ჟანგბადს და ცხოველთა საკვებს, ჰიდრიოინიკას თესლებს.
. 2.ფერმა სათბურზეა მიშენებული. 4 ძროხით, 4 ხბო, 3 ღორით აწარმოებს
მეცხოველეობის პროდუქციას, ბიოგაზის დანადგარს აწვდის ექსკრემენტებს, სათბურის და
ჰიდროპონიკის მცენარეებს ნახშირორჟანგს.
2. ფერმა სათბურზეა მიშენებული. 4 ძროხით, 4 ხბო, 3 ღორით აწარმოებს მეცხოველეობის პროდუქციას, ბიოგაზის დანადგარს აწვდის ექსკრემენტებს, სათბურის და ჰიდროპონიკის მცენარეებს ნახშირორჟანგს.
3. ბიოგაზის დანადგარი, პლასტმასის 10მ3-ანი კორპუსით წარმოებაში მზადდება, თერმოფილურ რეჟიმით აწარმოებს 38მ3/დღე ბიოგაზს სათბურის და ოჯახისთვის, 150 კგ/დღე ბიოსასუქს აწვდის სათბურს, გარე ყანებს და ჰიდროპონიკას , ნახშირორჟანგს ჰიდროპონიკის და სათბურის. მცენარეებს
4. ჰოდროპონიკა ფერმას ყოველ დღე აწვდის საქონლის 50 კგ ენერგეტიკულ საკვებს. 5კ
5. ავტონომიური ფოტოელექტრო სადგური აწარმოებს ელენერგიას სათბურის , ფერმის, ბიოგაზის ჰიდრიპინიკის დანადგარებისა და ოჯახისთვის. ჭარბ ელექტრო.ენერგიას აწვდის გარე ქსელს. 5.პულტი მართავს სათბურის, ფერმის, ბიოგაზის ჰიდრიპინიკის დანადგარების და ოჯახის ელსისტემებს. ბიოსათბური უწყვეტად მუშაობით წელიწადში 85 ათას ლარის პროდუქციას აწარმოებს.
III.ბიოსათბურების პროგრამა
საქვეყნო შედეგისთვის მთიანი რეგიონების 41 მუნიციპალიტეტის 1550 სოფ-ში საწყისად აშენდება 10ც ბიოსათბური სულ 15500ც. მათი პროდუქციის რეალიზაციაზე, აგრო-ვეტერინალურ, ტექნიკურ საკითხებზე შეიქმნება ესპანეთის ალმაირას სათბურთა მომსახურების მსგავსი რაიონული 90 კოოპერატივი. სოფლებში ამუშავდება 15500 იჯახის მეწარმე, დაბრუნდება 90 ათასი ადამიანი. სულ დასაქმდება 120 ათასი მუშა, ნაწარმოები იქნება 1,31 მლრდ.ლ-ის წლიური პროდუქცია. მ.შ. 13 ათასი ტ. ყველი, 8.6 ათასი ტ. ხორცი, 212 მლნ მ3 ბიოგაზი, 114 მგვტ.სთ ელ,ენერგია. სოფლად ხალხი დასაქმდება, შეჩერდება მიგრაცია. ამისთვის საჭიროა სადემონსტრაციოთა დამზადება, გამოცდა , წარმოების სერიული დოკუმენტაციის შემუშავება და წარმოების მომზადება.
Iv ბიოსათბურებით მრეწველობის ამუშავება
ბიოსათბურების კვანძების დამზადებაზე შეიქმნება მუშებით და ინჟინრებით დაკომპლექტებული 10 საწარმო : 1 ბიოგაზის დანადგარების, 2. ჰიდროპონიკის დანადგარების, 3. ფეკალის ტუმბოს, 4 პოლიკარბონატის, 5. პერლიტის, 6. პულტის, 7. კარკასის, 8 ღუმელების, 9 ამძრავის და 10. ვენტილატორების. მათ პროდუქციას საქსპირტო მნიშვნელობაც იქნება.
v . ბიოსათბურების პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა.
ბიოსათბურის ფასია 74 ათასი $. 15500ც-ს 5 წელში სჭირდება 1,15 მლრდ $. სოფლის პროექტები ეხლა ფინანსდება კომერციული ბანკის სესხით, %-ის ბიუჯეტის წილით და ქონების გარანტიით. პროგრამა ამით ვერ შესრულდება: ოჯახებს არ აქვთ საგარანტიო ქონება . ბიუჯეტიც ზარალობს რადგან პროექტის ხარჯის გარდა აფინანსებს ბანკის მოგებასაც, ამასთან შესრულება ფიქსირდება ბანკის სესხის დაფარვით, აქტებით და არა ბიუჯეტის შემავსებელი ახალი პროდუქციით. საოჯახო ბიოსათბურები უნდა აშენდეს 5 წლიანი განვადების მიზნობრივი პროგრამით. ვალი უნდა დაიფაროს ახალი პრიდუქციით. ასევე უნდა შეიქმნას განვითარების ბანკი ბიუჯეტის და ფონდების თანხებით. 18.10.23წ პეკინის III ფორუმზე პრემიერმა სი ძინ პინმა გამოაცხადა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის 8 ნაბიჯი. პირველი ეხება ჩვენს გავლით ტრანსკასპიის სატრანსპირტო დერეფნის მშენებლიბას. და მის გასწვრივ მდებარე ქვეყნებზე დამატებით 80 მლრდ იუანის გამოყოფას. დაცლილი სოფლებით, უმუშევრობით, პროდუქტების სიძვირით, 1,7 მლნ ემიგრანტით, არაეფექტურ სოფლის მეურნეობით, ხალხის უკმაყოფილება ჩინურ პროექტზეც იმოქმედებს. ჩინეთის დახმარებით ბიოსათბურის პრიგრამის შესრულება ხალხის უკმაყოფილებას მადლიერებით შცვლის საჭიროა პროგრამის დამტკიცება და დახმარებისთვის ჩინეთთან წარდგენა.
ალმეირას სათბურები
კოსმოსიდან დედამიწაზე მოჩანს კაცობრიობის მიერ თავისი მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილი სამი უდიდესი ნაგებობა : მესამეა ჩინეთის დიდი კედელი. მეორეზეა ეგვიპტის პირამიდები. პირველზე არის ალმეირის სათბურების მასივი.

.ესპანეთში ქალაქ ალმერიიდან სამხრეთ დასავლეთით დაახლოებით 30 კმ-ზე, ზღვის პირას განლაგებულია 26 ათას ჰა ფართზე. ეს სათბურების ყველაზე დიდი მასივია მსოფლიოში.
2.ესპანეთის რუქა. წითელი ალმერიის სათბურებია
ძნელი წარმოსადგენია რომ სულ რაღაც 35 წლის წინ ეს უნაყოფო ადგილი ,სადაც წლიურად ნალექები 200მმ-დეა, შემოტანილი ნიადაგით და მთლიანად ჰიდროპონიკის სისტემებით გადაიქცა სოფლის მეურნეობის ნამდვილ „მექად“
ფოტო 3.ზღვის პირას განლაგებული ალმერიის სათბურების მასივი
ამ სათბურებს 1000-ზე მეტი მფლობელი ყავს. დასაქმებული ყავს 80 ათასზე მეტი მუშა. 200-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების კოოპერატივი ემსახურება. მათი ძირითადი პროდუქცია არის პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, საზამთრომ ნესვი, სალათა და სხვა.
2015წელს მთლიანი შემოსავალი იყო 4,0 მლრდ დოლარი .ექსპორტიდან კი შემოსავალი 2 მლრდ დოლარი. პროდუქციის მომხმარებელი ესპანეთის გარდა ევროპის ქვეყნებია.
სათთბურები გაერთიანებული არიან დიდი ასოციაციაში: COEXPHAL (გაერთიანება ECONAL ) მათი ძირითადი საინოვაციო კომპანიება:UAL,IFAPA, Palmerollas, R& D departaments of companies
ფოტო 4. ალმეირას სათბურები და წარმოებული პროდუქცია
ალმაირას სათბურების სისტემის წარმატება გამონვეულია კერძო და კოოპერატიული სისტემების ერთობლივი მუშაობით (ნახ5). სათბურების სისტემა შედგება : 1000-ზე მეტ კერძო სათბურისგან. მათ ემსახურება სხვადასხვა სპეციალიზაციის 200-დე კოოპერატივი, ფინანსური ორგანიზაცია, საკვლევ სამეცნიერო ცენტრები, ბიზნეს ასოციაციები.
სათბურების მფლობელები მარტო სათბურის შიდა სამუშაოებს ასრულებენ. კოოპერატივები ასრულებენ ყველა საგარეო საქმეებს:
ფინანსური ფონდი 2 განვადებით გამოუყოფს სათბურებს თანხებს.
,სასოფლო-სამეურნეო მანქანების კოოპერატივი 3 უსრულებს მიწის და სხვა სამუშაოებს.
სატრანსპორტო კოოპერატივს 4 სათბურების პროდუქცია გააქვს შიდა და გარე ბაზრებზე. ისინი ხშირად ითვისებენ პროდუქციის დამუშავების, შეფუთვის და კომერციალიზაციის ფინქციებს 14, 16
.აგრო ბიოლოგიური კოოპერატივი 5 აგრონომიური რჩევებით და ბიოლიგიური საშუალებებით უზრუნველყოფს მცენარეების ნორმანულ ზრდას.
თესლებს, სათესლეებს და შხამქიმიკატებს აწვდიან კოოპერატივები 6,7,8
კოოპერატივები 9.14 აშენებენ, არემონტებენ სათბურებს, ამარაგებენ სათბურის ფირებით და ბადეებით
კოოპერატივები 10. 11 ფაქტიურად უდაბნოში განლაგებულ ალმეირას სათბურებს უწყობენ საირიგაციო სისტემებს , ჰიდროპნიკის და წერტილოვან სარწყვავებს, აწვდიან წყალს და სუბსტრატებს.
ალმაირაში ცხელი კლიმატია. ტემპერატურა ხშირად ადის 450-დე.კოოპერატივი 13 აწვდის ტემპერატურის კონტროლის ელექტრონოჯა , ამონტაჟებს და არემონტებს მათ. ის ასევე ასრულებს გარემოს დაცვის კონტროლის ფუნქციებს 12.
სასწავლო, სამეცნიერო, საკვლევ სსამუსაოებს ასრულებს მრავალი ორგანიზაცია 15

ასეთი ურთიერთ შეთანხმებული,კარგად აწყობილი ტექნიკურ, ორგანიზაციულ, ფინანსურ, მარკეტინგულ სისტემით მუშაობს 26 ათასი ჰა ჰექტარის ალმარიის სათბურების სისტემა 80 ათასი მუშით , წლიური 4 მლრდ $ შემოსავლით და 2 მლრდ $ ბოსტნეულის ექსპორტით.
II. ალმარიის სათბურების თავისებურება.
1 ალმეირაში ძალიან ცხელა.სათბურების შიგნით ტემპერატურა ხშირად აღწევს 450-ს. სათბურებს გათბობის ხარჯი არ აქვთ .
2. მაღალი ტემპერატურაზე მცენარეები ვერ მუშაობენ. მაგ. პომიდვრის ოპტიმალური ტემპერატურა არის 200, ხოლო კიტრის 220. ამიტომ ალმარიის სათბურებში აუცილებელია ტემპერატურის კონტროლის სისტემა, რაც ძვირია და ელენერგიის დიდი ხარჯი აქვთ.
3 ნიადაგია უდაბნოს ტიპის უნაყოფო. სათბურებში ჰიდროპონიკის სისტემებია მოწყობილი.
სათბურების ძირითადი პროდუქციაა პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, ყვავილები, სალათა. საზამთრო, ნესვი და სხვა . მაღალ ტემპერატურების გამო კართოფილს ვერ აწარმოებენ.
ზამთარში თოვლი არ იცის. სათბურები მსუბუქი კონსტრუქციისაა და ფირით არის დაფარული. ის 3-4 წელს ძლებენ და მერე უნდა გამოცვალა.
სათბურებს ძირითადი შემოსავალი ევროპიდან აქვთ. იქამდე 2-3 ათასი კილომეტრია და სატყრანსპორტო ხარჯი დიდია.
თეთრი საფარით დაფარული სათბურების მასივი 0.3 გრადუსით ამცირებს ალმაირას ოლქის ტემპერატურას.
III. „კავკასიონის“ ბიოფერმას თავისებურება.
1.მაღალმთიან რეგიონებში არ ცხელა და სათბურებს გაგრილების სისტემები არ აქვთ.
გათბობა მზის ენერგიით და საკუთრი ბიოგაზით ხდება, ამიტომ გათბობის ხარჯი არ აქვს.
ნიადაგი ბიოსასუქითაა განაყოფიერებული და გარედან შემოზიდვა არ სჭირდება.
პროდუქცია ბოსტნეულის (საადრეო კართოფილი და სხვა) გარდა საქონლის პროდუქტებია.
(ყველი მ რძე, ხორცი)
თოვლის გამო სათბურები პოლიკარბონატითაა დაფარული. მას ეასპლოატაციის ვადა 12 წელია.
ძირითადი შემოსავალი რუსეთიდან საადრეო კარტოფილზე იქნება.
ბიოსათბურების გამოყენებით აღარ იჩეხება ტყე, არ ბინძურდება წყლები, ატმოსფეროში არ გაედინება გლობალური გათბობის გაზები.
IV. ალმაირას და ბიოფერმების შედარება:
ქვებისგან აშენებული 3 გვერდით,პოლიკარბონატის სახურავით, თბოიზოლიაციის სისტემით, საქონლის ფერმით , ბიოგაზის და ჰიდროპონიკის დანადგარებით ბიოფერმა ალმაირას სათბურზე 3-4 ჯერ ძვირია
ალმაირას სათბურებს არ ავთ გათბობის ხარჯი მაგრამ აქვთ გაგრილების ხარჯი. ბიოფერმას არ აქვთ არც გათბობის და არც გაციები ხარჯი.
ალმაირას სათბურები ვერ აწარმოებენ ძვირად ღირებულ საადრეო კართოფილს.
ალმაირას სათბურები მარტო ბოსტნეულს აწარმოებს, ბიოფერმა კი ბოსტნეულსაც და საქონლის პროდუქტებსაც. ამიტომ მას მეტი შემოსავალი აქვს.
ალმაირას სათბურებს ყოველ 3-4 წელიწადში უნდა სახურავის ფირის გამოცვლა. პლოკარბონატით დაფარულ ბიოფერმას კი მხოლოდ 12 წელიწადში ერთხელ.
6 ალმაირას სათბურებს პროდუქციის 2-3 ათას კმ-ზე ექსპორტზე გასატანად დიდი სატრანსპორტო ხარჯი აქვს, ბიოფერმას კი ნაკლები - მაქსიმუმ 300-500 კმ რუსეთის ბაზრამდე.
10 გარემოს დაცვის კუთხით ბიოფერმა გაცილებით დადებითია. არ იჩეხება ტყეები და იზრდება მათი მდგრადობა ღვარცოფისადმი. გლობალური გათბობის გაზების აღკვეთით მცირდება გლობალური გათბობა. წყლის სისუფთავით იზრდება ჩვენი სუფთა წყლის მოცულობა
V. ბიოფერმების პერსპექტივა
მთიანი რეგიონებში გარემოს დაცვის და მოსახლეობის სოციალურ, დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით ბიოფერმების პროგრამის ამუსავებით მივიღებთ კავკასიონის ქედთან მეორე „ალმაირას“სათბურების მასივს. ეს მასივი ალმაირას სათბურების მსგავსად წარმატრებით იმუშავებს მათი მომსახურების კოოპერატიული სისტემით. ბიოფერმების მასივის შექმნის ეტაპებია;
რამდენიმე სადემონსტრაციო ბიოფერმის აშენება (2-3ც) კონსტრუქციის დაზუსტების, ექსპლოატაციაში გამოცდის მიზით.
მთიანი რეგიონების 40 მუნიციპალიტეტში თითო სადემონსტრაციო ბიოფერმის (40ც) აშენება ემიგრანტების და მოსახლეობის ბიოფერმით დაინტერესების მიზნით
40 მუნიციპალიტეტის ყოველ სოფლისთვის ტენდერების გამოცხადება ბიოფერმების აშენებისთვის(15510ც) .
ყველა მუნიციპალიტეტში ფერმერთა მომსახურების კოოპერატივის ჩამოყალიბება (40ც) რომელიც სათბურებს მოემსახურება ალმაირას სათბურების მართის სისტემის მიხედვით
(ნახ 5).
ამ სქემით 15510 ც ბიოფერმა აშენდება 10 წლის განმავლობაში. ის დააბრუნებს 77,6 5 ათასი იმიგრანტს, დაასაქმენს 83,4 ათასი მცხოვრებს, აწარმოებს 1,148 მლრდ. ლარის წლიურ პროდუქციას 0,69 მლრდ ლ-ის წლიური მოგებით , პროექტი დაჯდება 3,06 მლრდ ლ.
და 3,8 წელში ანაზღაურდება. ქვეყნის მოთხოვნი სრულად დაკმაყოფილებისთვის
„კავკასიონი“ 6-ჯერ უნდა შესრულდეს.
ააიპ „ბიოენერგია“-ს თავჯდომარე - ინჟინერი
ავთანდილ ბიწაძე
+995 599 152705
bioenergy.ge@gmail.com
www,bioenergy.ge