საოჯახო ბიოსათბური
I.ქვეყანა 1991 წ-დე
ნახ1 ქუთაისის ავტიქარხნის
პროდუქცია
1991წ-დე განვითარებული მრეწველობის და სოფლის მეურნეობის ქვეყანა ვიყავით. ვაწარმოებდით თვითმფრინავებს, გემებს, ელმავლებს, ავტომობილებს, ჩარხებს,
სასოფლო ტექნიკას, სხვა პროდუქციას. ჩვენი გემები
თევზს ატლანტიკის ოკეანეში იჭერდნენ. ყიზლარში 2 მლნ ცხვარს
ვაზამთრებდით. პროდუქციას 26 ქვეყანას ვაწვდიდით. უმუშევრობა არ იყო. ჯამრთელობა, სწავლა, ბინა უფასო. ბენზინი,
გაზი, დენი, წამალი იაფი. მიწის მთელი ფართი მუშავდებოდა.
ფერმა ყველგან იყო. 4 მლნ.ს. საქონელი
გვყავდა. ოჯახებს შემოსავალი კოლმეურნეობა, საკარმიდამო და საწარმოდან ჰქონდათ. სოფლები ხალხით იყო სავსე. ქვეყანაში 5,4 მლნ ადამიანი ცხოვრობდა საქართველოს ქონება მიწის, წყლის,
ტყის და წიაღისეულის
გარდა 8 მლრდ დოლარზე მეტი იყო.
ნახ 2 . ჩაის
საკრები ქართული მანქანა
სოფლის მეურნეობის ძირითადი რგოლი კოლმეურნეობა ოყო. ის გეგმიურ
პროდუქციას გარანტირებული
რეალიზაციით საშუალოდ 3500ჰა
-ზე სოფლის ოჯახებით აწარმოებდა. სახელმწიფოს ინსტიტუტები, ქარხნები
და ბანკები კოლმეურნეობაზე მუშაობდნენ. აგროვეტერინალურ სიახლეებს უნერგავდნენ, ტექნიკას და კრედიტებს იაფად
აწვდიდნენ. მოკლევადიან კრედიტის სესხი 1%-2% იყო, კაპიტალურის
(მშენებლობა, ტექნიკის შეძენა) 0.75%-1%. ვადაგადაცილების ჯარიმა 3% -დე.
ნახ
3. მთის სიფელი
1991წ გავხდით დამოუკიდებელი. საბაზრო ეკონომიკით დემოკრატიული და
ეკონომიური განვითარებისთვის
სახელმწიფო ქონება კერძო საკუთრებაში პრივატიზაციით უნდა გადასულიყო. მსოფლიო ბანკის რჩევით ამ ქონებით უმეტესად უნდა შექმნილიყო მცირე და საშუალო საწარმოების ფართი ფენა რომელიც ხალხს დაასაქმებდა, არჩენდა და ქვეყანასაც
ეკონომიურად გააძლიერებდა.
ამ დროს ქვეყნის 70 წლის განმავლობაში შექმნილ ქონებას ყველა დონის დირექტორები და მათი უფროსები განაგებდნენ.
ისინი არ აპირებდნენ მის დათმობას პრივატიზაციაში ხალხის მონაწილეობის შეზღუდვით. ეს ასე მოახერხეს:
1.
18.01.992წ დადგენილებით
№48 პრივატიზაციაზე 8 მლრდ. აშშ $
ქონებიდან გამოყვეს მხოლოდ 140 მლნ ანუ ქონებაზე
57ჯერ ნაკლები და
7,86 მლრდ. აშშ $
თავისთვის
დაიტოვეს. პროფ.მ.ლომინაძე ნაშრომში „პრივატიზაცია
და კერძო მეწარმეობის განვითარება საქართველოში„ აღნიშნავს: „ვაუჩერის ნომინალური ღირებულება შეადგენდა 30 აშშ დოლარს. მოსახლეობას
სულ გადაეცა 140 მლნ დოლარის ვაუჩერი.
სხვადახვა მიზეზიბით ვაუჩერი ვერ მიიღო მოსახლეობის
16,4%-მა..მათმა უმეტესმა ნაწილმა გაყიდა კუთვნილი ვაუჩერი და მათი მასობრივი შესყიდვა მოხდა გამდიდრებული ახალი ქართველების მცირე ჯგუფის მიერ“. ხალხს მხოლოდ 117 მლნ. აშშ $ ქონება (1,46% ) დაურიგდა. თანაც ვაუჩერების გაყიდვით ხალხზე გაცემული ქონება 80 მლნ დოლარამდე შემცირდა.
2.
26.05.1988 წ კანონით
„კოოპერაციის შესახებ“ საწარმოებში მუშაობდა 25 ათასზე მეტი კოოპერატივი.
ისინი იყენებდნენ საწარმოს ფართს, დანადგარებს, აშარმოებდნენ პრიდყუქცია, .იხდიდნენ გადასახადებს და დირექტორების წიილს. კიიპერატივები
ქონების დატაცებაში ხელს
უშლიდნენ დირექტორების გუნდს რომელმაც 1992 წ-დან დაიწყო მათი გამოდევნა. ამისთის 1994წ კანონით „მეწარმეობის შესახებ“ დააწესეს კოოპერატივთა ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოთი
და 400 ლარით. იმ დროს ეს
დიდი თანხა იყო. ამით კოოპერატოვთა 80%
გაუქმდა. შეწყდა პროდუქციის
წარმოება და დირექტორებს საშუალება მიეცა გაენიავებინათ სახელმწიფო ქონება.
„საკონტროლო პაკეტის მფლობელები არც კი ცდილობდნენ
მათ განკარგულებაში არსებული საწარმოების სანაციას და ამუშავებას. მათი მოგების ძირითად
წყაროდ იქცა ამ საწარმოების ტექნიკური აღჭურვილობის. მათ შორის ძვირადღირებული
მოწყობილობების დემონტაჟი
და საძღვარგარეთ ჯართად გაყიდვა“- მ.ლომინაძე.2021წ.
3.
მთავრობამ
დადგენილებით 18.01.1992 წლის №48 დაარიგა მიწები ბარში ოჯახზე - 1.25 ჰა-დე, მთიანებში -5 ჰა-დე რომ მეწარმეები გახდებოდნენ, ოჯახსაც არჩენდნენ და ქვეყანასაც. 1992წ კი
აღარც ძველი იყო და არც
ახალი. ბანკები სესხი იყო 23,5%
ქონების
და არა მიწის გარანტიით. ტექნიკის და იაფი კრედიტის გარეშე ოჯახი ვერც მეწარმე გახდა
და ვერც მიწას დაამუშავა. დააკლდა შემოსავალი. უმრავლესობამ სოფლები მიატოვა. ეხლა 35 წლის შემდეგ 300-დე სოფელია მიტოვებული. დანარჩენი 30%45% შემცირებულია.
4.
მსოფლიო ბანკის მოთხოვნით მთავრობამ 1996 წლის
25 ივნისს მიიღო კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ . ამით შეიცვლებოდა უმოქმედო საწარმოების
დირექტორები, აღდგებოდა წარმოება, შეჩერებდებოდა ქონების განიავება. სხვადასხვა პოლიტიკური და კორუფციული ბარიერებით დირექტორების გუნდმა შეაჩერა 2007წ-დე გაკოტრების კანონის მოქმედება და 11 წლით გაიხანგრძლივა ქონების დატაცება.
1991წ დაწყებული
ბრძოლა ქონების გადანაწილებაზე ისე დამრთავდა რომ არ შექმნილა მწარმოებელ წვრილ და საშუალო
მეწარმეთა ფართო ფენა. სამაგიეროდ განვითარდა ვაჭრობის ბიზნესი. ის შემოტანილ
და მერე 87%-ით ძვირ სამრეწველო და სასურსათო პროდუქციით
ფარავს ჩვენს მოთხოვნებს, ამუშავებს სხვა ქვეყნის მუშებს.
შედეგად ჩვენი მიწები დაუხნავია, ქარხნები
დანგრეულია, სოფლები დაცარიელებულია 1.4მლნ ჩვენი ემიგრანტი სხვაგან მუშაობს და თავისიანებს უგზავნის იქ ნაშოვნ ფულს (ცხრ 1)
ემიგრანტების გადმორიცხვები
ცხრ.1
|
დასახელება |
2020 |
2021 |
2022 |
2023 |
2024 |
2025 |
ჯამი |
|
ემიგრანტთა გადმორიცხვები მლრდ დოლარი |
1,89 |
2,35 |
4,4 |
4,1 |
3,4 |
3,6 |
19,74 |
|
ბიუჯეტის შემოსავლები მლრდ დოლარი |
3,5 |
5,6 |
6,24 |
8,4 |
9,3 |
10,2 |
43,24 |
|
ფარდობა ემიგრანტთა თანხების ბიუჯეტთან % |
54% |
42 |
70 |
49 |
36 |
35 |
45% |
ნახ 5. მესტიის რაიონის სოფ . უშგული
ულამაზესი ბუნების, მდიდარი წიაღისეულის,
ჭკვიანი, მშრომელი ხალხის გამგებელი დღევანდელი სახელმწიფო თავის ხალხს ვერ
არჩენს, 90-ანი
წლებში ქონების კორუფციული დარიგებით პრიდუქციის მწარმოებელ მცირე და საშუალო მეწარმე ბიზნესის დომინირების მაგიერ მსხვილი სავაჭრო ბიზნესის შექმნით ქვეყანა ეკონომიურ ჩიხში შეყავს და ღირსეული მომავლის
პერსპექტივას უსპობს.
III. ინოვაციური სოფლის მეურნეობა
მდგიმარეობის გამოსასწორებლად საჭიროა ინოვაციური გადაწყვეტილებები. პროფ.გ.დიდიძე ნაშრომში
„რეგიონალური ინოვაციური სისტემის ფორმირების მეთოდურ-ორგანიზაციული საკითხები“-
აღნიშნავს
: „საქართველოს
აქვს მნიშვნელოვანი სამეწარმეო და ინოვაციური
პოტენციალი. ჩვენი ამოცანაა ამ პოტენციალის სრულად ჩართვა
ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში
...განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს მეწარმეობის განვითარებას ინოვაციურ სფეროში“
ამისთვის 3500 ჰა ფართის მფლობელი
კოლმეუნეობის მაგიერ
მეურნეობის ძირითადი რგოლი 1,25ჰა ფართის სოფლის ოჯახი -მცირე
მეწარმე უნდა იყოს. სახელმწიფო უნდა მუშაობდეს მის აგროვეტერინალურ, ტექნიკა, ფინანსების და რელიზაციის საკითხებზე. ოჯახს უნდა ჰქონდეს ნაკლებ
ხარჯიანი, მაღალი წარმადობის, პროდუქციის მწარმოებელი ტექნიკა. თავისი შრომის შედეგით დაინტერესებული ოჯახი დაუმუშავებელს არ დატოვებს მიწას, არ გაანიავებს საკუთარ ტექნიკას, ოჯახსაც კარგად არჩენს და
ქვეყანასაც.
IV. საოჯახი
ბიოსათბური
2000- 2024წწ საკონსტრუქტორო, საწარმოო სამუშაოების საფუძველზე შევუმუშავეთ მცირე ფართის, ენერგიის
განახლებად წყაროებზე მომუშავე, სასოფლო პროდუქციის მწარმოებელი, ბუნების დამცველი საოჯახო ბიოსათბური (პატენტის
განაცხადი AU 2025 16781)
ესაა მცირე 350მ2 ფართის
, ერთ ფუნდამენტზე აშენებული საწარმო სათბურის, ფერმის, ბიოგაზის, ჰიდროპონიკის დანადგარის, ფოტოელექტრო სადგურის და მართვის
პულტის შემადგენლობით.
ის აწარმოებს სასოფლო პროდუქციას: რძეს, ყველს, საქონლის, ღორის ხორცს. საადრეო
კართოფილს, პომიდორს, კიტრს, საქონლის მწვანე საკვებს. ასევე ბიოგაზს, ელენერგიას, ბიოსასუქს, ნახშირორჟანგს. იცავს ტყეს გაჩეხვისგან, ატმოსფეროს მავნე გაზებისგან, წყალს ორგანიკით ნიადაგს ნიტრატებით დაბინძურებისგამ, სოფელს კი მიტოვებისგან.
3 ,4. სამხრეთის გვერდია 8 გამჭვირვალე სახურავით. ბიოგაზის
ღუმელი 23 სამხრეთ 8 გვერდთანაა. ფერმა 31 ჩრდილოეთ 4 გვერდზეა მიშენებული. ბიოგაზი ს39 და ჰიდროპონიკის 43 დანადგარი სათბურშია .
გაზის ბიოგაზის ღუნელი 23 სამხრეთ 8 გვერდთანაა. ფოტოელეტროსადგური 44 დასავლეთ გვერდის 3 თავზეა . მართვის პულტი 38 ტამბურშია 37.

საქონლის ფერმაში 31(ნახ.6) ოთხი ძროხის 32, ოთხი ხბოს და
სამი ღორის 33 სადგომია. ყველის ოთახია 36, ტამბური 37, მართვის პულტი 38. ექსკრემენტები საქონლის სადგომის გასწვრივ ღია არხით ჩაედინებიან თბოიზოლირებულ 1მ3 ტევადობის ამრევ ავზში 34. აქ ხდება მათი
დაქუცმაცება, 53 0-დე გაცხელება, ინტენსიური არევა და შენდეგ
ტუმბოთი 35 ბიოგაზის დანადგარში 39 მიწოდება ყოველ 4 საათში.
ბიოგაზის
დანადგარი 39 ( ნახ.6) 10მ3
ტევადობით მუშაობს 530 ტემპერატურაზე თერმოფილური რეჟიმით. ბიოგაზის წარმადობა 15მ3/დღეა
ბიოსასუქის 150კგ/დღე, CO2 -ის 7კგ/დღე. პლასტმასის კორპუსი შპს „ნოვა“-ს წარმოებისაა (ნახ 7), თბოიზოლიაციით, ამრევის
მექანიზმით, გაზგოლდერით.აქვს
ბიოსასუქის ავზი 40, რკინის
ოქსიდის ფილტრიანი სკრაიბერის სეპარატორი 41. იქიდან წყალში განცალკევებული CO2 სათბურის და ჰიდროპონიკის მცენარეებს საკვებად მიეწოდება, მეთანი კი გაზფილდერს 42. ნახშირორჟანგით ე.წ. „ბიოლიგიური“ კვებით მოსავალი (პომიდორი, კიტრი, წიწაკა)
35%-ით იმატებს. მარწყვის 25%-დე.
სამშენებლი ტიპის ბიოგაზის დანადგარებისგან განსხვავსებით
პლასტმასის ბიოგაზის დანადგარი წარმოებაში დამზადდება
წლის ყოველ დროს და აწყობილი
მიეწოდება ბიოფერმას ადგილზე
სამინტაჟოდ
ნახ 7 შპს“ნოვა“-ს
10მ3 ტევადობის ავზი
სათბური ჩინური ტიპისა ჩვენი
კლიმატის შესაბამისი საბნის სხვა
მექანიზმით. (ნახ.9). სითბო კედლების გარდა მიაწაშიც ინახება.
ჭერის ცხელი ჰაერი ვენტილატორით 18
და მილით17
ჰორიზონტალურ მილებში 19 დაბერვით ნიადაგს
ათბობს. ღამე
სითბო სათბურს მილებით
19 უკან უბრუნდება. სათბური მილების 21 წყლის ბურუსით და ფანჯრების 7 გაღებით.
გრილდება. ვენტილატორით 16 ფერმასა და სათბურს
შორის ხდება O2 და CO2 მიმოცვლა.
ბიოსათბურისთვის შევიმუშავეთ გათბობის ეკონომიური მოცულობას არამედ მარტო სახურავსა 10
ნახ.8
ბიოსათბურის განივი ჭრილი
და საბანს 12 შორის
90 მ3-ის
მოცულობის ვიწრო ზოლს. ღუმელი
23 მუშაობს ბიოგაზიდან (5000კკლ/მ3) გამოყოფილ მეთანის (CH4
)
თბოუნარიანობით 9100
კკლ/მ3.
მისი საკვამლე მილი 25 არის მოთავსებული სამხრეთ გვერდის 8 ძირას ჰორიზონტალურ მილში 29. აირები ღუმელიდან
23 გამოიწოვება ვენტილატორით
26 და საკვამლე მილით 27(ფიგb ჭრილი g-g). ვენტილატორით 28 მილში
29 მიწოდებული სათბურის ჰაერი ცხელდება საკვამლე მილიდან და მიეწოდება სახურავსა და
საბანს შორის .
ნახ 9 ბიოგაზის დანადგარის გათბობის სისტემა
.
ნახ. 10. ჰიცროპონიკის დანადგარები
ჰიდროპონიკის
დანადგარი 43 (ნახ 6) ფერმისთვის
დღეში ამზადებს 50 კგ მწვანე საკვებს
6,25 კგ
ქერის ან შვრიის თესლიდან 7 დღიანი ციკლით 35 თაროზე დღეში 4ჯერადი მორწყვით. ტემპერატურის რეჟიმისთვის წყლის ავზი თბოიზოლირებულია სარეგულირო გათბობის სისტემით, ხოლო დანადგარი დაფარულია სასათბურო ფირით. ღამის რეჟიმისთვის
ჩამოსაფარებელი ფარდები აქვს. „ბიოლიგიური„ კვებისთვის მცებარეები ნახშირორჟანგიანი წყლით ირწყვებიან. ობის საწინააღმდეგოდ წყალში ოზონია გახსნილი და ყოველი მორწყვის შემდეგ 10 წთ-თ ვენტილაცია ირთვება. დანადგარის გაბარიტებია 3x2x2,5 მ . სიმძლავრე 0,4 კვტ. ავტონომიური ფოტოელსადგური 44(ნახ6) 5კვტ-ით აწარმოებს დღეში 22 კვტ/სთ ელ ენერგიას, წელიწადში 9000კვტსთ-ს. ამუშავებს 2ც ფეკალის ტუმბოს, 1ც
დამაქუცმაცებელს, 1ც წყლის ტუმბოს, ბიოგაზის დანადგარის ამრევის ძრავს, ბიოგაზის სეპარატორის კომპრესორს, 4ც ვენტილატორს, ფერმის, სათბურის, ოჯახის
განათებას. ჩაირთულია „ნეტო-აღრიცხვის“
გარე სისტემაში Hesing მოდელის ორმხრივ-რევერსული
მრიცხველით.
მართვის პულტი 36
(ნახ.6) მიერთებულია სათბურის, ბიოგაზის,
ჰიდროპონიკის დანადგარების და
ფოტოელექტრო სადგურის
ყველა სისტემასთან , შიდა, გარე განათებასთან
და აქვწ AC მეხამრიდი (TYPE 2SPO)გარე ქსელის მაღალი ძაბვიგან
და DC მეხამრიდი ელვისგან. აქვს ყველა სისტემის
მდგიმარეობის ფიქსირების სენსორული ეკრანი და ნართავს მათ ფიქსირებული პროგრამებით
ნახ.12. მართვის პულტი მისი ელექტრო
ყუთია 12 მოდულიანი IP65 VIKO(თურქეთი). ბიოსათბურში გამოყენებული ჩინური სათბური აშენებულია 10 მლნ-ზე მეტი. ის დღის
სითბოს ინახავს თბოიზოლირებულ კედლებში, საძირკველში და ნიადაგში. საბანი ღამე გარედან ეფარება.
ჩვენთან ვერი იმუშავებს დიდ თოვლობის
გამო. ბიოსათბურში იგივე სათბურს ვიყენებთ
საბნის განსხვავებით, რომელიც სახურავის შიგნითა კარკასს ეხურება და თოვლთან კონტაქტის
არ აქვს .( ნახ 13.14)
ნახ.13 ჩინური სათბური ნახ14. ა.ბიწაძის სათბურის
პატენტი
V. ბიოსათბურის ინოვაციური
გადაწყვეტილებები და მისი შედეგები
I კონსტრუქციული გადაწყვეტილებები;
1.1 ქვიანი კედლების და საძირკვლის პერლიტის
ფილებით გარედან თბოიზოლაცია.
1.1 კედლების გარდა დღის სითბოს
ნიადაგში შენახვა.
1.2 საბნის დაფარება, და ახსნა სახურავს
შიგნითა კარკასზე .
1.3 სახურავთან თბური ფარდას შექმნა.
1.4
პლასტმასის თერმოფილურ ბიოდანადგარი მეთანის სეპარაციითი.
II.
აგრონომიული გადაწყვეტილებები
2.1
მცენარეების კვება ნახშირორჟანგით
2.2 ნიადაგის განაყოფიერება
თერმოფილურ რეჟიმის უვირუსო
ბიოსასუქით.
2.3 . მცენარეთა ვეგეტაციის გახანგრძლივება LED (შუქდიოდური) ნათურებით
2.4 საადრეო
უვირუსო თესლის კართოფილის თესვა 15 დეკემბრამდე
2.5 სათბურში საღამოს1900 ფერმიდან 20მ3 ნახშირორჟანგის მიწოდება.
2.6 ჰიდროპონიკაში
ობის საწინააღმდეგოდ ოზონიანი წყლის და ვეენტილაციის გამოყენება.
III ვეტერინარიის გადაწყვეტილებები
3.1 საქონლის კვება ჰიდროპონიკის ბალახით (ნორმის 35%) რაც წველადობას 30%-ი ზრდის.
3.2 ფერმაში დილას900 სათბურიდან 10მ3 ჟანგბადის მიწოდება.
V.
სოციალური შედეგი
4.1
ერთი ბიოსათბურის შემოსავალია 83 ათასი ლ/წ. ამით ოჯახის მიგრაცია შეჩერდება,.
ემიგრანტები დაბრუნდებიან. მათ 2020-2025წწ თავისიანებს 19,75მლრდ $
გადმოურიცხეს.
4.2 ხალხის დასაქმებით სოციალურის ბიუჯეტი 7 მლრდ ლ-დან შემცირდება 3 მლრდ ლარით
4.3 ქვეყნის სასურსათო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
V. ენერგეტიკული შედეგი
5.1
ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე ბიოგაზის დანადგარებით 85,4 მლ მ3/წ
ბიოგაზის და ფოტოელსადგურებით 125,2 გეგავატ ელ. ენერგიის წარმოება.
VI მრეწველობის ამუშავება: 1.ბიოგაზის 2.ჰიდროპონიკის დანადგარების 3.სათბურის
კარკასის 4. მარ პულტის 5.პოლიკარბინატის 6.
ბიოგაზის ღუმელის, 7. საბნის მექანიზმის 8.პერლიტის
ფილების 9.ფოტო
ელექტროსადგურის10.წერტოლოვანი მორწყვის 11ნიადაგის გათბობის სისტემის საწარმოებით. VII. ექსპორტის გაზრდა
. 7.1 თაფლის ექსპორტით: ფეკალით დაბინძურებულ ჩვენ თაფლს ევროკავშირში არ
უშვებენ. ბიოგაზის დანადგარით ფუტკარი თაფლს ვერ დააბინძურებს და მოეხსნება შეზღუდვა ექსპორტზე.
7.2 სერიული საოჯახო
ბიოსათბური გახდება საესპორტო პროდუქტი მეზობელ ქვეყნებში.
8. ბუნების
დაცვა 15600ც ბიოგაზის დანადგარით
8.1 ბიოგაზით ოჯახის ეკონომია იქნება 0,07 ჰა /წ. სულ 1160 ჰა/წ ტყე.
8.2 ბიოგაზის დანადგარებით წელიწადში დაცული იქნება 23,4 მლნ. მ3 წყლის სისუფთავე.
8.3 ატმოსფერიში არ გაედინება 39.8 მლნ მ3 მეთანი-გლობალური გათბობის გაზი.
IX.საოჯახო ბიოსათბურის შემოსავალი და ხარჯი
9.1
მთიანი რეგიონების ყოველ სოფელში 10ც ბიოსათბურით სულ ასაშენებელია15600ც 9.2
1ც ბიოსათბურის
შემოსავალია 25 ათასი$/წ
(83 ათასი ლ).
15600ც-ის 390 მლნ $ .
9.3 1ც ბიოსათბურის ფასია 75 ათასი $ , 15600 ც-ის 1,17 მლრდ$.
9.4 ბიოსათბურების აშენების ხარჯი ანაზღაურდება 3 წელიწადში
VI საოჯახო
ბიოსათბურების მომსახურების სისტემა
40 წლის წინ
ესპანეთის სამხრეთით ალმეირას ოლქში უდაბნო ადგილზე კერძო პირებმა დაიწყეს
სათბურების მშენებლობა. დღეს იქ 26 ათას
ჰა ფართზე მსოფლიოში სათბურების ყველაზე დიდი მასივია.
უნაყოფო ადგილი
სადაც წლიურად ნალექები მხოლოდ 200მმ არის, შემოტანილი ნიადაგით, მთლიანად ჰიდროპონიკის სისტემებით, ზღვის გამტკნარებული წყლით და ჰაერის
კონდიცინირების სისტემებით სოფლის მეურნეობის ნამდვილ „მექად“ გადაიქცა.80 ათასზე მეტი მუშა
ბოსტნეულზე ევროპის მოხმარებას 30%-ით ფარავს წელიწადში 4,1 მლრდ დოლარის პროდუქციას აწამროებს. მათი ძიითადი პროდუქცია არის პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, სალaთა, ნესვი, საზამთრო და სხვა. კლიმატური
პირობების გამო კართოფილს ვერ აწარმოებენ
ალმაირას წარმატების საფუძველია მომსახურების
სისტემა. მათ ემსახურება სხვადასხვა 200-დე კოოპერატივი.
ფინანსური
ორგანიზაცია, საკვლევ-სამეცნიერო
ცენტრები, მესათბურეები მარტო შიდა სამუშაოებს ასრულებენ, კოოპერატივები კი საგარეო სამუშაოებს, მ.შ. პროდუქციის გატანას შიდა და გარე
ბაზრებში.ფინანსური ფონდი 2 აკრედიტებს .
კოოპერატივი
3 სასოფლო მანქანებით ასრულებს მიწისა სამუშაოებს
სატრანსპორტო
კოოპერატივს 4
•
პროდუქცია გააქვს შიდა და გარე
ბაზრებზე.
•
კოოპერატივი 5 ეხმარება აგრონომიული რჩევებით და ბიოლოგიური კ
ნახ15 ალმერიის სათბურების ხედი კოსმოსიდან. კოოპერატივები
6, 7 ,8 აწვდიან თესლებს, სათესლეებს, შხამ-ქიმიკატებს.
•
კოოპერატივები 9, 14 აშენებენ, არემონტებენ სათბურრებს, • კოოპერატივები 10,11 აწყობენ
•
•
საირიგაციო სისტემებს, ჰიდროპონიკის, სარწყავების ხაზებს, აწვდიან წყალს და სუბსტრატებს.
•
კოოპერატივი 13 ამონტაჟებს ტემპერატურის კონტროლის სისტემებს.
|
ზღვის პირას განლაგებული |
|
|
სათბურების მასივი. |
|
•
ალმარიის სათბურების თავისებურება.
•
1
სათბურების ტემპერატურა ხშირად 450-ს. დიდი ხარჯი აქვთ
სათბურების გაგრილებაზე. მაღალი ტემპერატურაზე მცენარეები ვერ მუშაობენ. ამიტომ ალმარიის სათბურებში აუცილებელია
ტემპერატურის
კონტროლის სისტემა,

ნიადაგია უდაბნოს ტიპის უნაყოფო
და გარედან შემოაქვთ.სათბურებში ჰიდროპონიკის
სისტემებია . ძირითადი პროდუქციაა პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, ყვავილები,
სალათა. საზამთრო, ნესვი და სხვა . იქ უთოვლი ზამთარია, სათბურები მსუბუქი კონსტრუქციისაა და ფირით არის დაფარული, რომელიც 3-4 წელში იცვლება ჩვენთან
პოლიკარბინატის ფურცლებით იქნება დაფარული რომლებიც 10-12 წელს ძლებს. ალმეირას სათბურების პრიდუქცია მარტო მცენარეულია. ბიოსათბურების კი ცხიველურ პროდუქციასაც აწარმოებს სათვურის, ფერმის, ბიოგაზის და ჰიდრიოინიკის ერთმანრთტან ფუნქციონალური დამოკიდეით. ამიტომ ბიოფერმა უფრო შემოსავლიანია
VII. ბიოსათბურების კომპლექსის
ამუშავება
მშენებლობის
8 ეტაპიანი პროცესი მინიმუმ
5 წელს გაგრძელდება:
I . ბიოგაზის და
ჰიდროპონიკის დანადგართა დაპროექტება აშენება, გამოცდა , ნახაზების კორექტირება.
2.
საოჯახო ბიოსატბურის დაპროექტება აშენება, გამოცდა , ნახაზების კორექტირება.
3.
4ც სადემონსტრაციო საოჯახო ბიოსატბურის აშენება 4 რეგიონ
3.
.სერიული წარმოების საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ დოკუმენტაციის მომზადება.
4.
სერიული წარმოებისთვის 12 საწარმოს ამუშავება: 1.ბიოგაზის,
2.ჰიდრიპინიკის დანადგარების 3.სათბურის კარკასის, 4. მართვის პულტის, 5.პოლიკარბინატის, 6. ბიოგაზის
ღუმელის, 7.სათბურის საბნის მექანიზმის, 8.პერლიტის ფილების,
9.ფოტოელექტრო სადგურის. 10.წერტოლოვანი მორწყვის.11. ნიადაგის გათბობის სისტემის 12 პოლიკარბონატის.
5.საწარმოთა
ტერიტორიის შერჩევა. შემსრეულებელთა შერჩევა, მუშაობის დაგეგმვა. სწავლების ორგანიზება.
6..ბიოსათბურების სახრლმწიფო მიზნობრივი პროგრამის შემუშავება.
7.
ემიგრანტებში ბიოსათბურების რეკლამირება მათტვის თანადინანსებით აშენების მიზნით.
8.
ბიოსათბურის პროექტის წარდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებში დაფინანსდების მოპოვებისთვის.
ბიოსათბურების 1,17
მილიარდ დოლარის პროექტი მომართულია ოჯახის დონეზე მცირე
საწარმოთა ფართი ფენის ჩამოყალიბებით ქვეყნის სასუსათი, ენერგეტუკული დამოუკიდებლობისთვის, გამქრალი
მრეწველობის ამუშავებისკენ, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთის, სოფლების ხალხით შევსებისკენ, მათი ცხოვრების დონის აწევისთვის ჩვენი ბუნების დაცვით. 5 წელიწადში პრიექტის შესრულება მოითხოვს მრავალი საწარმოს, ინსტიტუტების, სამინისტრიების ,აგრარულ მეცნიერებათა აკადენიის მუშაობას. ფინანსების მობილიზება მიზნობრივი პროგრამით, ემიგრანტების და საერთაშორისო პრიგრამების დახმარებით. ასეთ სამუსაოთა პრეცენდენტი გვქონდა 2000-2007 წწ მსიფლიო ბანკის პროექტით ARET. 20 წლის
შემდეგ წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით უფრო დიდი მასშტაბის საოჯახო ბიოსათბურების პროგრამა წარმატებით შესრულდება.
კავშირ „ბიოებერგია“-ს თავჯდომარე ავთანდილ ბიწაძე
![]()
![]()